სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერების სენსაციური მიგნება და ქართველი ქალი, რომელიც სიბერის შენელებაზე მუშაობს
მეცნიერების სენსაციური მიგნება და ქართველი ქალი, რომელიც სიბერის შენელებაზე მუშაობს

მეც­ნი­ე­რებ­მა სი­ბე­რის და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი წლე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის გზას მი­აგ­ნეს. მკვლე­ვარ­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც ამ სა­კი­თხზე 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი თა­მარ ჭყო­ნი­აც არის, რო­მელ­საც Allnews.ge კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­გე­ბად და იმის გა­სარ­კვე­ვად და­უ­კავ­შირ­და მარ­თლა შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა.

თა­მარ ჭყო­ნია მე­ი­ოს კლი­ნი­კა­ში კო­გო­დის სა­ხე­ლო­ბის სი­ბე­რის ცენ­ტრში უკვე 11 წე­ლია მუ­შა­ობს და მო­ნა­წი­ლე­ობს კვლე­ვა­ში, რომ­ლის მთა­ვა­რი სა­გა­ნი სი­ბე­რის იმ მე­ქა­ნიზ­მე­ბის შეს­წავ­ლაა, რომ­ლე­ბიც წინ უს­წრებს და გა­ნა­პი­რო­ბებს და­ბე­რე­ბის პრო­ცესს.

"არის მთე­ლი რიგი კვლე­ვე­ბი რომ­ლებ­მაც აჩ­ვე­ნეს, რომ უჯრე­დულ დო­ნე­ზე მიმ­დი­ნა­რე და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სე­ბის ან მე­ქა­ნიზ­მე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რათა და­ვა­მუხ­რუ­ჭოთ, შე­ვა­ჩე­როთ ეს პრო­ცე­სე­ბი და გა­ვა­ხან­გრძლი­ვოთ არა მარ­ტო სი­ცო­ცხლე, რაც იყო კი­დეც სი­ბე­რის კვლე­ვის მი­ზა­ნი, არა­მედ ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი არის უფრო ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი და ჯან­სა­ღი, ანუ შევ­ზღუ­დოთ ის პე­რი­ო­დი რომ­ლის ატ­რი­ბუ­ტე­ბი არის მრა­ვა­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ასა­კობ­რი­ვი და­ძა­ბუ­ნე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვა. მარ­თა­ლია მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რეს­მა გა­ზარ­და სა­ერ­თოდ კა­ცობ­რი­ო­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, მაგ­რამ ამ გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ სი­ცო­ცხლეს თან ახ­ლავს მთე­ლი რიგი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა მე­ნე­ჯმენ­ტი მეც­ნი­ე­რე­ბამ შეძ­ლო, რაც რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვა უნდა გაგ­რძელ­დეს, იმი­ტომ რომ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი, აღვკვე­თეთ მთე­ლი რიგი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად კვლე­ვის მი­ზა­ნი არის ის, რომ გა­ვა­ხან­გრძლი­ვოთ პე­რი­ო­დი, სა­ნამ ადა­მი­ანს ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის პირ­ვე­ლი შე­ტე­ვა ექ­ნე­ბა",- გან­მარ­ტა თა­მარ ჭყო­ნი­ამ.

რა გზას მი­აგ­ნეს მკვლე­ვა­რებ­მა სი­ბე­რის და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი წლე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის­თვის?

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მკვლე­ვა­რებ­მა ე.წ სი­ნე­სენ­ტუ­რი უჯრე­დე­ბის ელი­მი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას მი­აგ­ნეს.

რა არის ე.წ სი­ნე­სენ­ტუ­რი უჯრე­დე­ბი და რა­ტომ არის სა­ჭი­რო ორ­გა­ნიზ­მის მათ­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა?

"სი­ნე­სენ­ტუ­რი უჯრე­დე­ბი არის უჯრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში სხვა­დას­ხვა სტრე­სის სა­პა­სუ­ხოდ ჩნდე­ბა. თუ უჯრე­დი და­ზი­ან­და ონ­კო­გე­ნუ­რი სტრე­სით, დნმ-ის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი აგენ­ტე­ბით ან სხვა მი­ზე­ზით, უჯრე­დი ან იღუ­პე­ბა, ან გა­და­დის ე.წ სი­ნე­სენ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მეცნიერების სენსაციური მიგნება და ქართველი ქალი, რომელიც სიბერის შენელებაზე მუშაობს

მეცნიერების სენსაციური მიგნება და ქართველი ქალი, რომელიც სიბერის შენელებაზე მუშაობს

მეცნიერებმა სიბერის დამუხრუჭებისა და სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გახანგრძლივების გზას მიაგნეს. მკვლევართა შორის, რომლებიც ამ საკითხზე 15 წლის განმავლობაში მუშაობენ, ქართველი მეცნიერი თამარ ჭყონიაც არის, რომელსაც Allnews.ge კვლევასთან დაკავშირებული დეტალების გასაგებად და იმის გასარკვევად დაუკავშირდა მართლა შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის გახანგრძლივება.

თამარ ჭყონია მეიოს კლინიკაში კოგოდის სახელობის სიბერის ცენტრში უკვე 11 წელია მუშაობს და მონაწილეობს კვლევაში, რომლის მთავარი საგანი სიბერის იმ მექანიზმების შესწავლაა, რომლებიც წინ უსწრებს და განაპირობებს დაბერების პროცესს.

"არის მთელი რიგი კვლევები რომლებმაც აჩვენეს, რომ უჯრედულ დონეზე მიმდინარე დაბერების პროცესების ან მექანიზმების მანიპულირება შეიძლება, რათა დავამუხრუჭოთ, შევაჩეროთ ეს პროცესები და გავახანგრძლივოთ არა მარტო სიცოცხლე, რაც იყო კიდეც სიბერის კვლევის მიზანი, არამედ ის პერიოდი, როდესაც ადამიანი არის უფრო ქმედითუნარიანი და ჯანსაღი, ანუ შევზღუდოთ ის პერიოდი რომლის ატრიბუტები არის მრავალი ქრონიკული დაავადება, ასაკობრივი დაძაბუნება და დამოუკიდებლობის დაკარგვა. მართალია მეცნიერების პროგრესმა გაზარდა საერთოდ კაცობრიობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ ამ გახანგრძლივებულ სიცოცხლეს თან ახლავს მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომელთა მენეჯმენტი მეცნიერებამ შეძლო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ამ მიმართულებით კვლევა უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ მოვახერხეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მენეჯმენტი, აღვკვეთეთ მთელი რიგი ინფექციური დაავადებები, მაგრამ ამჯერად კვლევის მიზანი არის ის, რომ გავახანგრძლივოთ პერიოდი, სანამ ადამიანს ამ დაავადებების პირველი შეტევა ექნება",- განმარტა თამარ ჭყონიამ.

რა გზას მიაგნეს მკვლევარებმა სიბერის დამუხრუჭებისა და სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გახანგრძლივებისთვის?

მოკლედ რომ ვთქვათ, მკვლევარებმა ე.წ სინესენტური უჯრედების ელიმინაციის საშუალებას მიაგნეს.

რა არის ე.წ სინესენტური უჯრედები და რატომ არის საჭირო ორგანიზმის მათგან გათავისუფლება?

"სინესენტური უჯრედები არის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა სტრესის საპასუხოდ ჩნდება. თუ უჯრედი დაზიანდა ონკოგენური სტრესით, დნმ-ის დამაზიანებელი აგენტებით ან სხვა მიზეზით, უჯრედი ან იღუპება, ან გადადის ე.წ სინესენტურ მდგომარეობაში. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ