პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი უვადო პატიმრის უპრეცედენტო საქმე - მსჯავრდებულები საეჭვო განაჩენების გადასინჯვას მოითხოვენ
ორი უვადო პატიმრის უპრეცედენტო საქმე - მსჯავრდებულები საეჭვო განაჩენების გადასინჯვას მოითხოვენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში 75-მდე უვა­დო პა­ტი­მა­რია. ბევ­რი მათ­გა­ნის ის­ტო­რია უამ­რავ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მელ კი­თხვა­სა და ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­რე­მო­ე­ბებს შე­ი­ცავს. უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათი სას­ჯე­ლი სიკ­ვდი­ლის შე­ნე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა, ვი­ნა­ი­დან არ გა­აჩ­ნი­ათ არც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის იმე­დი და არც სა­ა­მი­სო რე­ა­ლუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი.

დღეს პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 57 მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­ი­წყა­ლა, მათ შო­რის არი­ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი პი­რე­ბიც, რო­მელ­თაც სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­დათ.

რა ვი­თა­რე­ბაა უვა­დო პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში და რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს მიდ­გო­მა მათ მი­მართ? - უვა­დო პა­ტიმ­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც AMBEBI.GE გი­ამ­ბობთ, ამ შე­კი­თხვებს თა­ვად გას­ცე­მენ პა­სუხს.

უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ნარ­კო­ტი­კის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით

მსჯავ­რდე­ბულ მალ­ხაზ თა­ლაკ­ვა­ძეს, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის მი­ე­სა­ჯა. რე­ა­ლუ­რად კი, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ბრალ­დე­ბა 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, თა­ლაკ­ვა­ძე წყალ­ტუ­ბო­ში მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და აფ­თი­ა­ქე­ბის ქსელს ფლობ­და. სწო­რედ ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს უკავ­ში­რე­ბენ მსჯავ­რდე­ბუ­ლი და მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნის და­კა­ვე­ბის ფაქტს. 2005 წელს მის ბი­ნა­ში სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი შე­ვი­და და ჩხრე­კის შე­დე­გად დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - ოპი­უ­მი ამო­ი­ღო. ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღიც.

ვი­ნა­ი­დან მალ­ხაზ თა­ლაკ­ვა­ძის მიერ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და, ის მხო­ლოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წილს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და 5-8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ე.ი. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მალ­ხაზ თა­ლაკ­ვა­ძე მი­ნი­მუმ 4 წლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი 2014 წელს ჟურ­ნალ "გზის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მისი სპე­ცო­პე­რა­ცი­ით აყ­ვა­ნის ფაქტს ასე იხ­სე­ნებ­და:

"დი­ლის 5 სა­ათ­ზე სახ­ლში თავს და­მესხნენ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი. თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის სოდ-ის ერ­თობ­ლივ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას სოდ-ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სი, ერეკ­ლე კო­დუა და მისი მო­ად­გი­ლე, კახა მი­სი­რე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ... პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა "კა­ლაშ­ნი­კო­ვი" ჩა­დეს ბავ­შვის პა­ტა­რა კა­რა­და­ში, სა­დაც ტან­საც­მე­ლი ეკი­და. ავ­ტო­მა­ტი არ ეტე­ო­და, ამი­ტომ პალ­ტო­ე­ბის ჩა­მო­სა­კი­დი მო­ამ­ტვრი­ეს და ია­რაღს ქურ­თუ­კე­ბი მი­ა­ყა­რეს. იქვე ჩა­დეს ერთი მჭი­დი და 30 ცალი ვაზ­ნა. სახ­ლს 3 სა­ათს ჩხრეკ­დნენ.

კო­დუ­ამ ჰკი­თხა პო­ლი­ცი­ე­ლებს - რა ქე­ნი­თო? როცა უთხრეს, - არა­ფე­რი­აო, მან მი­უ­თი­თა, - საქ­მეს მი­ხე­დე­თო. მივ­ხვდი, ახალ სი­ურპრიზს მიმ­ზა­დებ­დნენ. მარ­თლაც, ბავ­შვის სა­წოლ ოთახ­ში შე­ვიდ­ნენ და ტუმ­ბო­ზე ზე­მო­დან ოპი­უ­მი და­ყა­რეს. ოქ­მში ჩა­წე­რეს, ვი­თომ ტუმ­ბო­ში ნა­ხეს 44 თეთრ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკში მო­თავ­სე­ბუ­ლი შავი, პლას­ტი­ლი­ნის­მაგ­ვა­რი ნივ­თი­ე­რე­ბა. გი­ნე­ბა და ჩხუ­ბი და­ვი­წყე: რა­ტომ მღუ­პავთ, ამას რა­ტომ აკე­თებთ-მეთ­ქი? სა­სა­მარ­თლო­ზე წამ­ლის ჩამ­დებს მოწ­მემ ხე­ლიც და­ა­დო. რვა მოწ­მე (მე­ზობ­ლე­ბი) ადას­ტუ­რებს, რომ ნარ­კო­ტი­კი ჩა­მი­დეს (40 გრა­მი გა­და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ოპი­უ­მი, სა­ბო­ლო­ოდ, 1,5 გრა­მია). თა­ვი­ან­თი ჩა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის მუხ­ლი წა­მი­ყე­ნეს და უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს. არ არ­სე­ბობს პრე­ცე­დენ­ტი, პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბა-შე­ძე­ნის­თვის ვინ­მეს­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ. ჩხრე­კის ოქ­მზე ჩემს ნაც­ვლად გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, კახა ბა­დაშ­ვილ­მა მო­ა­წე­რა ხელი, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ კი და­ას­კვნა, ხელ­მო­წე­რა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი რომ იყო.

ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი ის არის, რომ 13 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ლა­მის გა­მი­გი­ჟეს. კო­დუ­ას ბრძა­ნე­ბით, მის თვალ­წინ და­მი­წყეს გი­ნე­ბა და ცემა - ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი და­მაგ­დეს ძირს და 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მირ­ტყამ­დნენ წიხ­ლებ­სა და ავ­ტო­მა­ტის კონ­დახს" - იხ­სე­ნებს თა­ლაკ­ვა­ძე "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სად გაქ­რა მსჯავ­რდე­ბუ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე?

გო­გი­ტა მჭედ­ლიშ­ვი­ლი ოცი წე­ლია სას­ჯელს რუს­თა­ვის მე­ექ­ვსე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის. 1998 წელს, 23 წლის ასაკ­ში, საბ­ჭო­თა სსკ-ით გა­ა­სა­მარ­თლეს, რაც მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წილს შე­ე­სა­ბა­მე­ბა (ორი ან ორზე მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დოდ აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბე­ბი­ი­სა და ორი შვი­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის საქ­მე ფაქ­ტობ­რი­ვად უპ­რე­ცე­დენ­ტოა, ვი­ნა­ი­დან პა­ტი­მა­რი სას­ჯელს ისე იხ­დის, რომ არ არ­სე­ბობს მისი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი - არ არ­სე­ბობს მსჯავ­რდე­ბუ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე.

2002 წელს მჭედ­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა საქ­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს და საქ­მის გა­და­სინ­ჯვა მო­ი­თხო­ვეს. უწყე­ბამ ად­ვო­კა­ტე­ბის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან ერ­თად თა­ვად საქ­მის მა­სა­ლე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცა. რო­დე­საც მსჯავ­რდე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თეს და დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ი­კი­თხეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ საქ­მე არ არ­სე­ბობ­და.

2006 წლის 14 ივ­ლისს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ში საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაქ­რო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყო. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე საქ­მე კვლავ ძი­ე­ბა­შია, თუმ­ცა ეს ერ­თა­დერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რისი მო­პო­ვე­ბაც ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა. უწყე­ბა სხვა კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ იუ­რის­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე, რო­მე­ლიც მსჯავ­რდე­ბულ მჭედ­ლიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს იცავს, გა­მოთ­ქვამს ეჭვს, რომ საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ა­ნად­გუ­რა.

"ეს საქ­მე გა­ა­ნად­გუ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რომ არ გამ­ხდა­რი­ყო ნა­თე­ლი, რო­გორ უნი­ჭოდ იყო „შე­კე­რი­ლი“. საქ­მის მა­სა­ლებ­ში ჩან­და, რომ ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც სა­სა­მარ­თლომ მა­შინ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა, იყო ირი­ბი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა - ერთი ადა­მი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ მას თა­ვად მსჯავ­რდე­ბულ­მა უამ­ბო, თუ რო­გორ და­ხო­ცა სამი პირი. ხომ აბ­სურ­დია, არა? თა­ნაც მოწ­მე იმ­თა­ვით­ვე აცხა­დებ­და, რომ მას ეს ჩვე­ნე­ბა პო­ლი­ცი­ამ გა­უ­საძ­ლი­სი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ა­ცე­მი­ნა.

ესეც რომ არ იყოს, რო­გორც იცით, 2015 წელს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ირი­ბი ჩვე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად და მას­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. ასე რომ, ეს ადა­მი­ა­ნი სას­ჯელს ფაქ­ტობ­რი­ვად უსა­მარ­თლოდ იხ­დის" - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ნო­ზა­ძემ.

უვა­დო პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას მსჯავ­რდე­ბულ­თა სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიდ­გო­მა მათ მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლია. ექ­სპერ­ტე­ბი ევ­რო­პულ პრაქ­ტი­კა­ზე სა­უბ­რო­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლომ გად­მო­ი­ღოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არ შე­იძ­ლე­ბა პი­როვ­ნე­ბის იძუ­ლე­ბა, სი­ცო­ცხლე ცი­ხე­ში და­ას­რუ­ლოს. რომ ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის პა­ტი­მარს უნდა მი­ე­ცეს ცხოვ­რე­ბის წე­სის სა­სი­კე­თოდ შეც­ვლის შან­სი და არ­ცერ­თი მათ­განს არ უნდა წა­ერ­თვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის იმე­დი.

„მსჯავ­რდე­ბულ­თა იურ­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი გია გე­ლა­ძე, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ყო­ფი­ლი უვა­დო პა­ტი­მა­რია, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში 2012 წლის „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის“ იმ ხარ­ვე­ზებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლებ­მაც უვა­დო პა­ტიმ­რე­ბი დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ­ნის­ტია სსკ-ის ისეთ მძი­მე მუხ­ლებს შე­ე­ხო რო­გო­რე­ბი­ცაა: 109-ე (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა) და 260-ედა 262-ე მუხ­ლე­ბის­მე-3 ნა­წი­ლე­ბი - ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბა. კა­ნო­ნის მე-16 მუხ­ლის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად, ამ მუხ­ლე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბულ პი­რებს, რო­მელ­თაც ვა­დი­ა­ნი სას­ჯე­ლი ჰქონ­დათ შე­ფარ­დე­ბუ­ლი, სას­ჯე­ლი 1/4-ით შე­უმ­ცირ­დათ. ხოლო ზუს­ტად იმა­ვე და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რდე­ბულ პი­რებს, რომ­ლებ­საც სა­სა­მარ­თლომ რა­ტომ­ღაც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ამ­ნის­ტია ფიქ­ტი­უ­რად კი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არ შე­ე­ხო.

ანუ სა­სა­მარ­თლომ უვა­დო პა­ტიმ­რებს გა­ნუ­ცხა­და, სას­ჯე­ლის 1/4-ით მო­გაკ­ლდათ, მაგ­რამ უვა­დო უვა­დოდ დარ­ჩაო. ამ­გვა­რი პა­რა­დოქ­სუ­ლი ფაქ­ტი იმან გა­მო­იწ­ვია, რომ არ იქნა გა­წე­რი­ლი, თუ რო­გორ მომ­ხდა­რი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მის გავ­რცე­ლე­ბა უვა­დო სას­ჯელ­ზე, რო­მელ­საც ზედა ზღვა­რი არ გა­აჩ­ნდა" - აღ­ნიშ­ნა გია გე­ლა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, უვა­დო პა­ტიმ­რე­ბის სას­ჯე­ლის გა­და­ხედ­ვის ძი­რი­თა­დი და ქმე­დი­თი მე­ქა­ნიზ­მი პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბაა. 2014 წლამ­დე უვა­დო პა­ტიმ­რის საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბო­და, თუ მას 25 წელი ჰქონ­და მოხ­დი­ლი, თუმ­ცა ოთხი წლის წინ შე­წყა­ლე­ბის აქ­ტში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვადა 15 წლამ­დე შემ­ცირ­და.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მი­ე­სალ­მე­ბი­ან ამ ცვლი­ლე­ბას, თუმ­ცა მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. საია-ს გან­ცხა­დე­ბით, ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ პრე­ზი­დე­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი კო­მი­სი­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო შეკ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ეს მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის დის­კრე­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზია.

„ვფიქ­რობთ, სას­ჯე­ლის გა­და­ხედ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­ჩე­ნა არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ან ორ­გა­ნოს დის­კრე­ცი­ა­ზე, ეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს კა­ნო­ნით. ამ­გვა­რად, სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში“ - მი­იჩ­ნე­ვენ ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში.

ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვლის მიდ­გო­მას მსჯავ­რდე­ბულ­თა მი­მართ და გა­ი­აზ­რებს, რომ პა­ტიმ­რებ­საც, ისე­ვე რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­აჩ­ნი­ათ უფ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბი სწო­რედ სა­ხელ­წი­ფომ უნდა შექ­მნას, უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლე­ბი იმე­დის ნა­პერ­წკალს ინარ­ჩუ­ნე­ბენ და ბოლო ხავსს ებღა­უ­ჭე­ბი­ან - მათ „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი“ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს. პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ დავა დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ თუ კი სა­სა­მარ­თლო ამ კა­ნონს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად მი­იჩ­ნევს და მას­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას და­ა­ვა­ლებს, ისი­ნი მზად არი­ან შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე იმუ­შა­ონ.

ავ­ტო­რი: თი­ნა­თინ ზვი­ა­და­ძე

ავტორი:

ორი უვადო პატიმრის უპრეცედენტო საქმე - მსჯავრდებულები საეჭვო განაჩენების გადასინჯვას მოითხოვენ

ორი უვადო პატიმრის უპრეცედენტო საქმე - მსჯავრდებულები საეჭვო განაჩენების გადასინჯვას მოითხოვენ

საქართველოში 75-მდე უვადო პატიმარია. ბევრი მათგანის ისტორია უამრავ პასუხგაუცემელ კითხვასა და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს შეიცავს. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილები მიიჩნევენ, რომ მათი სასჯელი სიკვდილის შენელებული ფორმაა, ვინაიდან არ გააჩნიათ არც გათავისუფლების იმედი და არც საამისო რეალური სამართლებრივი მექანიზმი.

დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებიც, რომელთაც სასჯელი შეუმცირდათ.

რა ვითარებაა უვადო პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საქართველოში და რამდენად სამართლიანია სახელმწიფოს მიდგომა მათ მიმართ? - უვადო პატიმრების ისტორიები, რომლის შესახებაც AMBEBI.GE გიამბობთ, ამ შეკითხვებს თავად გასცემენ პასუხს.

უვადო პატიმრობა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით

მსჯავრდებულ მალხაზ თალაკვაძეს, უვადო პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მიესაჯა. რეალურად კი, მოქმედი კანონმდებლობით ბრალდება 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, თალაკვაძე წყალტუბოში მაღაზიებისა და აფთიაქების ქსელს ფლობდა. სწორედ ბიზნესინტერესებს უკავშირებენ მსჯავრდებული და მისი უფლებადამცველები ბიზნესმენის დაკავების ფაქტს. 2005 წელს მის ბინაში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმი ამოიღო. ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღიც.

ვინაიდან მალხაზ თალაკვაძის მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტი არ ფიქსირდებოდა, ის მხოლოდ შეძენა-შენახვის მუხლით გაასამართლეს. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დანაშაული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილს მიეკუთვნება და 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ე.ი. მოქმედი კანონმდებლობით, მალხაზ თალაკვაძე მინიმუმ 4 წლის გათავისუფლებული უნდა იყოს.

მსჯავრდებული 2014 წელს ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში მისი სპეცოპერაციით აყვანის ფაქტს ასე იხსენებდა:

"დილის 5 საათზე სახლში თავს დამესხნენ სპეცრაზმელები. თბილისისა და ქუთაისის სოდ-ის ერთობლივ სპეცოპერაციას სოდ-ის იმჟამინდელი უფროსი, ერეკლე კოდუა და მისი მოადგილე, კახა მისირელი ხელმძღვანელობდნენ... პოლიციელებმა "კალაშნიკოვი" ჩადეს ბავშვის პატარა კარადაში, სადაც ტანსაცმელი ეკიდა. ავტომატი არ ეტეოდა, ამიტომ პალტოების ჩამოსაკიდი მოამტვრიეს და იარაღს ქურთუკები მიაყარეს. იქვე ჩადეს ერთი მჭიდი და 30 ცალი ვაზნა. სახლს 3 საათს ჩხრეკდნენ.

კოდუამ ჰკითხა პოლიციელებს - რა ქენითო? როცა უთხრეს, - არაფერიაო, მან მიუთითა, - საქმეს მიხედეთო. მივხვდი, ახალ სიურპრიზს მიმზადებდნენ. მართლაც, ბავშვის საწოლ ოთახში შევიდნენ და ტუმბოზე ზემოდან ოპიუმი დაყარეს. ოქმში ჩაწერეს, ვითომ ტუმბოში ნახეს 44 თეთრ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული შავი, პლასტილინისმაგვარი ნივთიერება. გინება და ჩხუბი დავიწყე: რატომ მღუპავთ, ამას რატომ აკეთებთ-მეთქი? სასამართლოზე წამლის ჩამდებს მოწმემ ხელიც დაადო. რვა მოწმე (მეზობლები) ადასტურებს, რომ ნარკოტიკი ჩამიდეს (40 გრამი გადაუმუშავებელი ოპიუმი, საბოლოოდ, 1,5 გრამია). თავიანთი ჩადებული ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მუხლი წამიყენეს და უვადო პატიმრობა მომისაჯეს. არ არსებობს პრეცედენტი, პირადი მოხმარება-შეძენისთვის ვინმესთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ. ჩხრეკის ოქმზე ჩემს ნაცვლად გამომძიებელმა, კახა ბადაშვილმა მოაწერა ხელი, ალტერნატიულმა ექსპერტიზამ კი დაასკვნა, ხელმოწერა გაყალბებული რომ იყო.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 13 წლის ქალიშვილი ლამის გამიგიჟეს. კოდუას ბრძანებით, მის თვალწინ დამიწყეს გინება და ცემა - ხელებშეკრული დამაგდეს ძირს და 2 საათის განმავლობაში მირტყამდნენ წიხლებსა და ავტომატის კონდახს" - იხსენებს თალაკვაძე "გზასთან" ინტერვიუში.

სად გაქრა მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმე?

გოგიტა მჭედლიშვილი ოცი წელია სასჯელს რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში იხდის. 1998 წელს, 23 წლის ასაკში, საბჭოთა სსკ-ით გაასამართლეს, რაც მოქმედი კანონმდებლობით 109-ე მუხლის მესამე ნაწილს შეესაბამება (ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობა) და თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს. ბებიისა და ორი შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის საქმე ფაქტობრივად უპრეცედენტოა, ვინაიდან პატიმარი სასჯელს ისე იხდის, რომ არ არსებობს მისი ბრალდების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი - არ არსებობს მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმე.

2002 წელს მჭედლიშვილის ადვოკატებმა საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო უზენაეს სასამართლოს მიმართეს და საქმის გადასინჯვა მოითხოვეს. უწყებამ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმის ხელახალი განხილვის გადაწყვეტილებასთან ერთად თავად საქმის მასალები პროკურატურას გადასცა. როდესაც მსჯავრდებულის უფლებადამცველებმა პროკურატურას მიმართეს და დოკუმენტები მოიკითხეს, აღმოჩნდა, რომ საქმე არ არსებობდა.

2006 წლის 14 ივლისს გენერალურ ინსპექციში საქმის მასალების გაქრობის ფაქტზე გამოძიება დაწყო. სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქმე კვლავ ძიებაშია, თუმცა ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რისი მოპოვებაც ამ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება. უწყება სხვა კომენტარს არ აკეთებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი დიმიტრი ნოზაძე, რომელიც მსჯავრდებულ მჭედლიშვილის ინტერესებს იცავს, გამოთქვამს ეჭვს, რომ საქმე პროკურატურამ გაანადგურა.

"ეს საქმე გაანადგურა პროკურატურამ, რომ არ გამხდარიყო ნათელი, როგორ უნიჭოდ იყო „შეკერილი“. საქმის მასალებში ჩანდა, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ მაშინ განაჩენი გამოიტანა, იყო ირიბი მოწმის ჩვენება - ერთი ადამიანი აცხადებდა, რომ მას თავად მსჯავრდებულმა უამბო, თუ როგორ დახოცა სამი პირი. ხომ აბსურდია, არა? თანაც მოწმე იმთავითვე აცხადებდა, რომ მას ეს ჩვენება პოლიციამ გაუსაძლისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიაცემინა.

ესეც რომ არ იყოს, როგორც იცით, 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ირიბი ჩვენება არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად და მასზე დაყრდნობით განაჩენის გამოტანა არ შეიძლება. ასე რომ, ეს ადამიანი სასჯელს ფაქტობრივად უსამართლოდ იხდის" - აღნიშნა დიმიტრი ნოზაძემ.

უვადო პატიმრების უფლებებზე საუბრისას მსჯავრდებულთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიდგომა მათ მიმართ დისკრიმინაციულია. ექსპერტები ევროპულ პრაქტიკაზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საქართველომ გადმოიღოს დემოკრატიული ევროპული ქვეყნების გამოცდილება, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება პიროვნების იძულება, სიცოცხლე ციხეში დაასრულოს. რომ ყველა კატეგორიის პატიმარს უნდა მიეცეს ცხოვრების წესის სასიკეთოდ შეცვლის შანსი და არცერთი მათგანს არ უნდა წაერთვას გათავისუფლების იმედი.

„მსჯავრდებულთა იურდიული დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი გია გელაძე, რომელიც თავადაც ყოფილი უვადო პატიმარია, AMBEBI.GE-სთან საუბარში 2012 წლის „ამნისტიის შესახებ კანონის“ იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებმაც უვადო პატიმრები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა.

„მოგეხსენებათ, ამნისტია სსკ-ის ისეთ მძიმე მუხლებს შეეხო როგორებიცაა: 109-ე (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა) და 260-ედა 262-ე მუხლებისმე-3 ნაწილები - ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღება. კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ამ მუხლებით გასამართლებულ პირებს, რომელთაც ვადიანი სასჯელი ჰქონდათ შეფარდებული, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ. ხოლო ზუსტად იმავე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც სასამართლომ რატომღაც უვადო პატიმრობა შეუფარდა, ამნისტია ფიქტიურად კი, მაგრამ რეალურად არ შეეხო.

ანუ სასამართლომ უვადო პატიმრებს განუცხადა, სასჯელის 1/4-ით მოგაკლდათ, მაგრამ უვადო უვადოდ დარჩაო. ამგვარი პარადოქსული ფაქტი იმან გამოიწვია, რომ არ იქნა გაწერილი, თუ როგორ მომხდარიყო აღნიშნული ნორმის გავრცელება უვადო სასჯელზე, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნდა" - აღნიშნა გია გელაძემ.

საქართველოს კანონმდებლობით, უვადო პატიმრების სასჯელის გადახედვის ძირითადი და ქმედითი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალებაა. 2014 წლამდე უვადო პატიმრის საქმის ხელახალი განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუ მას 25 წელი ჰქონდა მოხდილი, თუმცა ოთხი წლის წინ შეწყალების აქტში ცვლილება შევიდა და აღნიშნული ვადა 15 წლამდე შემცირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან ამ ცვლილებას, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის. საია-ს განცხადებით, ის გარემოება, რომ პრეზიდეტის ბრძანებულებით არ არის დადგენილი კომისიის სავალდებულო შეკრების ვალდებულება და ეს მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეციას წარმოადგენს, მნიშვნელოვანი ხარვეზია.

„ვფიქრობთ, სასჯელის გადახედვის შესაძლებლობის გაჩენა არ უნდა იყოს დამოკიდებული რომელიმე თანამდებობის პირის ან ორგანოს დისკრეციაზე, ეს გარანტირებული უნდა იყოს კანონით. ამგვარად, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სისხლის სამართლის კოდექსში“ - მიიჩნევენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ვიდრე სახელმწიფო ძირეულად შეიცვლის მიდგომას მსჯავრდებულთა მიმართ და გაიაზრებს, რომ პატიმრებსაც, ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებს, გააჩნიათ უფლებები, რომელთა დაცვის გარანტიები სწორედ სახელწიფომ უნდა შექმნას, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილები იმედის ნაპერწკალს ინარჩუნებენ და ბოლო ხავსს ებღაუჭებიან - მათ „ამნისტიის შესახებ კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. პარლამენტის წინააღმდეგ დავა დღემდე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ კი სასამართლო ამ კანონს დისკრიმინაციულად მიიჩნევს და მასში ცვლილების შეტანას დაავალებს, ისინი მზად არიან შესაბამისი ცვლილებების გატარებაზე იმუშაონ.

ავტორი: თინათინ ზვიადაძე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები