ავტორი:

თეონა კონტრიძის თქმით, სახლი რომელიც "რუსთავი 2"-მა გია ჟორჟოლიანის სახლად გაასაღა, სინამდვილეში მისია

თეონა კონტრიძის თქმით, სახლი რომელიც "რუსთავი 2"-მა გია ჟორჟოლიანის სახლად გაასაღა, სინამდვილეში მისია

მომღერალი თეონა კონტრიძე "ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს "ოცნების" მაღალჩინოსნების სახლებთან დაკავშირებით და წერს, რომ სახლი, რომელიც სიუჟეტში პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის სახლად იყო მოხსენიებული, სინამდვილეში მისია.

"ამჟამად ვიმყოფები კახეთში, კონცერტი მქონდა და ტრადიციულად ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი. რას ვხედავ: შუქდება პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის "ოლიგარქული “ სამფლობელო ფხაკაძის ქუჩაზე (უკვე ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე). სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას...

სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ... გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ მილიონი გზის პარლამენტარი, რა პირობებში ცხოვრობს და როგორი შორს არის ფუფუნებიდან მისი ყოფა... უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება..." - წერს კონტრიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

"რუსთავი 2"-ზე გასული სიუჟეტის თანახმად, დეპუტატ გია ჟორჟოლიანს ნაფეტვრების დასახლებაში სამსართულიანი სახლი ეკუთვნის, რომლის საერთო ფართობი 646 კვ მეტრია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟორჟოლიანმა მიწის ნაკვეთი დიდი ხნის წინ შეიძინა, თუმცა, სახლის მშენებლობა მისი დეპუტატობის პერიოდს ემთხვევა.

კახა კალაძის ემოციური შეხვედრა შვილებთან - რა კადრებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი კლინიკის დატოვების შემდეგ

"ეს დღეებია იმატებს ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია, რომ კიდევ ბევრ თანაქალაქელს დავკარგავ. აცრა, პირბადე და რეგულაციები - მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს!" - ექიმი დავით გაბელაია

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი