ავტორი:

კანაფის ჭაჭა, პრეზერვატივი ჯაფარიძის გამოსახულებით... - რა ხდება "გირჩის" ოფისის ეზოში

კანაფის ჭაჭა, პრეზერვატივი ჯაფარიძის გამოსახულებით... - რა ხდება "გირჩის" ოფისის ეზოში

"გირჩის" ოფისის ეზოში ღონისძიება "ფლი მარკეტი" მიმდინარეობს. სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილია ისეთი ტიპის სავაჭრო პროდუქცია, როგორიცაა: მარიხუანას არომატის მქონე ჭაჭა, კონტრაცეპტივები, მაისურები, ჩანთები და ა.შ. მაგალითად, მარიხუანას არომატის მქონე 100 გრამი ჭაჭა 10 ლარი ღირს. პრეზერვატივი ზურა ჯაფარიძის გამოსახულებით, რომელსაც თან პოსტერი მოჰყვება, 5 ლარი ღირს, "გირჩის" ლოგოიანი ტილოს ჩანთის ღირებულება - 25 ლარი და ა.შ.

ფოტო: სალომე კვარაცხელია

"გირჩის" წარმომადგენლების თქმით, გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა ორგანიზაციის წინასაარჩევნო და სხვა სახის ხარჯების დაფარვას მოხმარდება. როგორც "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, დღევანდელ ღონისძიებაზე მარიხუანა არ გაიყიდება.

"დღევანდელი ღონისძიება არ მგონია, საარჩევნო აგიტაციად ჩაითვალოს, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, ასეც ჩათვალოს. ჩვენი მხრიდან უშინაარსო რეგულაციების დარღვევა არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს. ზოგადად, ღონისძიება არის "თავისუფალი მარკეტი". აქ არიან კომპანიები, რომლებმაც მოიტანეს სხვადასხვა სახის პროდუქცია.

შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ იყიდება პრეზერვატივები, რომელსაც მე ვახატივარ. იყიდება სხვადასხვა ტიპის პროდუქცია, რომელიც დაკავშირებულია კანაფთან, ასევე არაყი, რომელიც არომატიზირებულია კანაფით.

ამ ღონისძიების აზრი არის ის, რომ პოპულარიზაცია მოხდეს სხვადასხვა ბრენდების და შემოწირულობები გაკეთდეს "გირჩისთვის" იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ დაგვჭირდა ფული", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ტექსტი, ფოტო: სალომე კვარაცხელია

"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის რისკებს და ამას სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება" - თენგიზ ცერცვაძე

როგორია რეგიონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ჰაბი და რა სიახლეები ელოდებათ სტუდენტებს

აპრილის თოვლი საგურამოში - სოციალურ ქსელში ულამაზესი ფოტოები ვრცელდება