სპორტის სასახლეში გაიმართა სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი შეხვედრა მხარდამჭერებთან.
შეხვედრა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და სხვები.
"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ივანიშვილი სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად მივიდა, რასაც დამსწრე საზოგადოება აპლოდისმენტებით შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარები, მთავრობის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები - გარდაცვლილი ბიზნესმენის და მზია თორთლაძე და შვილიშვილი ლიზი მაღრაძე, ჯამლეტ ხუხაშვილი, ხათუნა ჟორდანია, მომღერლები - მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, აჩიკო მეფარიძე, რომა რცხილაძე, "პანჩო", "ქუჩის ბიჭები", "ალილო", "თეატრალური კვარტეტი" და სხვები.
ღონისძიების დასასრულს, დარბაზში მყოფი მომღერლები სცენაზე ავიდნენ და სიმღერა "ჩემი საქართველო აქ არის" შეასრულეს.