საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება მარნეულში - დააკავეს "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები
დაპირისპირება მარნეულში - დააკავეს "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები

მარ­ნე­ულ­ში ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ ორი პირი და­ა­კა­ვა.

სო­ფელ იმი­რის #59 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია „ძალა ერ­თო­ბა­შია“-ს წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის.

ოპო­ზი­ცი­ის თქმით, მათ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წევ­რე­ბი, მათ შო­რის მარ­ნე­უ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­ჯმ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ნა­ვე­რი­ა­ნი და­ა­ფიქ­სი­რეს.

„მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში არის არე­უ­ლო­ბა, ეს შე­მო­აქვს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე აქ იმ­ყო­ფე­ბა და ის აძ­ლევს მი­თი­თე­ბებს. ყვე­ლა უბან­ზე და­ვა­ფიქ­სი­რეთ მა­მუ­კა ნა­ვე­რი­ა­ნი,“, - აღ­ნიშ­ნა ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა.

მა­მუ­კა ნა­ვე­რი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით კი, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა და მათი კან­დი­და­ტის სა­სარ­გებ­ლოდ აგი­ტა­ცია არ ხდე­ბა. „კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ, რომ ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი. მაჩ­ვე­ნეთ ფაქ­ტე­ბი, სად ეწე­ვი­ან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლისმხარ­და­სა­ჭერ აგი­ტა­ცი­ას?!" - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ნა­ვე­რი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის პო­ზი­ცი­ას, მისი თქმით, უბან­ზე, სა­დაც და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, მი­ვი­და იმი­ტომ, რომ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

„ამი­ტომ მო­ვე­დი და არა იმის­თვის, რომ შიგ­ნით შე­ვი­დე. თქვე­ნი საქ­მე არ არის, მე სად ვიქ­ნე­ბი და სად არ ვიქ­ნე­ბი. ჩემი აქ ყოფ­ნა ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ ნა­ვე­რი­ან­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გინ­და, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რს ფ.კ.-ს და პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რს ხ. ჰ.-ს შო­რის მოხ­და სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­თხოვ­ნას, ამი­ტომ ორი­ვე მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173 მუხ­ლით და­ა­კა­ვეს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 112-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ იმი­რი­დან 59-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში კო­მი­სი­ის წევ­რის ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­ნენ აღ­ნიშ­ნულ უბან­ზე.

დად­გინ­და, რომ ფ.კ.-ს და ხ. ჰ.-ს შო­რის მოხ­და სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­ცხად­დნენ. პო­ლი­ცი­ის არა­ერ­თი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად და­ეც­ვათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი - არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ, რის გა­მოც ორი­ვე მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით”, - აცხა­დე­ბენ შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამას­თან, მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 162-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლას ან მათ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

დაპირისპირება მარნეულში - დააკავეს "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები

დაპირისპირება მარნეულში - დააკავეს "ქართული ოცნების" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები

მარნეულში ინციდენტის შედეგად, პოლიციამ ორი პირი დააკავა.

სოფელ იმირის #59 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენლებს შორის.

ოპოზიციის თქმით, მათ „ქართული ოცნების“ დეპუტატი თამაზ ნავერიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები, მათ შორის მარნეულის საკრებულოს თავჯმდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი დააფიქსირეს.

„მარნეულის რაიონში არის არეულობა, ეს შემოაქვს ხელმძღვანელობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აქ იმყოფება და ის აძლევს მითითებებს. ყველა უბანზე დავაფიქსირეთ მამუკა ნავერიანი,“, - აღნიშნა ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა.

მამუკა ნავერიანის განმარტებით კი, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება და მათი კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია არ ხდება. „კანონის ჩარჩოებში თვალყურს ვადევნებ, რომ ობიექტურად ჩატარდეს არჩევნები. მაჩვენეთ ფაქტები, სად ეწევიან სალომე ზურაბიშვილისმხარდასაჭერ აგიტაციას?!" - აღნიშნა მამუკა ნავერიანმა.

რაც შეეხება თამაზ ნავერიანის პოზიციას, მისი თქმით, უბანზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, მივიდა იმიტომ, რომ ინციდენტის შესახებ შეატყობინეს.

„ამიტომ მოვედი და არა იმისთვის, რომ შიგნით შევიდე. თქვენი საქმე არ არის, მე სად ვიქნები და სად არ ვიქნები. ჩემი აქ ყოფნა ნამდვილად შეიძლება“, - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ფ.კ.-ს და პარტია „ქართული ოცნების“ წევრს ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოთხოვნას, ამიტომ ორივე მხარის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რაიონის სოფელ იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე.

დადგინდა, რომ ფ.კ.-ს და ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პოლიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი - არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით”, - აცხადებენ შს სამინისტროში.

ამასთან, მარნეულში მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."