მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ქალი, რომლის შვილის გატაცების საქმეშიც, 14 წლის წინ სავარუდოდ, იაგო ნებიერიძე ფიგურირებდა
რას ჰყვება ქალი, რომლის შვილის გატაცების საქმეშიც, 14 წლის წინ სავარუდოდ, იაგო ნებიერიძე ფიგურირებდა

9 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 14 წლის წინ, სხვა ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და, თუმ­ცა მის­თვის გა­მო­ძი­ე­ბას ბრა­ლი არ წა­უ­ყე­ნე­ბია. ამის შე­სა­ხებ შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის დედა, ხა­თუ­ნა ბერ­ძნიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა. მისი თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლი ი.ნ. მა­შინ მათ­თან ავ­ტო­ფა­რეხ­ში მუ­შა­ობ­და.

"ჩემი შვი­ლი 14 წლის წინ გა­უ­ჩი­ნარ­და. 11-წლის იყო. ეზო­დან გა­იყ­ვა­ნეს და ახალ­ბა­ღის­კენ წა­იყ­ვა­ნეს. ეს პი­როვ­ნე­ბა, სწო­რედ, ჩემი შვი­ლის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და. მა­შინ წე­რი­ლი შე­მოგ­ვიგ­დეს სახ­ლში, თქვენ შვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 20 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­დე­თო. ჩვენ ეჭვი მი­ვი­ტა­ნეთ მას­ზე. მუ­შა­ობ­და ჩვენს ავ­ტო­ფა­რეხ­ში, ჩემ შვილ­თან ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. მას გა­ტა­ცე­ბა ვერ და­უმ­ტკიც­და. თუმ­ცა, სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და გა­მო­ძალ­ვა­ზე" - აცხა­დებს ხა­თუ­ნა ბერ­ძნიშ­ვი­ლი.

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე წლე­ბის წინ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­შიც იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. მა­შინ­დე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი და­კა­ვე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ცე­მის ფაქ­ტზე გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას საქ­მის მოკ­ვლე­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავ­და. 2004 წლის 10 დე­კემ­ბერს შიდა ქარ­თლში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი არა­ყიშ­ვილ­მა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში სას­ტი­კად ნა­ცე­მი ნახა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2004 წელს მე­დი­ა­შიც გავ­რცელ­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ზე დაყ­რდნო­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, გორ­ში 25 ოქ­ტომ­ბერს, შუ­ა­დღი­სას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 8 წლის გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბავ­შვის ცხე­და­რი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წმინ­და წყლის და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ხეს, მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პი­რას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გო­გო­ნას სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გორ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. ცოტა ხნის წინ უწყე­ბამ და­კა­ვე­ბის კად­რე­ბიც გა­ავ­რცე­ლა. 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რას ჰყვება ქალი, რომლის შვილის გატაცების საქმეშიც, 14 წლის წინ სავარუდოდ, იაგო ნებიერიძე ფიგურირებდა

რას ჰყვება ქალი, რომლის შვილის გატაცების საქმეშიც, 14 წლის წინ სავარუდოდ, იაგო ნებიერიძე ფიგურირებდა

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 14 წლის წინ, სხვა ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მისთვის გამოძიებას ბრალი არ წაუყენებია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედა, ხათუნა ბერძნიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, დაკავებული ი.ნ. მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა.

"ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11-წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე" - აცხადებს ხათუნა ბერძნიშვილი.

იაგო ნებიერიძე წლების წინ სახალხო დამცველის ანგარიშშიც იყო მოხსენიებული. მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართავდა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. ამის შესახებ ინფორმაცია 2004 წელს მედიაშიც გავრცელდა სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, გორში 25 ოქტომბერს, შუადღისას გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს, მდინარე ლიახვის ნაპირას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. ცოტა ხნის წინ უწყებამ დაკავების კადრებიც გაავრცელა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს