პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის მამულში "რადისონ ქოლექშენ" ბრენდის პირველი სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა
წინანდლის მამულში "რადისონ ქოლექშენ" ბრენდის პირველი სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა

წი­ნან­დლის რა­დი­სო­ნი პირ­ვე­ლია სას­ტუმ­რო­ებს შო­რის, რო­მე­ლიც "ქო­ლექ­შე­ნის" ბრენ­დით აშენ­და. სხვა სას­ტუმ­რო­ებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის რებ­რენ­დინ­გის შე­დე­გად მი­ე­ნი­ჭა "ქო­ლექ­შე­ნის" ელი­ტა­რუ­ლი სას­ტუმ­რო ქსე­ლის ბრენ­დი.

ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის ბა­ღის მიმ­დე­ბა­რედ, გან­სა­კუთ­რე­ბულ ეკო­ლო­გი­ურ გა­რე­მო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ახა­ლი სას­ტუმ­რო ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყმის ძველ ის­ტო­რი­ულ ნა­გე­ბო­ბებს და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პლექ­სის ნამ­დვი­ლი მარ­გა­ლი­ტია. 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში არის 142 ნო­მე­რი, სა­კონ­ფე­რენ­ციო და სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა დარ­ბა­ზე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, ღია და და­ხუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი, სპა-ცენ­ტრი, აუზი, ფიტ­ნეს კლუ­ბი.

გა­ნახ­ლე­ბულ წი­ნან­დლის კომ­პლექსში ძვე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლის ნა­ტი­ფი შერ­წყმა გან­თქმუ­ლი გერ­მა­ნე­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ინგო მა­უ­რე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­ქან­და­კე და მხატ­ვა­რი თა­მარ კვე­სი­ტა­ძე. ახა­ლი სას­ტუმ­როს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კონ­ცეფ­ცია ეკუთ­ვნის ამე­რი­კელ არ­ქი­ტექ­ტორს ჯონ ფო­ტი­ა­დისს, ხოლო ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე იმუ­შა­ვეს ეს­პა­ნელ­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ქრის­ტი­ნა გა­ბას­მა და და­მი­ან ფი­გუ­ე­რას­მა.

1200 ად­გი­ლი­ა­ნი ამ­ფი­თე­ატ­რი, 600-ად­გი­ლი­ა­ნი და­ხუ­რუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა, აღ­დგე­ნი­ლი ვე­ნა­ხე­ბი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პლექ­სი რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის, უნი­კა­ლურ გა­რე­მოს ქმნის.

"წი­ნან­დლის მა­მუ­ლი ყო­ველ­თვის იყო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის და გა­ნათ­ლე­ბის­კე­რა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხელ­თან, ვინც უამ­რა­ვი რამ გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის; ეს კარ-მი­და­მო არის ად­გი­ლი სა­ი­და­ნაც ხდე­ბო­და მო­წი­ნა­ვე იდე­ე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა. დღეს შედ­გა ახა­ლი სას­ტუმ­როს პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ამ ად­გილს კი­დევ უფრო მომ­ხიბ­ვლელს გახ­დის ტუ­რის­ტე­ბის­თვის, აქ ხელი მო­ე­წე­რა მე­მო­რან­დუმს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრი­ო­რი­ტე­ტებს გან­სა­ზღვრავს. ამ დღეს ჩვენ­თან ერ­თად არის მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი, მა­ესტრო ნო­ზე­და, რო­მე­ლიც წი­ნან­დლის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლია“ - გა­ნა­ცხა­და "სილქ როუდ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა.

წი­ნან­დლის მა­მუ­ლი 1690 წლი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა იყო. წი­ნან­დლის ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პლექ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც „სილქ როუდ ჯგუფ­მა“ 2007 წლი­დან და­ი­წყო, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მისი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. წი­ნან­დლის პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია კომ­პლექ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კულ­ტუ­რულ და ტუ­რის­ტულ ცენ­ტრად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

„რა­დი­სონ ქო­ლექ­შე­ნის“ სას­ტუმ­როს პრო­ექ­ტი სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ხელ­შე­წყო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. სას­ტუმ­როს პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 35 მლნ აშშ დო­ლა­რი, სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბა 10 მლნ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს. პრო­ექ­ტის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია ასე­ვე თი­ბი­სი ბან­კი.

წი­ნან­დლის ის­ტო­რი­ულ კომ­პლექსში სა­ერ­თო ინ­ვეს­ტი­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 60 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

წინანდლის მამულში "რადისონ ქოლექშენ" ბრენდის პირველი სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა

წინანდლის მამულში "რადისონ ქოლექშენ" ბრენდის პირველი სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა

წინანდლის რადისონი პირველია სასტუმროებს შორის, რომელიც "ქოლექშენის" ბრენდით აშენდა. სხვა სასტუმროებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში უკვე არსებული სასტუმროების რებრენდინგის შედეგად მიენიჭა "ქოლექშენის" ელიტარული სასტუმრო ქსელის ბრენდი.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, განსაკუთრებულ ეკოლოგიურ გარემოში განთავსებული ახალი სასტუმრო ჰარმონიულად ერწყმის ძველ ისტორიულ ნაგებობებს და განახლებული ისტორიული კომპლექსის ნამდვილი მარგალიტია. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 142 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი.

განახლებულ წინანდლის კომპლექსში ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის ნატიფი შერწყმა განთქმული გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის ინგო მაურერის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტზე მუშაობდა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე. ახალი სასტუმროს არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს ესპანელმა დიზაინერებმა ქრისტინა გაბასმა და დამიან ფიგუერასმა.

1200 ადგილიანი ამფითეატრი, 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, აღდგენილი ვენახები და განახლებული ისტორიული კომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის.

"წინანდლის მამული ყოველთვის იყო ქართული კულტურის და განათლებისკერა, დაკავშირებული ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელთან, ვინც უამრავი რამ გააკეთა საქართველოსთვის; ეს კარ-მიდამო არის ადგილი საიდანაც ხდებოდა მოწინავე იდეების გაჟღერება. დღეს შედგა ახალი სასტუმროს პრეზენტაცია, რომელიც ამ ადგილს კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდის ტურისტებისთვის, აქ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ქვეყნის ჰუმანიტარულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ამ დღეს ჩვენთან ერთად არის მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი, მაესტრო ნოზედა, რომელიც წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია“ - განაცხადა "სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

წინანდლის მამული 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო, მიმდინარეობდა მისი ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით. წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება.

„რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე თიბისი ბანკი.

წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი