პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრანიუსის" ჟურნალისტი ივანიშვილს - რატომ არ იშორებთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ პარტიას?
"პალიტრანიუსის" ჟურნალისტი ივანიშვილს - რატომ არ იშორებთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ პარტიას?

უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი კა­ცია, ვინც ჩემ­თან ლა­ღად შე­მო­დის იმი­ტომ, რომ არას­დროს სა­თა­ვი­სოდ არ გა­ა­ფე­რა­დებს, ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი კა­ცია... ყვე­ლა სი­ტყვა­ზე რომ წით­ლდე­ბა, ასე­თი უმ­წიკ­ვლო ადა­მი­ა­ნია, - ასე უპა­სუ­ხა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტის, ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლის შე­კი­თხვას ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ასე­ვე იმის თა­ო­ბა­ზე, რა­ტომ არ იშო­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შავ ლა­ქად გას­დე­ვენ მმარ­თველ გუნდს და რო­მელ­თა გა­მოც პარ­ტია ნდო­ბას კარ­გავს.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის­გან და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­მარ­თლეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეჭ­ვე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ აღ­ნიშ­ნულ პი­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ შე­საძ­ლოა, კომ­პრო­მა­ტე­ბი ჰქონ­დეთ ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ველ პი­რებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებ­დეთ.

"დღეს ძა­ლი­ან ბევ­რს კი­თხუ­ლო­ბენ, რა­ტომ არ იშო­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ისეთ ადა­მი­ა­ნებს გვერ­დი­დან, რომ­ლე­ბიც შავ ლა­ქად გას­დე­ვენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და რო­მელ­თა გა­მოც ნდო­ბას კარ­გავს პარ­ტია. არ­სე­ბობს ერთი ვა­რი­ან­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის კომ­პრო­მა­ტე­ბის მსხვერ­პლი, ანუ ამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ კომ­პრო­მა­ტე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ან არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - ეს არის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. უშუ­ა­ლოდ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი - თქვე­ნი დე­ი­დაშ­ვი­ლი და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე არი­ან ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი და ეს თქვენ გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ფერ­ხებთ, რომ ჩა­მო­ი­ცი­ლოთ გვერ­დი­დან", - მი­მარ­თა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

შე­კი­თხვა­ზე სა­პა­სუ­ხოდ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა: "უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი კა­ცია, ვინც ჩემ­თან ლა­ღად შე­მო­დის იმი­ტომ, რომ არას­დროს სა­თა­ვი­სოდ არ გა­ა­ფე­რა­დებს და ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი კა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ყვე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავს, რომ არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თოთ. მე ჩემს ძმებს და ნა­თე­სა­ვებს, მათ რი­ცხვში უჩა­საც, ჩე­მით და­ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბით და არა სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე. თუ უჩა მე­გობ­რობს ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან, ეს არა­ვი­თა­რი სა­ბუ­თი არ არის ჩემ­თვის იმის­თვის, რომ მე რა­ღაც... ფა­ცხა­ლა­ძეს აქვს თა­ვი­სი ის­ტო­რია, ის იყო გუნ­დის წევ­რი, იყო მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი. ახლა ხუთი წე­ლია ბიზ­ნეს­შია. მას აქვს პრობ­ლე­მე­ბი, რაც იცით, მაგ­რამ მა­მა­ცაშ­ვილს ბევ­რს ატ­რი­ა­ლე­ბენ ძა­ლი­ან და ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლია თვი­თონ, რომ არ და­გი­მა­ლოთ. ყვე­ლა სი­ტყვა­ზე რომ წით­ლდე­ბა ასე­თი უმ­წიკ­ვლო ადა­მი­ა­ნია", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"პალიტრანიუსის" ჟურნალისტი ივანიშვილს - რატომ არ იშორებთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ პარტიას?

"პალიტრანიუსის" ჟურნალისტი ივანიშვილს - რატომ არ იშორებთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ პარტიას?

უჩა მამაცაშვილი ჩემი ნათესავებიდან ერთადერთი კაცია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის იმიტომ, რომ არასდროს სათავისოდ არ გააფერადებს, ძალიან წესიერი კაცია... ყველა სიტყვაზე რომ წითლდება, ასეთი უმწიკვლო ადამიანია, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა "პალიტრანიუსის" ჟურნალისტის, ემა ტუხიაშვილის შეკითხვას ნათესავებისა და ასევე იმის თაობაზე, რატომ არ იშორებს „ქართული ოცნება“ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ მმართველ გუნდს და რომელთა გამოც პარტია ნდობას კარგავს.

ემა ტუხიაშვილი ივანიშვილისგან დაინტერესდა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს საზოგადოების ეჭვები იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ პირებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ შესაძლოა, კომპრომატები ჰქონდეთ ან ხელისუფლების პირველ პირებთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდეთ.

"დღეს ძალიან ბევრს კითხულობენ, რატომ არ იშორებს "ქართული ოცნება" ისეთ ადამიანებს გვერდიდან, რომლებიც შავ ლაქად გასდევენ „ქართულ ოცნებას“ და რომელთა გამოც ნდობას კარგავს პარტია. არსებობს ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი არის კომპრომატების მსხვერპლი, ანუ ამ ადამიანებს აქვთ კომპრომატები ივანიშვილის წინააღმდეგ ან არის მეორე ვარიანტი - ეს არის მეგობრული ურთიერთობები. უშუალოდ ფარცხალაძესთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომ უჩა მამაცაშვილი - თქვენი დეიდაშვილი და ოთარ ფარცხალაძე არიან ძალიან ახლო მეგობრები და ეს თქვენ გარკვეულწილად გაფერხებთ, რომ ჩამოიცილოთ გვერდიდან", - მიმართა "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს.

შეკითხვაზე საპასუხოდ ყოფილმა პრემიერმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა: "უჩა მამაცაშვილი ჩემი ნათესავებიდან ერთადერთი კაცია, ვინც ჩემთან ლაღად შემოდის იმიტომ, რომ არასდროს სათავისოდ არ გააფერადებს და ძალიან წესიერი კაცია. რაც შეეხება ნათესავებთან დამოკიდებულებას, ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ არც ერთ შემთხვევაში არაფერი არ გაუკეთოთ. მე ჩემს ძმებს და ნათესავებს, მათ რიცხვში უჩასაც, ჩემით დავეხმარები, მაგრამ არა ხელისუფლებით და არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ უჩა მეგობრობს ფარცხალაძესთან, ეს არავითარი საბუთი არ არის ჩემთვის იმისთვის, რომ მე რაღაც... ფაცხალაძეს აქვს თავისი ისტორია, ის იყო გუნდის წევრი, იყო მთავარი პროკურორი. ახლა ხუთი წელია ბიზნესშია. მას აქვს პრობლემები, რაც იცით, მაგრამ მამაცაშვილს ბევრს ატრიალებენ ძალიან და ძალიან შეწუხებულია თვითონ, რომ არ დაგიმალოთ. ყველა სიტყვაზე რომ წითლდება ასეთი უმწიკვლო ადამიანია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები