პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქრონიკა" - 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული
"ქრონიკა" - 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული

„ქრო­ნი­კის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­ში, 8 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცია და­კა­ვე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ში გან­ცხა­დე­ბა ცოტა ხან­ში გა­კეთ­დე­ბა.

„ქრო­ნი­კის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი იმ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მუ­შა­ობ­და მუ­შად, სა­დაც ბავ­შვის სის­ხლის კვა­ლი იპო­ვეს.

შსს-ში გორ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა.

2010 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ სახ­ლი­დან გუ­შინ შუ­ა­დღი­სას გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გო­გო­ნას ცხე­და­რი მდი­ნა­რე ლი­ახ­ვის ნა­პირ­ზე იპო­ვეს. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა და­ი­წყო, რო­მელ­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, კახა სა­ბა­ნა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას უკვე აქვს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი:

"აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს. გა­მო­ძი­ე­ბას აქვს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი და ამა­ზე უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ვი­სა­უბ­რებთ" - გა­ნა­ცხა­და სა­ბა­ნა­ძემ.

ავტორი:

"ქრონიკა" - 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული

"ქრონიკა" - 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში განცხადება ცოტა ხანში გაკეთდება.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დაკავებული პირი იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა მუშად, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს.

შსს-ში გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

2010 წელს დაბადებული ნ.ბ სახლიდან გუშინ შუადღისას გავიდა და აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გოგონას ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიებას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები:

"აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ" - განაცხადა საბანაძემ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო