ავტორი:

იაგო ნებიერიძის ადვოკატი - "იაგომ მითხრა, ყაჩაღობისა თუ გამოძალვის მუხლით ვიყავი გასამართლებულიო"

იაგო ნებიერიძის ადვოკატი - "იაგომ მითხრა, ყაჩაღობისა თუ გამოძალვის მუხლით ვიყავი გასამართლებულიო"

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძის ადვოკატის განცხადებით, მან ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა. როგორც Ambebi.ge-ს მაია გრიგოლაშვილმა განუცხადა, ბრალდებული მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.

ადვოკატის განცხადებით, ნებიერიძეს იმ საქმესთან დაკავშირებითაც ესაუბრა, რაზეც ის წლების წინ იყო გასამართლებული.

"მითხრა, ყაჩაღობის თუ გამოძალვის მუხლით ვიყავი გასამართლებული, ზუსტად არ მახსოვსო. რაც შეეხება რვა წლის გოგონას საქმეს, ამასთან დაკავშირებით ის საერთოდ არ საუბრობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ", - აღნიშნა მაია გრიგოლაშვილმა. იაგო ნებიერიძეს ბრალი დაკავებიდან 48 საათში წარედგინება.

როგორც ცნობილია, ნებიერიძე წლების წინ სახალხო დამცველის ანგარიშშიც იყო მოხსენიებული. მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართავდა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. ამის შესახებ ინფორმაცია 2004 წელს მედიაშიც გავრცელდა სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, გორში 25 ოქტომბერს, შუადღისას გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს, მდინარე ლიახვის ნაპირას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. უწყებამ დაკავების კადრებიც გაავრცელა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს