მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაქრაძემ დამარცხება აღიარა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა
ბაქრაძემ დამარცხება აღიარა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი, და­ვით ბაქ­რა­ძე­არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბას აღი­ა­რებს და თა­ვის ამომ­რჩე­ველს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

ბაქ­რა­ძემ ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პარ­ტი­ის ოფის­ში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

„ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი საკ­მა­რი­სად აჩ­ვე­ნებს სუ­რათს იმის­თვის, რომ დას­კვნე­ბი გა­ვა­კე­თოთ. პირ­ვე­ლი გახ­ლავთ ის, რომ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და მე პი­რა­დად ვიბ­რძო­დით გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, მაგ­რამ რო­გორც ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი აჩ­ვე­ნებს, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა ვერ მო­ხერ­ხდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გავ­ზარ­დეთ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ბაზა, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვე­ნი ხმე­ბი იქ­ნე­ბა ბევ­რად მეტი, ვიდ­რე ეს იყო 2017 წლის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე, ეს ხმე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, რა­შიც თა­ვი­სი როლი ითა­მა­შა ბევ­რმა ფაქ­ტორ­მა. ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ „ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ და მე ვერ შევ­ძე­ლით ჩვე­ნი ამო­ცა­ნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის შეს­რუ­ლე­ბა, რაც არის ამ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა. თი­თო­ე­ულ ჩვენ მხარ­დამ­ჭერს მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა. ჩვე­ნი ბრძო­ლა აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბით, რო­მე­ლიც "BCG ReaserCh“-მა ჩა­ა­ტა­რა, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და გრი­გოლ ვა­შა­ძე, მე­ო­რე­ზე - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, მე­სა­მე­ზე კი და­ვით ბაქ­რა­ძე. შე­სა­ბა­მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი პარ­ტი­ა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ წარ­მო­ად­გი­ნეს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბით, გრი­გოლ ვა­შა­ძეს მხა­რი ამომ­რჩე­ველ­თა 37%-მა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს - 34%-მა, და­ვით ბაქ­რა­ძეს კი 17%-მა და­უ­ჭი­რა.

იხი­ლეთ ვი­დეო: და­ვით ბაქ­რა­ძემ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბა აღი­ა­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ბაქრაძემ დამარცხება აღიარა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

ბაქრაძემ დამარცხება აღიარა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძეარჩევნებში დამარცხებას აღიარებს და თავის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, ამ არჩევნებზე ჩვენი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ბევრმა ფაქტორმა. ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც "BCG ReaserCh“-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე, მეორეზე - სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი დავით ბაქრაძე. შესაბამისი მონაცემები პარტიაში რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინეს.

უფრო კონკრეტულად, ეგზიტპოლების შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37%-მა, სალომე ზურაბიშვილს - 34%-მა, დავით ბაქრაძეს კი 17%-მა დაუჭირა.

იხილეთ ვიდეო: დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები