პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანელები ქართული კერძების რიგში - ხინკალი, მწვადი და ჩურჩხელები ჰამბურგის ცენტრალურ ქუჩაზე
გერმანელები ქართული კერძების რიგში - ხინკალი, მწვადი და ჩურჩხელები ჰამბურგის ცენტრალურ ქუჩაზე

სამ­ზა­რე­უ­ლო უცხო ქვე­ყა­ნა­ში, შენი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის წარ­მო­ჩე­ნის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზაა - თუ ერთხელ რო­მე­ლი­მე კერ­ძის გე­მომ აღაფრ­თო­ვა­ნათ, ის არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბათ და შანსს არ გა­უშ­ვე­ბენ ხე­ლი­დან, ისევ და­ა­გე­მოვ­ნონ. ამის შე­სა­ხებ კარ­გად იცის 27 წლის ნი­კუ­შა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც უკვე 3 წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. მას და მის ოთხ მე­გო­ბარს 1 წლის წინ და­ე­ბა­დათ იდეა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თა პა­ტა­რა გუნ­დი შექ­მნეს.

ნი­კუ­შას პრო­ფე­სია გას­ტრო­ნო­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის, ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თუმ­ცა, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით ხუ­თი­ვე მე­გო­ბარს გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­წყვი­ტეს, “ჰამ­ბურ­გის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი” ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რო­მე­ლიც 400 ადა­მი­ან­ზე იქ­ნე­ბო­და გათ­ვლი­ლი.

“საკ­მა­ოდ დიდი ხანი დაგ­ვჭირ­და და­სა­ხე­ლე­ბის მო­ფიქ­რე­ბის­თვის. არ გვინ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო ბა­ნა­ლუ­რი და უკვე არ­სე­ბუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა. ასე­ვე, ჩვე­ნი კონ­ცეფ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მოდ­გე­ნას ევ­რო­პუ­ლი კუ­თხით, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე. შე­ვიკ­რი­ბეთ ხუთი მე­გო­ბა­რი (4 ქარ­თვე­ლი და ერთი ავ­სტრი­ე­ლი) და ვი­პო­ვეთ სა­სურ­ვე­ლი ლო­კა­ცია, რო­მე­ლიც ვი­ქი­რა­ვეთ ერთი დღით. ამ ყვე­ლა­ფერს წინ უძღო­და დიდი მზა­დე­ბა, რე­ცეპ­ტე­ბის და­ტესტვა, ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და ა.შ”,- აღ­ნიშ­ნა ნი­კუ­შა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

რო­დე­საც შე­ამ­ჩნი­ეს, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო და მათ მიერ შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ამ­დენ სტუ­მარს ვერ და­ი­ტევ­და, ყვე­ლა სხვა სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია გა­ა­უქ­მეს და კერ­ძე­ბის მზა­დე­ბას მშვი­დად შე­უდ­გნენ.

ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად მო­ამ­ზა­დეს, თუმ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით 700-მდე ხინ­კლის, 50-მდე აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის, ფხა­ლე­უ­ლი­სა და ბად­რიჯ­ნის, 100 ცალი ჩურ­ჩხე­ლი­სა და და­ახ­ლო­ე­ბით, 30 კი­ლოგ­რა­მი მწვა­დის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად ნა­ვა­რა­უ­დევ­ზე სამ­ჯერ მეტი სტუ­მა­რი მი­ვი­და და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად რიგ­ში ჩად­გა.

რო­გორც ნი­კუ­შა იხ­სე­ნებს, მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი სტუმ­რე­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვარს ეყო და ნა­წი­ლი ამის გამო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლიც დარ­ჩა. ღო­ნის­ძი­ე­ბამ იმ­დე­ნად დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია, რომ ქუჩა, სა­დაც ფეს­ტი­ვა­ლი ეწყო­ბო­და, ხალ­ხით იყო გა­და­ჭე­დი­ლი, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30% გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი იყო.

“ფეს­ტი­ვა­ლი 16:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და 21:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და, რად­გან ასეთ­მა დიდ­მა რიგ­მა ქუ­ჩა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ა­წუ­ხა და მას­პინ­ძელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სთხო­ვეს, ღო­ნის­ძი­ე­ბა მალე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ მო­მა­ვალ­ში უფრო დიდი სივ­რცე გვჭირ­დე­ბა,” - აღ­ნიშ­ნა ნი­კუ­შა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, ნი­კუ­შა იხ­სე­ნებს, რომ ხალ­ხის სიმ­რავ­ლის გამო სამ­ზა­რე­უ­ლო­დან გას­ვლას თით­ქმის ვერ ახერ­ხებ­და, თუმ­ცა მის ყუ­რამ­დე აღ­წევ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ კერ­ძე­ბი მოს­წონ­დათ და თუ ასე­თი ფეს­ტი­ვა­ლი კი­დევ ერთხელ ჩა­ტარ­დე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ეს­წრე­ბი­ან.

სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მე­გობ­რებ­მა მო­მა­ვალ წელს ფეს­ტი­ვა­ლის კი­დევ ერთხელ ჩა­ტა­რე­ბა გა­ნიზ­რა­ხეს და ამას­თან, სურთ, რეს­ტო­რა­ნი გახ­სნან, სა­დაც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

“გვინ­და, პო­ტენ­ცი­უ­რი სპონ­სო­რე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ, რად­გან ვფიქ­რობთ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. რეს­ტორ­ნის კონ­ცეფ­ცი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­გორც ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა და არა პოსტსაბ­ჭო­თა”, - აღ­ნიშ­ნა ნი­კუ­შა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

ავტორი:

გერმანელები ქართული კერძების რიგში - ხინკალი, მწვადი და ჩურჩხელები ჰამბურგის ცენტრალურ ქუჩაზე

გერმანელები ქართული კერძების რიგში - ხინკალი, მწვადი და ჩურჩხელები ჰამბურგის ცენტრალურ ქუჩაზე

სამზარეულო უცხო ქვეყანაში, შენი ქვეყნის კულტურის წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა - თუ ერთხელ რომელიმე კერძის გემომ აღაფრთოვანათ, ის არასდროს დაავიწყდებათ და შანსს არ გაუშვებენ ხელიდან, ისევ დააგემოვნონ. ამის შესახებ კარგად იცის 27 წლის ნიკუშა ჯავახიშვილმა, რომელიც უკვე 3 წელია გერმანიაში ცხოვრობს. მას და მის ოთხ მეგობარს 1 წლის წინ დაებადათ იდეა და ქართული კულტურით დაინტერესებულთა პატარა გუნდი შექმნეს.

ნიკუშას პროფესია გასტრონომიასთან დაკავშირებული არ არის, ის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა, კერძების მომზადების თვალსაზრისით ხუთივე მეგობარს გარკვეული გამოცდილება ჰქონდა. საბოლოოდ, გადაწყვიტეს, “ჰამბურგის პირველი ქართული კერძების ფესტივალი” ჩაეტარებინათ, რომელიც 400 ადამიანზე იქნებოდა გათვლილი.

“საკმაოდ დიდი ხანი დაგვჭირდა დასახელების მოფიქრებისთვის. არ გვინდოდა ყოფილიყო ბანალური და უკვე არსებული დასახელება. ასევე, ჩვენი კონცეფცია ითვალისწინებს საქართველოს წარმოდგენას ევროპული კუთხით, რაც ჯერჯერობით საკმაოდ იშვიათად გვხვდება ევროპულ ბაზარზე. შევიკრიბეთ ხუთი მეგობარი (4 ქართველი და ერთი ავსტრიელი) და ვიპოვეთ სასურველი ლოკაცია, რომელიც ვიქირავეთ ერთი დღით. ამ ყველაფერს წინ უძღოდა დიდი მზადება, რეცეპტების დატესტვა, ყველაფრის ორგანიზება, ტრანსპორტირება და ა.შ”,- აღნიშნა ნიკუშა ჯავახიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

როდესაც შეამჩნიეს, რომ დაინტერესება ძალიან მაღალი იყო და მათ მიერ შერჩეული ადგილი ამდენ სტუმარს ვერ დაიტევდა, ყველა სხვა სარეკლამო კამპანია გააუქმეს და კერძების მზადებას მშვიდად შეუდგნენ.

ყველაფერი თავად მოამზადეს, თუმცა, დაახლოებით 700-მდე ხინკლის, 50-მდე აჭარული ხაჭაპურის, ფხალეულისა და ბადრიჯნის, 100 ცალი ჩურჩხელისა და დაახლოებით, 30 კილოგრამი მწვადის დასაგემოვნებლად ნავარაუდევზე სამჯერ მეტი სტუმარი მივიდა და ქართული კერძების დასაგემოვნებლად რიგში ჩადგა.

როგორც ნიკუშა იხსენებს, მომზადებული კერძები სტუმრების მხოლოდ ნახევარს ეყო და ნაწილი ამის გამო განაწყენებულიც დარჩა. ღონისძიებამ იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ ქუჩა, სადაც ფესტივალი ეწყობოდა, ხალხით იყო გადაჭედილი, აქედან დაახლოებით 30% გერმანიაში მცხოვრები ქართველი იყო.

“ფესტივალი 16:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა, რადგან ასეთმა დიდმა რიგმა ქუჩაში მოსახლეობა შეაწუხა და მასპინძელ ორგანიზაციას სთხოვეს, ღონისძიება მალე დასრულებულიყო, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო დიდი სივრცე გვჭირდება,” - აღნიშნა ნიკუშა ჯავახიშვილმა.

რაც შეეხება სტუმრების შთაბეჭდილებებს, ნიკუშა იხსენებს, რომ ხალხის სიმრავლის გამო სამზარეულოდან გასვლას თითქმის ვერ ახერხებდა, თუმცა მის ყურამდე აღწევდა ინფორმაცია, რომ მათ კერძები მოსწონდათ და თუ ასეთი ფესტივალი კიდევ ერთხელ ჩატარდება, სიამოვნებით დაესწრებიან.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეგობრებმა მომავალ წელს ფესტივალის კიდევ ერთხელ ჩატარება განიზრახეს და ამასთან, სურთ, რესტორანი გახსნან, სადაც მხოლოდ ქართული სამზარეულო იქნება წარმოდგენილი.

“გვინდა, პოტენციური სპონსორები დავაინტერესოთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებიდან გამომდინარე ქართულ სამზარეულოს დიდი პოტენციალი აქვს. რესტორნის კონცეფციის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი როგორც ევროპული ქვეყანა და არა პოსტსაბჭოთა”, - აღნიშნა ნიკუშა ჯავახიშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ