ავტორი:

მოკლული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის ვაჟმა საუდის არაბეთი დატოვა

მოკლული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის ვაჟმა საუდის არაბეთი დატოვა

სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალური საკონსულოს შენობაში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ვაჟმა სალაჰ ხაშოგიმ საუდის არაბეთი დატოვა. ამის შესახებ CNN ხაშოგის ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

„სალაჰი, რომელსაც საუდის არაბეთის გარდა აშშ-ს მოქალაქეობაც აქვს, ვირჯინიის შტატში მცხოვრებ ნათესავებთან გაემგზავრა“, - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მას ქვეყნის დატოვების ნებართვა არ მისცა.

წარმოშობით საუდელი The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.

25 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიბმა აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარგანზრახული იყო. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"