პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა
რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში "დედა ენა" 33-ჯერ გა­მო­ი­ცა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 25-ჯერ. გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე "დედა ენა“ ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ბა­და­ლი უწო­დეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე ხალ­ხი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნი გახ­და. ამ ავ­ტო­რის წიგ­ნე­ბი ათი ათა­სო­ბით ვრცელ­დე­ბო­და. ყო­ველ­წლი­უ­რად 20-25 ათა­სი "დედა ენა" და 5-6 ათა­სი "ბუ­ნე­ბის კარი" იყი­დე­ბო­და. ხოლო ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის 100 წლის­თა­ვის იუ­ბი­ლეს­თვის, მა­სობ­რი­ვი ტი­რა­ჟით გა­მო­ვი­და გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დედა ენი­სა" და "ბუ­ნე­ბის კა­რის" აღ­დგე­ნი­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

გო­რის, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლი­სა, აქვე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლოს­მა­ინც სა­ზო­გა­დებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა. სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის ია­კო­ბი კი­ევ­ში ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზით და­ა­ვა­და, ექი­მე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სწავ­ლა მე­სა­მე კურ­სზე მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც ჩანს მისი და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი იყო, რად­გან ია­კო­ბის მშობ­ლებ­სა და და-ძმა­საც სუს­ტი ფილ­ტვე­ბი ჰქონ­დათ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თვე­ლებს ბევ­რი ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავ­და, რო­მე­ლებ­მაც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ტო­ვეს სა­სი­კე­თო კვა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. პირ­ვე­ლი ასეთ მოღ­ვა­წედ ალ­ბათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გვახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ აქვე არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლიც. მეც­ნი­ე­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პუბ­ლი­ცის­ტი, სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში, რო­მელ­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და აკა­კი წე­რე­თე­ლი მე­თა­უ­რობ­დნენ. ამა­ვე დროს, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხალ­ხოს­კო­ლე­ბის შექ­მნა-დამ­კვიდ­რე­ბი­სათ­ვის იბ­რძო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია მისი ღვაწ­ლი ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­არ­სე­ბა­სა და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­მა: "ქარ­თუ­ლი ენის ან­ბა­ნი და პირ­ვე­ლი სა­კი­თხა­ვი წიგ­ნი მოს­წავ­ლე­თათ­ვის“, "ბუ­ნე­ბის კარი“, "დედა ენა“, "რუს­კოე სლო­ვო“, დიდი როლი ითა­მა­შეს ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი არ იშუ­რებ­და სახ­სრებს სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის; იგი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ღა­რიბ მოს­წავ­ლე­ებს, ცალ­კე­ულ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს, პო­ე­ტებს, მწერ­ლებს. ბევ­რმა მისი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სტი­პენ­დია მი­ი­ღო, მათ შო­რის იყ­ვნენ შემ­დგომ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლი. სის­ტე­მა­ტუ­რად უგ­ზავ­ნი­და ფულს რუ­სეთ­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მოს­წავ­ლე ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს, ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში, სა­ბავ­შვო ჟურ­ნა­ლე­ბის გა­მო­ცე­მა­ში, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ნო­ტებ­ზე გა­და­ტა­ნა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის და­არ­სე­ბა­ში და ა.შ.

სიკ­ვდი­ლის წინ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა "ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“ გა­დას­ცა. ია­კო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­თა თქმით, "ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ მისი ოჯა­ხი იყო. ია­კობ­მა 300 თუ­მა­ნი თა­ვის და­საფ­ლა­ვე­ბი­სა და ძეგლის და­სად­გმე­ლი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რა­ვად გა­და­დო. და­ნარ­ჩე­ნი ქო­ნე­ბა კი ასე გაყო:

ია­კო­ბის გა­ყი­დუ­ლი წიგ­ნე­ბი­დან უნდა გა­და­დე­ბუ­ლი­ყო არა­ნაკ­ლებ ერთი კა­პი­კი­სა გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის და­სა­არ­სებ­ლად. ამ ფონ­დი­დან უნდა და­ე­ნიშ­ნათ სტი­პენ­დი­ე­ბი სა­ხალ­ხო მას­წავ­ლებ­ლე­ბის, გლე­ხე­ბი­სა და მუ­შე­ბის შვი­ლე­ბის­თვის. სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ფონდს უნდა მოხ­მა­რე­ბო­და, აგ­რეთ­ვე ია­კო­ბის ვე­რა­ზე მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვე­თის გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხაც. მას უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია მისი წიგ­ნე­ბის ასო­თამ­წყო­ბი ლადო კა­ლან­და­ძე, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის გამ­გე ივა­ნე ავა­ლიშ­ვი­ლი და "წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ბუ­ღალ­ტე­რი ვასო ელი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­თაც ან­დერ­ძით ას-ასი მა­ნე­თი და­უ­ტო­ვა... ია­კობს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი არ ჰყავ­და. ან­დერ­ძში გა­და­ნა­ხუ­ლი ფული გა­უ­ნა­წი­ლა და ათ-ათი თუ­მა­ნი გა­დას­ცა ქარ­თველ­თა, სო­მეხ­თა და მაჰ­მა­დი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბებს, ვა­რი­ა­ნის სახ­ლი კი თა­ნა­სოფ­ლე­ლებს უან­დერ­ძა, სა­დაც შემ­დეგ­ში სკო­ლა გა­იხ­სნა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა

რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა

იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში "დედა ენა" 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. გამოცემისთანავე "დედა ენა“ ვეფხისტყაოსნის ბადალი უწოდეს, რომელიც ძალიან მალე ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. ამ ავტორის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი "დედა ენა" და 5-6 ათასი "ბუნების კარი" იყიდებოდა. ხოლო იაკობ გოგებაშვილის 100 წლისთავის იუბილესთვის, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის "დედა ენისა" და "ბუნების კარის" აღდგენილი გამოცემები.

გორის, თბილისის სასულიერო სასწავლებლისა, აქვე სასულიერო სემინარიისა და კიევის სასულიერო სემინარიაში განათლების მიღების შემდეგ, იაკობ გოგებაშვილი საეკლესიო ცხოვრებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ბოლოსმაინც საზოგადებრივი საქმიანობა ამჯობინა. სუსტი ჯანმრთელობის იაკობი კიევში ტუბერკულიოზით დაავადა, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, იძულებული გახდა სწავლა მესამე კურსზე მიეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. როგორც ჩანს მისი დაავადება გენეტიკური იყო, რადგან იაკობის მშობლებსა და და-ძმასაც სუსტი ფილტვები ჰქონდათ.

საბედნიეროდ, ქართველებს ბევრი ღვაწლმოსილი ადამიანი გვყავდა, რომელებმაც ბევრი მიმართულებით დატოვეს სასიკეთო კვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პირველი ასეთ მოღვაწედ ალბათ ილია ჭავჭავაძე გვახსენდება, მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს იაკობ გოგებაშვილიც. მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. ამავე დროს, ის საქართველოში სახალხოსკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის იბრძოდა. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და მის საქმიანობაში. გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოებმა: "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, "ბუნების კარი“, "დედა ენა“, "რუსკოე სლოვო“, დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში.

იაკობ გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ასევე მონაწილეობდა ზეპირსიტყვიერების შეგროვებაში, საბავშვო ჟურნალების გამოცემაში, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანაში, ბიბლიოთეკების დაარსებაში და ა.შ.

სიკვდილის წინ იაკობ გოგებაშვილმა მთელი თავისი ქონება "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა. იაკობის თანამედროვეთა თქმით, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი ოჯახი იყო. იაკობმა 300 თუმანი თავის დასაფლავებისა და ძეგლის დასადგმელი ხარჯების დასაფარავად გადადო. დანარჩენი ქონება კი ასე გაყო:

იაკობის გაყიდული წიგნებიდან უნდა გადადებულიყო არანაკლებ ერთი კაპიკისა განათლების ფონდის დასაარსებლად. ამ ფონდიდან უნდა დაენიშნათ სტიპენდიები სახალხო მასწავლებლების, გლეხებისა და მუშების შვილებისთვის. სალიტერატურო ფონდს უნდა მოხმარებოდა, აგრეთვე იაკობის ვერაზე მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვით მიღებული თანხაც. მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია მისი წიგნების ასოთამწყობი ლადო კალანდაძე, წიგნის მაღაზიის გამგე ივანე ავალიშვილი და "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბუღალტერი ვასო ელიაშვილი, რომელთაც ანდერძით ას-ასი მანეთი დაუტოვა... იაკობს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. ანდერძში გადანახული ფული გაუნაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი კი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც შემდეგში სკოლა გაიხსნა. განაგრძეთ კითხვა

5 წიგნი, რომელსაც ყველა ბავშვი ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს

აი, ეს შიშია ანტიქრისტე! ქრისტე კი არის იმედი, სიყვარული, სიხარული, სინათლე და დაუსრულებელი ბედნიერება!

საინტერესო ფაქტები ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან