საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოხვდა 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2004 წელს ომბუდსმენის ანგარიშში
რატომ მოხვდა 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2004 წელს ომბუდსმენის ანგარიშში

გორ­ში, 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ი.ნ, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, წლე­ბის წინ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

მა­შინ­დე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი და­კა­ვე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ცე­მის ფაქ­ტზე გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას საქ­მის მოკ­ვლე­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავ­და. 2004 წლის 10 დე­კემ­ბერს შიდა ქარ­თლში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი არა­ყიშ­ვილ­მა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში სას­ტი­კად ნა­ცე­მი ნახა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2004 წელს მე­დი­ა­შიც გავ­რცელ­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ზე დაყ­რდნო­ბით.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­ში და­კა­ვე­ბულ­თა წა­მე­ბა გრძელ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრესს" სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში გა­ნუ­ცხა­დეს, 10 დე­კემ­ბერს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შიდა ქარ­თლში გი­ორ­გი არა­ყიშ­ვილ­მა დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რის შე­მოწ­მე­ბი­სას გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი, სას­ტი­კად ნა­ცე­მი 20 წლის იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე აღ­მო­ა­ჩი­ნა.

რო­გორც ნე­ბი­ე­რი­ძე აცხა­დებს, პო­ლი­ცი­ამ იგი ჯერ ბი­ნა­ში და­კა­ვე­ბი­სას სცე­მა, მერე - გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ კი - პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, გა­მომ­ძი­ე­ბელ ცე­ცხლა­ძის კა­ბი­ნეტ­ში აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

ასევე დაგაინტერესებთ
13:04 / 26-10-2018

"სავარაუდოდ, ბავშვის ცხედრის წყალში გადაგდება უნდოდა..." - ახალი დეტალები 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში

13:27 / 26-10-2018

მოკლული გოგონას ბაბუა - "დაკავებული, სავარაუდოდ, პედოფილია - სახალხოდ უნდა დავწვათ!"

15:01 / 26-10-2018

შსს 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

15:18 / 26-10-2018

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა - "იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას"

20:10 / 26-10-2018

იაგო ნებიერიძის ადვოკატი - "იაგომ მითხრა, ყაჩაღობისა თუ გამოძალვის მუხლით ვიყავი გასამართლებულიო"

15:01 / 27-10-2018

როგორ გამოვიდა ციხიდან 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც 18 წელი ჰქონდა მისჯილი?

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ცე­ცხლა­ძე და ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ე­მუქრნენ და­კა­ვე­ბულს, რომ მისი ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სას­ტი­კად გა­უს­წორ­დე­ბოდ­ნენ.

და­კა­ვე­ბულს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გა­მო­ძა­ხე­ბულ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი საქ­მის გა­და­უ­დე­ბელ გა­მო­ძი­ე­ბას და დამ­ნა­შა­ვე ძა­ლო­ვა­ნე­ბის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას მო­ი­თხოვს" - აღ­ნიშ­ნუ­ლია 2004 წელს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

25 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია. ის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, გორ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რატომ მოხვდა 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2004 წელს ომბუდსმენის ანგარიშში

რატომ მოხვდა 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2004 წელს ომბუდსმენის ანგარიშში

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ, რომელიც წარსულში ნასამართლევია, წლების წინ სახალხო დამცველის ანგარიშში იყო მოხსენიებული.

მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართავდა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. ამის შესახებ ინფორმაცია 2004 წელს მედიაშიც გავრცელდა სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით.

"სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, გორში დაკავებულთა წამება გრძელდება. როგორც "ინტერპრესს" სახალხო დამცველის ოფისში განუცხადეს, 10 დეკემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლში გიორგი არაყიშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორის შემოწმებისას გორის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული, სასტიკად ნაცემი 20 წლის იაგო ნებიერიძე აღმოაჩინა.

როგორც ნებიერიძე აცხადებს, პოლიციამ იგი ჯერ ბინაში დაკავებისას სცემა, მერე - გორის შს სამმართველოში, შემდეგ კი - პროკურატურაში, გამომძიებელ ცეცხლაძის კაბინეტში აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, გამომძიებელი ცეცხლაძე და ცემაში მონაწილე პოლიციელები დაემუქრნენ დაკავებულს, რომ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის გახმაურების შემთხვევაში სასტიკად გაუსწორდებოდნენ.

დაკავებულს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარდა, თუმცა სხეულის დაზიანების ფაქტი სახალხო დამცველის მიერ გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა დააფიქსირეს. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საქმის გადაუდებელ გამოძიებას და დამნაშავე ძალოვანების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს" - აღნიშნულია 2004 წელს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 ოქტომბერს, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია. ის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს