ავტორი:

უზბეკეთის მოქალაქეს, რომელმაც ბათუმში 4 წლის გოგონა მოკლა, უვადო პატიმრობა მიესაჯა

უზბეკეთის მოქალაქეს, რომელმაც ბათუმში 4 წლის გოგონა მოკლა, უვადო პატიმრობა მიესაჯა

ივნისში, ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხება ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის დასახლებაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ახალგაზრდა ქალმა მეგობრის 4 წლის შვილი მოკლა.

მკვლელობაში ბრალდებული და მოკლული ბავშვის დედა უცხოეთის მოქალაქეები არიან და საქართველოში თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ბავშვის დედა თურქეთში იმყოფებოდა, როდესაც შვილი მოუკლეს და არასრულწლოვანი მეგობართან ჰყავდა დატოვებული.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე ს.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ქ.ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.მ. იმავე დღეს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში..

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ