სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად ეთიოპიის ისტორიაში, ქვეყანას ქალი პრეზიდენტი ჰყავს - ის უკვე შეადარეს ინდირა განდის
პირველად ეთიოპიის ისტორიაში, ქვეყანას ქალი პრეზიდენტი ჰყავს - ის უკვე შეადარეს ინდირა განდის

ეთი­ო­პი­ის პარ­ლა­მენ­ტმა, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქალი პრე­ზი­დენ­ტი აირ­ჩია. საჰლე-ვორკ ზევ­დე­სი გა­მოც­დი­ლი დიპ­ლო­მა­ტია და პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე აფ­რი­კულ კავ­შირ­ში გა­ე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. თა­ვი­სი წარ­სუ­ლით, ხა­სი­ა­თის სიმ­ტი­კი­ცი­თა და თვი­სე­ბე­ბით, ის უკვე შე­ა­და­რეს ინ­დო­ე­თის ყო­ფილ პრე­მი­ერს ინ­დი­რა გან­დის...

მე­ო­რე ნა­წილ­მა კი იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ის არ და­ემ­სგავ­სე­ბა ეთი­ო­პი­ის ქალ იმ­პე­რა­ტორს ზა­უ­დი­ტუს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას 1916-1930 წლებ­ში მარ­თავ­და და რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შეძ­ლო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის 1984 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს სა­კუ­თა­რი დაც­ვის წევ­რებ­მა მოკ­ლეს.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­სას ეთი­ო­პი­ის ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე, მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ეთი­ო­პი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე ერთი კვი­რით ადრე მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტიც შეც­ვა­ლა, რო­მელ­შიც ნა­ხე­ვა­რი ად­გი­ლი ქა­ლებს უკა­ვი­ათ.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­როს­მა ფიტ­სუმ არე­გამ აღ­მიშ­ნა, რომ ეს არი სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი და "ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი ქალი იქ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კუ­თხით..."

პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე საჰლე-ვორკ ზევ­დე­სი გა­ე­რო-ში სხვა­დას­ხვა პოს­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და. გა­ე­რო­ში მუ­შა­ო­ბის წლებ­ში მა­ღა­ლი პოს­ტე­ბი ეჭი­რა აფ­რი­კის ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კებ­სა და ნა­ი­რო­ბი­ში, ასე­ვე იყო გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ან­ტო­ნიუ გუ­ტე­რე­შის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ზევ­დე­სი პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა, თუმ­ცა მას მე­ო­რე ვა­დით არ აირ­ჩე­ვენ. ცნო­ბის­თვის, ეთი­ო­პი­ა­ში უფრო მეტ ძა­ლა­უფ­ლე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფლობს.

ამის მი­უ­ხე­და­ვად ზევ­დეს­მა უკვე და­სა­ხა გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის წლებ­ში აპი­რებს მუ­შა­ო­ბას და ეს პირ­ველ რიგ­ში, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნა­ბარ უფ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბა.

"მინ­და დე­პუ­ტა­ტებს მივ­მარ­თო - ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი და ზო­გა­დად, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სა­კი­თხში თქვე­ნი პო­ზი­ცია და მხარ­დამ­ჭე­რა. ჩვენ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას მხო­ლოდ ახლა ვი­წყებთ. ახალ კა­ბი­ნეტ­ში უნდა იყოს ქა­ლის და მა­მა­კა­ცის პა­რი­ტე­ტე­ბი. ამი­ტო­მაც არის ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ქალი პრე­ზი­დენ­ტი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი და ეს შე­საძ­ლე­ბო­ბა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ... ასე­ვე, მე ვიქ­ნე­ბი იმ სამ­ყა­როს პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლის­თვი­საც მშვი­დო­ბა უმ­თავ­რე­სია" - გა­ნა­ცხა­და მან ინა­უ­გა­რა­ცი­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

ავტორი:

პირველად ეთიოპიის ისტორიაში, ქვეყანას ქალი პრეზიდენტი ჰყავს - ის უკვე შეადარეს ინდირა განდის

პირველად ეთიოპიის ისტორიაში, ქვეყანას ქალი პრეზიდენტი ჰყავს - ის უკვე შეადარეს ინდირა განდის

ეთიოპიის პარლამენტმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალი პრეზიდენტი აირჩია. საჰლე-ვორკ ზევდესი გამოცდილი დიპლომატია და პრეზიდენტობამდე აფრიკულ კავშირში გაეროს წარმომადგენელი იყო. თავისი წარსულით, ხასიათის სიმტიკიცითა და თვისებებით, ის უკვე შეადარეს ინდოეთის ყოფილ პრემიერს ინდირა განდის...

მეორე ნაწილმა კი იმედი გამოთქვა, რომ ის არ დაემსგავსება ეთიოპიის ქალ იმპერატორს ზაუდიტუს, რომელიც ქვეყანას 1916-1930 წლებში მართავდა და რომელმაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმების განხორციელება ვერ შეძლო. როგორც ცნობილია, ის 1984 წლის 31 ოქტომბერს საკუთარი დაცვის წევრებმა მოკლეს.

ინაუგურაციისას ეთიოპიის ახალმა პრეზიდენტმა ადამიანის უფლებების დაცვაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე მინისტრთა კაბინეტიც შეცვალა, რომელშიც ნახევარი ადგილი ქალებს უკავიათ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსმა ფიტსუმ არეგამ აღმიშნა, რომ ეს არი საუკეთესო არჩევანი და "ეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც მმართველი ქალი იქნება, რომელმაც ძალიან რთული გზა გაიარა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნების კუთხით..."

პრეზიდენტობამდე საჰლე-ვორკ ზევდესი გაერო-ში სხვადასხვა პოსტებზე მუშაობდა. გაეროში მუშაობის წლებში მაღალი პოსტები ეჭირა აფრიკის ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკებსა და ნაირობიში, ასევე იყო გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი.

ზევდესი პრეზიდენტის პოსტზე 6 წლის განმავლობაში იქნება, თუმცა მას მეორე ვადით არ აირჩევენ. ცნობისთვის, ეთიოპიაში უფრო მეტ ძალაუფლებას პრემიერ-მინისტრი ფლობს.

ამის მიუხედავად ზევდესმა უკვე დასახა გარკვეული გეგმები, რა მიმართულებითაც ის პრეზიდენტობის წლებში აპირებს მუშაობას და ეს პირველ რიგში, ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებებს შეეხება.

"მინდა დეპუტატებს მივმართო - ქალთა უფლებები და ზოგადად, გენდერული თანასწორობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხში თქვენი პოზიცია და მხარდამჭერა. ჩვენ ქალთა უფლებების მიმართულებით მუშაობას მხოლოდ ახლა ვიწყებთ. ახალ კაბინეტში უნდა იყოს ქალის და მამაკაცის პარიტეტები. ამიტომაც არის ჩემს ქვეყანაში ქალი პრეზიდენტი ისტორიული ფაქტი და ეს შესაძლებობა უნდა გამოვიყენოთ... ასევე, მე ვიქნები იმ სამყაროს პრეზიდენტი, რომლისთვისაც მშვიდობა უმთავრესია" - განაცხადა მან ინაუგარაციზე სიტყვით გამოსვლისას.

ეთიოპიის სამხედრო ძალებმა 42 შეიარაღებული პირი მოკლეს - მომხდარს წინ უძღოდა ეთნიკურ ნიადაგზე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა

"პრეზიდენტმა ერდოღანმა ვლადიმირ პუტინს შესთავაზა, "ექვსეულში" საქართველოც ყოფილიყო წარმოდგენილი" - რას წერს თურქული გამოცემა

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები გეგმავენ, 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის პარალელურად, ტრამპის ონლაინ ინაუგურაცია გამართონ