პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცების" დაბრუნება უაღრესად საშიშია..." - ირმა სოხაძის განცხადება და პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ნაცების" დაბრუნება უაღრესად საშიშია..." - ირმა სოხაძის განცხადება და პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

მომ­ღე­რალ­მა ირმა სო­ხა­ძემ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "პირ­ვე­ლე­ბის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­ვით უსუ­ფაშ­ვილს უჭერს მხარს:

"მე პი­რა­დად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ ვი­ღებ, რომ მივ­ცე ხმა ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს, იმი­ტომ კი არა, რომ პი­როვ­ნუ­ლად არ მომ­წონს... არ ვაძ­ლევ ხმას იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მისი გა­მო­ნათ­ქვა­მი მი­უ­ღე­ბე­ლია, ბევ­რი რამ რაც გა­მო­ამ­ჟღავ­ნა ამ პე­რი­ოდ­ში... მისი ქედ­მაღ­ლო­ბა, მისი ზე­მო­დან ყუ­რე­ბა, ის რომ უკვე პრე­ზი­დენ­ტია და უკვე ინა­უ­გუ­რა­ცი­ას ატა­რებს... არის რა­ღა­ცე­ე­ბი, რომ მაქვს უფ­ლე­ბა არ მო­მე­წო­ნოს და არ მივ­ცე ხმა...

...ხომ მაქვს უფ­ლე­ბა ვთქვა ვის ვაძ­ლევ ხმას? ძა­ლი­ან მომ­წყინ­და ეს თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ბი­პო­ლა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ არის მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რომ თუ არ მივ­ცემთ ხმას "ოც­ნე­ბას" მოვა ეს სა­ში­ნე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", დაგ­ვხო­ცავს, დაგ­ვი­ჭერს და ა.შ. რაც ახ­ლო­საა რე­ა­ლურ­თან, იმი­ტომ რომ რე­ვან­შის სუნი ტრი­ა­ლებს ჰა­ერ­ში... უკვე არის მუ­ქა­რა... ჯერ არა­ვი­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ აქვთ და ით­ვლი­ან, იმახ­სოვ­რე­ბენ და „ჩა­რე­ცხვით“ ემუქ­რე­ბი­ან ისევ. ეს სა­ში­ნე­ლი დეჟა­ვუა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "სა­სა­ცი­ლო ხარ... "არან­ჟე­ვოე ნე­ბო­ზე" ძაან გა­ი­ყი­დე" - და­პი­რის­პი­რე­ბა ირმა სო­ხა­ძე­სა და თაკო ჩარ­კვი­ანს შო­რის

ამი­ტომ მე სე­რი­ო­ზუ­ლად შეგ­ნე­ბუ­ლად ვა­კე­თებ არ­ჩე­ვანს - მე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს ვაძ­ლევ ხმას. ბა­ტონ­მა და­ვით­მა რო­მე­ლი­ღაც ეთერ­ში თქვა, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ არის მთა­ვა­რი, მთა­ვა­რია 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი და იქ­ნებ მა­ნამ­დე მომ­წიფ­დეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და არ და­ი­ჯე­როს რა­საც ეტყვის "ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რომ მარ­ტო ისი­ნი არი­ან დე­და­მი­წის ზურ­გზე..." - გა­ნა­ცხა­და სო­ხა­ძემ გა­და­ცე­მა­ში.

მომ­ღერ­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რი ფე­ის­ბუქ­ზე ყო­ფილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, უსუ­ფაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თინა ხი­და­შელ­მაც კი გა­ა­ზი­ა­რა მი­ნა­წე­რით - "მომ­ღე­რალ­მა ირმა სო­ხა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­ვით უსუ­ფაშ­ვილს უჭერს მხარს", რა­საც მო­წო­ნე­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ხი­და­შე­ლის პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში. თუმ­ცა, სო­ხა­ძის პო­ზი­ცია დრო­ე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა - გა­და­ცე­მი­დან წას­ვლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მომ­ღე­რალ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა.

"მე გა­და­ცე­მა­ში და­ვა­სა­ხე­ლე, სხვა ნე­იტ­რა­ლუ­რი, ღირ­სე­უ­ლი, ჩემი რჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ პა­ტი­ე­ბა ვთხო­ვო, შევ­ცვა­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ხმა მივ­ცე ერ­თა­დერთ კან­დი­დატს, ვი­საც რე­ა­ლუ­რად შეს­წევს ძალა "ნა­ცე­ბის" და­მარ­ცხე­ბი­სა - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს" - წერ­და პოს­ტში სო­ხა­ძე, თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც პოსტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მომ­ღე­რალ­მა პოს­ტი წა­შა­ლა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ნაცების" დაბრუნება უაღრესად საშიშია..." - ირმა სოხაძის განცხადება და პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"ნაცების" დაბრუნება უაღრესად საშიშია..." - ირმა სოხაძის განცხადება და პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

მომღერალმა ირმა სოხაძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "პირველების" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით უსუფაშვილს უჭერს მხარს:

"მე პირადად, პასუხისმგებლობას არ ვიღებ, რომ მივცე ხმა ქალბატონ სალომეს, იმიტომ კი არა, რომ პიროვნულად არ მომწონს... არ ვაძლევ ხმას იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მისი გამონათქვამი მიუღებელია, ბევრი რამ რაც გამოამჟღავნა ამ პერიოდში... მისი ქედმაღლობა, მისი ზემოდან ყურება, ის რომ უკვე პრეზიდენტია და უკვე ინაუგურაციას ატარებს... არის რაღაცეები, რომ მაქვს უფლება არ მომეწონოს და არ მივცე ხმა...

...ხომ მაქვს უფლება ვთქვა ვის ვაძლევ ხმას? ძალიან მომწყინდა ეს თავსმოხვეული ბიპოლარული საზოგადოება, რომ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", რომ თუ არ მივცემთ ხმას "ოცნებას" მოვა ეს საშინელი "ნაციონალური მოძრაობა", დაგვხოცავს, დაგვიჭერს და ა.შ. რაც ახლოსაა რეალურთან, იმიტომ რომ რევანშის სუნი ტრიალებს ჰაერში... უკვე არის მუქარა... ჯერ არავითარი ძალაუფლება არ აქვთ და ითვლიან, იმახსოვრებენ და „ჩარეცხვით“ ემუქრებიან ისევ. ეს საშინელი დეჟავუა.

იხილეთ ვიდეო: "სასაცილო ხარ... "არანჟევოე ნებოზე" ძაან გაიყიდე" - დაპირისპირება ირმა სოხაძესა და თაკო ჩარკვიანს შორის

ამიტომ მე სერიოზულად შეგნებულად ვაკეთებ არჩევანს - მე დავით უსუფაშვილს ვაძლევ ხმას. ბატონმა დავითმა რომელიღაც ეთერში თქვა, რომ ეს არჩევნები არ არის მთავარი, მთავარია 2020 წლის არჩევნები და იქნებ მანამდე მომწიფდეს ჩვენი საზოგადოება და არ დაიჯეროს რასაც ეტყვის "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომ მარტო ისინი არიან დედამიწის ზურგზე..." - განაცხადა სოხაძემ გადაცემაში.

მომღერლის აღნიშნული კომენტარი ფეისბუქზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, უსუფაშვილის მეუღლე თინა ხიდაშელმაც კი გააზიარა მინაწერით - "მომღერალმა ირმა სოხაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით უსუფაშვილს უჭერს მხარს", რასაც მოწონება და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ხიდაშელის პოსტის კომენტარებში. თუმცა, სოხაძის პოზიცია დროებითი აღმოჩნდა - გადაცემიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მომღერალმა გადაწყვეტილება შეცვალა და ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"მე გადაცემაში დავასახელე, სხვა ნეიტრალური, ღირსეული, ჩემი რჩეული კანდიდატი, მაგრამ ვფიქრობ, ვალდებული ვარ პატიება ვთხოვო, შევცვალო გადაწყვეტილება და ხმა მივცე ერთადერთ კანდიდატს, ვისაც რეალურად შესწევს ძალა "ნაცების" დამარცხებისა - სალომე ზურაბიშვილს" - წერდა პოსტში სოხაძე, თუმცა, მას შემდეგ რაც პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომღერალმა პოსტი წაშალა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს