ავტორი:

"როგორც ჩანს გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა... ფული სალომემ გადაგიხადოსო!" - რა ეწყინა ირაკლი ნოზაძეს "რუსთავი 2"-სგან

"როგორც ჩანს გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა... ფული სალომემ გადაგიხადოსო!" - რა ეწყინა ირაკლი ნოზაძეს "რუსთავი 2"-სგან

"ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ "რუსთავი 2"-მა გადაცემაში "ფარული კონვერტი" მოგებული თანხა არ გადაუხადა. ნოზაძე ამას ნიკა გვარამიას "შურისძიებას" უკავშირებს.

აი, რას წერს "ქუჩის ბიჭი" ფეისბუქის პირად გვერდზე:

"როგორც ჩანს ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა! კიდევ ერთი ამბავი სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია... ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის პროექტ ფარულ კონვერტში 5 900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდუსერი (ეკა) და მითხრა - ფული სალომემ გადაგიხადოსო!

ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც... მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა.

ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი რუსთავი 2-ელებმა გაინაწილონ!" - წერს ირაკლი ნოზაძე.

ცოტა ხნის წინ "ქუჩის ბიჭებმა" ღიად გამოხატეს მხარდაჭერა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვიილს მიმართ, როცა სპორტის სასახლეში მის წინასაარჩევნო შეხვედრაზე გამოჩნდნენ, ასევე მონაწილეობა მიიღეს "ქართული ოცნების" კლიპში "ჩემი საქართველო აქ არის".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს