მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი სოციალურ ქსელებში თამამი ფოტოების გამოქვეყნებას არ ერიდება. მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია. როგორც ინტერვიუებში თავად აღნიშნავს, ფორმის შესანარჩუნებლად არ ვარჯიშობს, თუმცა დაბერებას პლასტიკური ქირურგიის წყალობით ებრძვის. ნინა პლასტიკურ ოპერაციებზე ხმამაღლა ლაპარაკობს და არ მალავს, რომ სხეულის კორექციას ხშირად ბანკის ვალებით იტარებს. რამდენიმე წლის წინ, ნინამ საჯდომის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რისთვისაც ბანკში განვადება გააკეთა. მას ასევე მკერდის, ტუჩისა და ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული.
ნინა წკრიალაშვილს ზედმეტ კილოგრამებთან დიეტებით ბრძოლის დიდი გამოცდილებაც აქვს. წლების წინ, ის 35 კილოგრამით მეტს იწონიდა, თუმცა მიზნად დაისახა წონაში დაკლება და დღეს ის, ერთ-ერთ ულამაზეს მანდილოსნად ითვლება.
ნინას სხეულზე შესამჩნევია ტატუების რაოდენობაც. მომღერალს ზურგზე აქვს წარწერას "რასაცა გასცემ შენია", მუცელზე ლამაზი ორნამენტი და მხარზე ბრილიანტის გამოსახულება. სხვადასხვა სახის თუ ფორმის მოხატულობები მისი სხეულის პიკანტურ ადგილებშიც მოიძებნება.