საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მოწყენილი ვარ..." - "ფეისბუქზე" ვრცელდება მოკლული 8 წლის გოგონას წერილი
"როცა მოწყენილი ვარ..." - "ფეისბუქზე" ვრცელდება მოკლული 8 წლის გოგონას წერილი

გორ­ში, 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.ნ. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, გორ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძეს, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ­ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში კვლავ გრძელ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ 8 წლის ნანა ბე­რი­აშ­ვი­ლი გუ­შინ შუ­ა­დღი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. გო­გო­ნა სკო­ლი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­და და მერე კვლავ სკო­ლა­ში, ცეკ­ვის წრე­ზე უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ის გზი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბავ­შვის ცხე­და­რი მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პი­რას იპო­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "სის­ხლის კვა­ლი იყო, ძაღ­ლმა აიღო სუნი" - რას ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გორ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით

"ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცელ­დე­ბა სას­კო­ლო რვე­ულ­ში ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­საც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას სა­ხე­ლი და გვა­რი აქვს მი­წე­რი­ლი. წე­რი­ლი გო­რის მე­ხუ­თე სა­ჯა­როს სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა ცირა ხუ­ბუ­ლურ­მა გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას პე­და­გო­გია.

8 წლის გო­გო­ნა თხზუ­ლე­ბა­ში, სა­ხე­ლად "როცა მო­წყე­ნი­ლი ვარ..." გარ­დაც­ვლილ ბი­ძა­ზე წერს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გო­გო­ნას დე­დის ძმა, რო­მე­ლიც 30 წლამ­დე ასა­კის იყო, ერთი წლის წინ კას­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას პე­და­გო­გი ცირა ხუ­ბუ­ლუ­რი აღ­საზ­რდე­ლის შე­სა­ხებ წერს: "რით ვა­ნუ­გე­შოთ დე­და­შე­ნი? ჩემო უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო! ბრძენს ვე­ძახ­დი, ისე­თი აზ­რე­ბი მოს­დი­ო­და ლა­მაზ თავ­ში, კლას­ში ლი­დე­რი იყო, ახ­ლაც სკო­ლა­ში შე­ჯიბ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ტვი­ნე­ბის ბრძო­ლა და ნა­ნი­კო კა­პი­ტა­ნი იყო გუნ­დის! დიდი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და მე-5 სკო­ლამ! ყვე­ლამ ერ­თად გა­მო­ვი­ძი­ოთ და ვი­პო­ვოთ ის არა­კა­ცი!" - წერს პე­და­გო­გი.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"როცა მოწყენილი ვარ..." - "ფეისბუქზე" ვრცელდება მოკლული 8 წლის გოგონას წერილი

"როცა მოწყენილი ვარ..." - "ფეისბუქზე" ვრცელდება მოკლული 8 წლის გოგონას წერილი

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

მკვლელობის მოტივი უცნობია. შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძეს, რომელიც მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობს, დეტალებზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში კვლავ გრძელდება.

ცნობილია, რომ 8 წლის ნანა ბერიაშვილი გუშინ შუადღისას გაუჩინარდა. გოგონა სკოლიდან სახლში დაბრუნდა და მერე კვლავ სკოლაში, ცეკვის წრეზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ის გზიდან გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირას იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: "სისხლის კვალი იყო, ძაღლმა აიღო სუნი" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გორში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

"ფეისბუქზე" ვრცელდება სასკოლო რვეულში ჩანაწერი, რომელსაც გარდაცვლილი გოგონას სახელი და გვარი აქვს მიწერილი. წერილი გორის მეხუთე საჯაროს სკოლის მასწავლებელმა ცირა ხუბულურმა გაავრცელა, რომელიც გარდაცვლილი გოგონას პედაგოგია.

8 წლის გოგონა თხზულებაში, სახელად "როცა მოწყენილი ვარ..." გარდაცვლილ ბიძაზე წერს. როგორც ცნობილია, გოგონას დედის ძმა, რომელიც 30 წლამდე ასაკის იყო, ერთი წლის წინ კასპის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

გარდაცვლილი გოგონას პედაგოგი ცირა ხუბულური აღსაზრდელის შესახებ წერს: "რით ვანუგეშოთ დედაშენი? ჩემო უნიჭიერესი გოგო! ბრძენს ვეძახდი, ისეთი აზრები მოსდიოდა ლამაზ თავში, კლასში ლიდერი იყო, ახლაც სკოლაში შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, ტვინების ბრძოლა და ნანიკო კაპიტანი იყო გუნდის! დიდი დანაკლისი განიცადა მე-5 სკოლამ! ყველამ ერთად გამოვიძიოთ და ვიპოვოთ ის არაკაცი!" - წერს პედაგოგი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო