ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ზე - ირაკლი სესიაშვილთან 100:0 წააგეს

ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ზე - ირაკლი სესიაშვილთან 100:0 წააგეს

თავდასხმად აღიქვეს ჩემი განცხადება და ცდილობენ დახურვის და მედიაზე ზეწოლის მუქარად გაყიდონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, 23 ოქტომბრის ინტერვიუში „რუსთავი 2-ზე“ საუბრისას მისი მხრიდან იყო „არა მუქარა, არამედ ის, რომ ელემენტარული სტანდარტები იყოს დაცული, განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს აუცილებლად, ტელევიზია არ უნდა იყოს ჩაკეტილი და ტელევიზია სიცრუეს არ უნდა აფრქვევდეს“.

„ამ შეხვედრამ პრაქტიკულად, დაასაბუთა ის, რაზეც მქონდა შეკითხვები პირველ რიგში, „რუსთავი 2“-თან, როდესაც ვაცხადებდი, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას მძევლად ჰყავს აყვანილი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღეს შეპყრობილი ზის მათ სიცრუეზე და ყიდულობს მათ სიცრუეს. ეს არ არის საზოგადოებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის კარგი.

თავდასხმად აღიქვეს და ცდილობენ დახურვის და მედიაზე ზეწოლის მუქარად გაყიდონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ ამოყარეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სახლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრზეც. მათ პრემიერ-მინისტრის მეზობლის ეზო აჩვენეს პრემიერ-მინისტრის ეზოს ნაცვლად. ისინი არც შეეკითხნენ ამ ადამიანებს, თუ ვისია, მათია თუ არა, არ გაუხსნიათ დეკლარაციები და სწორედ ამ სტანდარტის დაცვაზე ვსაუბრობდი. ატეხეს აჟიოტაჟი, აი, ნახეთ, როგორი კორუფციაა და როგორი სასახლეები აქვთო ნაცვლად იმისა, რომ მათთვის კითხვები დაესვათ, ვისი სასახლეებიც გადაიღეს. ლევან იზორია და მანანა კობახიძე თავად დაუკავშირდნენ კომენტარის გასაკეთებლად „რუსთავი 2-ს“, თუმცა უარი უთხრეს. დიდი ზეწოლისა და თხოვნის შემდგომ, როდესაც ნახეს ჯგუფური დამოკიდებულება სახლების მფლობელების, მათ შეარჩიეს მათთვის საუკეთესო რესპონდენტი სესიაშვილი, რომელიც ტელევიზიაშიც არ მიიყვანეს, ისე ჩართეს. ნახეთ, რამდენი კაცი დახვდა და როგორ ექცეოდნენ, მაინც 100:0 წააგეს. სესიაშვილმა აბსოლუტურად დაასაბუთა საიდან და როგორ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქალბატონი კვესიტაძე ცდილობდა ჩემთვის დაესვა ეს შეკითხვები, ნაცვლად იმისა, რომ მათთვის ეკითხა. მე არ ვიყავი და არ ვარ ვალდებული, რომ „ქართული ოცნების“ ყველა წევრის დეკლარაცია ვიცოდე. მე ვალდებული ვარ, ისევე როგორც მთლიანად ხელისუფლება, რომ რეაგირება მოვახდინოთ თუ ეჭვი იქნება კორუფციის“, - განაცხადა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები