კომერციულ ბანკებში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა. ეროვნული ბანკის 2018 წლის სექტემბრის სტატისტიკური მონაცემებით ეროვნული ვალუტით გაცემული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო მოცულობამ 4,2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,3 მლრდ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის სექტემბერში უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობამ 2,9 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ფიზიკურ პირებზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობაც. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში მთლიანად გაცემული იყო 2,7 მლრდ ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი გაცემული იყო 1,8 მლრდ ლარი. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ კი 0,3 მლრდ ლარით მოიმატა. განაგრძეთ კითხვა