მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუხაშვილის პასუხი ივანიშვილს - "თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი"
ხუხაშვილის პასუხი ივანიშვილს - "თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თვი­თონ ხომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე რა­ტომ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ უნი­ჭო ვი­ყა­ვი და რა­ტომ მი­ვაჩ­ნდი ძა­ლი­ან სა­ჭი­როდ და პი­რად მე­გობ­რად?!, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მის მი­მართ დღეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს. მისი თქმით, რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ მო­დი­ან, შემ­დეგ სხვა პრიზ­მა­ში უყუ­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებს.

"არ ვა­პი­რებ კო­მენ­ტი­რე­ბას შე­ფა­სე­ბით ნა­წილ­ში. ჭო­რა­ო­ბა­ში ვერ შევ­ყვე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს უნი­ჭო­ბას, ტრა­გი­კო­მი­კუ­რი ის არის, რომ სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და მისი პი­რა­დი მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი. რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რომ მო­დი­ან, შემ­დეგ სხვა პრიზ­მა­ში უყუ­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებს და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ უნი­ჭო ვყო­ფილ­ვარ. ჯო­ბია თა­ვის გა­რე­მოც­ვა­ში მი­მო­ი­ხე­დოს და „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­საც“ და ფუ­ლის ამ­ღე­ბებ­საც იქ და­ი­ნა­ხავს. ჩემ­სკენ არც ერთი და არც მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­ლის გა­მოშ­ვე­რა არ არის სწო­რი საქ­ცი­ე­ლი და მან მშვე­ნივ­რად იცის. თვი­თონ ხომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია? ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე რა­ტომ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ უნი­ჭო ვი­ყა­ვი და რა­ტომ მი­ვაჩ­ნდი ძა­ლი­ან სა­ჭი­როდ და პი­რად მე­გობ­რად?!", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც ჩანს, ივა­ნიშ­ვილ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­დაკ­ვე­თა წი­თე­ლი ხაზი, რო­დე­საც თქვა, რომ ივა­ნიშ­ვილს აღარ თვლის ლი­დე­რად და ის ცდი­ლობს ძა­ლის­მი­ე­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სის­ტე­მა.

"ბუ­ნებ­რი­ვია ეს მტკივ­ნე­უ­ლად მი­ი­ღო და გახ­და კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი ამ რე­აქ­ცი­ის. მე შე­საძ­ლოა გა­დაკ­ვე­თე წი­თე­ლი ხაზი, თუმ­ცა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზე ვსა­უბ­რობთ, აქ პი­რა­დი სენ­ტი­მენ­ტე­ბი უკა­ნა ხაზ­ზე გა­და­დის. თუ მას ჰქონ­და ამო­ცა­ნა, რომ ჩემ­თვის გული ეტ­კი­ნა, შე­მიძ­ლია და­ვუ­დას­ტუ­რო, რომ მან ამ მი­ზანს მი­აღ­წია - გული მატ­კი­ნა ნამ­დვი­ლად. თუ უნდა, რომ გა­მა­ჩუ­მოს, ეს ილუ­ზია მი­შა­საც ჰქონ­და და ვერ აუხ­და, ვერც ივა­ნიშ­ვი­ლის აუხ­დე­ბა. სა­ნამ ჩემი აზრი იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბის მოს­მე­ნა მო­უ­წევს", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჭო­რა­ო­ბაა ის ნა­წი­ლი, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­სა და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"რა­ღა­ცაა ჭო­რა­ო­ბაა. სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს და არ ვიცი რაზე სა­უბ­რობს. რაზე ილა­პა­რა­კა სა­ერ­თოდ, რა შუ­ა­შია ან რაში დას­ჭირ­და?!", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

"გია ხუ­ხაშ­ვი­ლი არის უნი­ჭო ექ­სპერ­ტი, არაფ­რის ანა­ლი­ზის უნა­რი მა­გას არ ჰქო­ნია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნი­შილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი პო­ზი­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს.

„მან ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­ა­რა. ძა­ლი­ან ცუ­დად მო­იქ­ცა ჩვენ­თან და დიდი ხა­ნია ჩემ­თან აღარ მო­ეს­ვლე­ბა. სა­დაც კი შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლას მი­ე­კედ­ლა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩემი აზ­რით, „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან“ გა­ფორმ­და. მე არ ვიცი, ხელ­ფასს უხ­დი­ან თუ არა, მაგ­რამ პო­ზი­ცი­ას, რა­საც ის დღეს იჭერს, ერთი ერ­თზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. ერთი პე­რი­ო­დი მა­გას ილუ­ზია ჰქონ­და, რომ თვი­თონ მარ­თავ­და ყვე­ლა პრო­ცესს. ამ დროს მა­გის გა­მო­ნათ­ქვა­მებს რომ ვიხ­სე­ნებ, არაფ­რის ანა­ლი­ზის უნა­რი მა­გას არ ჰქო­ნია", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ავტორი:

ხუხაშვილის პასუხი ივანიშვილს - "თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი"

ხუხაშვილის პასუხი ივანიშვილს - "თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი"

ბიძინა ივანიშვილი თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი და რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად?!, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რომ მოდიან, შემდეგ სხვა პრიზმაში უყურებენ ადამიანებს.

"არ ვაპირებ კომენტირებას შეფასებით ნაწილში. ჭორაობაში ვერ შევყვები. რაც შეეხება ჩემს უნიჭობას, ტრაგიკომიკური ის არის, რომ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან საყვარელი და მისი პირადი მეგობარი ვიყავი. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რომ მოდიან, შემდეგ სხვა პრიზმაში უყურებენ ადამიანებს და აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვყოფილვარ. ჯობია თავის გარემოცვაში მიმოიხედოს და „ნაციონალებსაც“ და ფულის ამღებებსაც იქ დაინახავს. ჩემსკენ არც ერთი და არც მეორე მიმართულებით ხელის გამოშვერა არ არის სწორი საქციელი და მან მშვენივრად იცის. თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია? ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი და რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად?!", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხუხაშვილმა გადაკვეთა წითელი ხაზი, როდესაც თქვა, რომ ივანიშვილს აღარ თვლის ლიდერად და ის ცდილობს ძალისმიერად შეინარჩუნოს სისტემა.

"ბუნებრივია ეს მტკივნეულად მიიღო და გახდა კატალიზატორი ამ რეაქციის. მე შესაძლოა გადაკვეთე წითელი ხაზი, თუმცა, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, აქ პირადი სენტიმენტები უკანა ხაზზე გადადის. თუ მას ჰქონდა ამოცანა, რომ ჩემთვის გული ეტკინა, შემიძლია დავუდასტურო, რომ მან ამ მიზანს მიაღწია - გული მატკინა ნამდვილად. თუ უნდა, რომ გამაჩუმოს, ეს ილუზია მიშასაც ჰქონდა და ვერ აუხდა, ვერც ივანიშვილის აუხდება. სანამ ჩემი აზრი იქნება საინტერესო, ჩემი მოსაზრებების მოსმენა მოუწევს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ჭორაობაა ის ნაწილი, სადაც ივანიშვილი ლევან გაჩეჩილაძესა და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს.

"რაღაცაა ჭორაობაა. საერთოდ არ მახსოვს და არ ვიცი რაზე საუბრობს. რაზე ილაპარაკა საერთოდ, რა შუაშია ან რაში დასჭირდა?!", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

"გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის დღევანდელი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს.

„მან ყველგან ყველაფერი მოიარა. ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან და დიდი ხანია ჩემთან აღარ მოესვლება. სადაც კი შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, „ნაციონალებთან“ გაფორმდა. მე არ ვიცი, ხელფასს უხდიან თუ არა, მაგრამ პოზიციას, რასაც ის დღეს იჭერს, ერთი ერთზე „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ერთი პერიოდი მაგას ილუზია ჰქონდა, რომ თვითონ მართავდა ყველა პროცესს. ამ დროს მაგის გამონათქვამებს რომ ვიხსენებ, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები