ავტორი:

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა - "იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას"

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა - "იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას"

გორში მოკლული 8 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებული იაგო ნებიერიძე წარსულში სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის დედამ განუცხადა.

როგორც ის ამბობს, მისმა შვილმა 9 წლიანი სასჯელი მოიხადა და ციხე 9 თვის წინ დატოვა.

"9 თვე არის, რაც გამოვიდა. ძალადობაზე და ტელეფონის წართმევაზე იყო მსჯავრდებული. ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობაც გამოვიდა მერე. ვიღაც ქალბატონს წაართვა ტელეფონი. გუშინ 7-ს უკლდა წუთები რომ მოვიდა. სახლში იყო მის მერე, ღამის 12 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს. რა უნდა ეთქვა დანაშაულთან დაკავშირებით", - განაცხადა დაკავებულის დედამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლიდან მეხსიერების ბარათი ამოიღეს, რომელზეც სხვადასხვა ასაკის გოგონების ფოტოები იყო, დაკავებულის დედა ამბობს, რომ ეს ჩიპი მის შვილს ციხიდან გამოატანეს.

"ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო. მეც ეგრე ვიცი, რომ ციხიდან წამოღებული იყო ჩიპი - რომელი ბავშვების ფოტოები იყო, არ ვიცი. თვითონაც არ იცოდა, ვისი იყო. ვიღაცას ჩიპი ვათხოვე და გადმომიწერაო. აქ არაფერი არ ჩაუწერია მაგას. იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას", - განაცხადა დაკავებულის დედამ.

შეგახსენებთ, გორში 25 ოქტომბერს, შუადღისას გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს, მდინარე ლიახვის ნაპირას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. ცოტა ხნის წინ უწყებამ დაკავების კადრებიც გაავრცელა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია.

VIDEO: "9 თვე არის რაც გამოვიდა" - რას ამბობს გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის დედა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ