პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ხალვაში ზურაბიშვილის შეხვედრაზე სიმღერის გამო, ტელევიზიიდან გაათავისუფლეს - რას ამბობს მომღერალი
სოფო ხალვაში ზურაბიშვილის შეხვედრაზე სიმღერის გამო, ტელევიზიიდან გაათავისუფლეს - რას ამბობს მომღერალი

მას შემ­დეგ რაც, მომ­ღე­რალ­მა და აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა სოფო ხალ­ვაშ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­მა­ჯა­მე­ბელ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ღე­რა, მის მი­მართ დის­ციპ­ლი­ნუ­რი საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, გია ქარ­ცი­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მა­უ­წყებ­ლის ნე­ბის­მი­ერ თა­ნამ­შრო­მელს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეკ­რძა­ლე­ბა და სოფო ხალ­ვა­ში სამ­სა­ხუ­რი­დან დრო­ე­ბით ამი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

VIDEO: "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო აქ არის" - ვინ უმ­ღე­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხალ­ვა­ში არამ­ხო­ლოდ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, არა­მედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­სა­ჭე­რად მომ­ზა­დე­ბულ მუ­სი­კა­ლურ კლიპ­შიც - "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო აქ არის", მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და.

- სოფო, ცნო­ბი­ლი გახ­და რომ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­გა­თა­ვი­სუფ­ლეს. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვენ­თვის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. „ფე­ის­ბუ­ქის“ პოს­ტი­დან გა­ვი­გე, რომ დი­ლის გა­და­ცე­მი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. დიდი ხა­ნია აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ და არა­ერ­თხელ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და სამ­სა­ხუ­რი­დან არა­ვის გა­ვუ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ვარ. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მე ვმუ­შა­ობ, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, მე არ ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც მინ­და და სა­დაც მინ­და, იქ და­ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს პო­ზი­ცი­ას.

ეს არის ჩემი და ჩემი ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი­სად­მი, რო­მელ­საც ვა­ფიქ­სი­რებ ჩემი საქ­მით და ასე ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას.

- და­გი­კავ­შირ­დათ ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა?

- და­მი­რე­კეს ცოტა ხნის წინ და შეხ­ვედ­რა­ზე შევ­თან­ხმდით, მი­თხრეს, რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი გა­ვი­ა­რო­თო, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი რა დე­ტა­ლე­ბი უნდა გა­ვი­ა­როთ. ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი ჩემს სიმ­ღე­რას ეს ამ­ბა­ვი თუ მოყ­ვე­ბო­და.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, დაბ­რუნ­დეთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, დაბ­რუნ­დე­ბით?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს გეტვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

სოფო ხალვაში ზურაბიშვილის შეხვედრაზე სიმღერის გამო, ტელევიზიიდან გაათავისუფლეს - რას ამბობს მომღერალი

სოფო ხალვაში ზურაბიშვილის შეხვედრაზე სიმღერის გამო, ტელევიზიიდან გაათავისუფლეს - რას ამბობს მომღერალი

მას შემდეგ რაც, მომღერალმა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა სოფო ხალვაშმა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა, მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, გია ქარცივაძის განცხადებით, მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება და სოფო ხალვაში სამსახურიდან დროებით ამიტომ გაათავისუფლეს.

VIDEO: "ჩვენი საქართველო აქ არის" - ვინ უმღერა სალომე ზურაბიშვილს

აღსანიშნავია, რომ ხალვაში არამხოლოდ სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, არამედ "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად მომზადებულ მუსიკალურ კლიპშიც - "ჩემი საქართველო აქ არის", მიიღო მონაწილეობა.

AMBEBI.GE კომენტარისთვის მომღერალს დაუკავშირდა.

- სოფო, ცნობილი გახდა რომ სამსახურიდან გაგათავისუფლეს. მოულოდნელი იყო თქვენთვის აჭარის ტელევიზიის ეს გადაწყვეტილება?

- ნამდვილად მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება. „ფეისბუქის“ პოსტიდან გავიგე, რომ დილის გადაცემიდან გამათავისუფლეს. დიდი ხანია აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ვარ და არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში და სამსახურიდან არავის გავუთავისუფლებივარ. ამ ტელევიზიაში მე ვმუშაობ, როგორც მომღერალი, მე არ ვარ ჟურნალისტი და შესაბამისად, როგორც მინდა და სადაც მინდა, იქ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას.

ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილისადმი, რომელსაც ვაფიქსირებ ჩემი საქმით და ასე ვემსახურები ჩემს ქვეყანას.

- დაგიკავშირდათ ტელევიზიის წარმომადგენლობა?

- დამირეკეს ცოტა ხნის წინ და შეხვედრაზე შევთანხმდით, მითხრეს, რაღაც დეტალები გავიაროთო, ჯერჯერობით არ ვიცი რა დეტალები უნდა გავიაროთ. ნამდვილად არ ვიცოდი ჩემს სიმღერას ეს ამბავი თუ მოყვებოდა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დაბრუნდეთ ტელევიზიაში, დაბრუნდებით?

- ჯერჯერობით ვერაფერს გეტვით.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს