სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
257 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული სამეფო საგანძური - მე-18 საუკუნის უნიკალური ტილოს ისტორია
257 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული სამეფო საგანძური - მე-18 საუკუნის უნიკალური ტილოს ისტორია

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლემ უნი­კა­ლუ­რი ტილო, მეფე თე­ი­მუ­რაზ მე­ო­რის პორ­ტრე­ტი შე­ი­ძი­ნა. ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი 257 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­და. პორ­ტრე­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში 25 ოქ­ტომ­ბრი­დან გა­მო­ი­ფი­ნა და 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა მისი ნახ­ვა.

დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის და­ვა­ლე­ბით, 1761 წელს ალექ­სან­დრე ანტრო­პო­ვის მიერ შექ­მნი­ლი ტილო, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­ძუ­რი, არა­მედ მსოფ­ლიო შე­დევ­რე­ბის ნა­წი­ლია.

"ნა­ტან­ჯი, ნაგ­ვე­მი მეფე, რო­მე­ლიც არ გა­ტყდა, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მა­ინც არ დათ­მო. მეფე, რო­მე­ლიც იყო პო­ე­ტი და გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი. მისი უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო და დღემ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა მისი უკა­ნას­კნე­ლი ოც­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. ამი­ტო­მაც, სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ფაქ­ტია პორ­ტრე­ტის დაბ­რუ­ნე­ბა... დად­გე­ბა დრო, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მეფე თე­ი­მუ­რა­ზის ცხე­და­რი თა­ვის ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს" - აღ­ნიშ­ნა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე.

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის ექ­სპერ­ტებ­მა პორ­ტრე­ტის შე­სას­ყი­დად "1stdibs"-ის გა­ლე­რე­ას­თან გა­მარ­თეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რის შემ­დე­გაც ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ დახ­მა­რე­ბის­თვის ფონდ „ქარ­თუს“ მი­მარ­თა. უნი­კა­ლუ­რი პორ­ტრე­ტი ფონდმა 38,400 აშშ დო­ლა­რად შე­ის­ყი­და და ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს გა­დას­ცა.

თე­ი­მუ­რაზ მე­ფის პორ­ტრე­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, AMBEBI.GE გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის და სპორ­ტის მი­ნისტრს – მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა:

- დღეს მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი დღეა! სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი - თე­ი­მუ­რაზ მე­ფის პორ­ტრე­ტი, რო­მე­ლიც ვფიქ­რობთ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია! მე­ფემ, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი გა­მო­ი­ა­რა და სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ დაბ­რუნ­და, დღეს პორ­ტრე­ტის სა­ხით დაბ­რუნ­და... ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პორ­ტრე­ტის დაბ­რუ­ნე­ბა და ის, რომ ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს ტი­ლოს, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა აქვს! ფონ­დი "ქარ­თუს" და პი­რა­დად ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ეს დიდი კულ­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნა".

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია ამ­ბობს რომ, ქარ­თვე­ლე­ბი არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბით და ამი­ტო­მაც ეს უნი­კა­ლუ­რი შე­ნა­ძე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ სა­გან­ძურს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას სძენს.

"ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ფონდ "ქარ­თუს", გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, პი­რა­დად ბა­ტონ მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილს. ჩვენ ყო­ველ­თვის ვგრძნობთ მათ მხარ­და­ჭე­რას! დიდი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პორ­ტრე­ტის და­ცუ­ლად ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის და ყვე­ლას, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საქ­მე­ში" - ამ­ბობს კა­ლან­დია და პორ­ტრე­ტის შექ­მნის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა.

"1761 წელს ქარ­თლ-კა­ხე­თის მეფე თე­ი­მუ­რა­ზი მი­ემ­გზავ­რე­ბა რუ­სეთ­ში, იმი­სათ­ვის რომ ორად გახ­ლე­ჩი­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­და­არ­ჩი­ნოს და ეძე­ბოს გზა სამ­შობ­ლოს ფეხ­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად... თე­ი­მუ­რაზ მეფე სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის იყო და მან ძა­ლი­ან დიდი ეფექ­ტი მო­ახ­დი­ნა იმ­პე­რატ­რი­ცა­ზე. იმ­დე­ნად დიდი, რომ იმ­პე­რატ­რი­ცამ ბრძა­ნე­ბა გას­ცა რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ მხატ­ვარს, რუ­სუ­ლი რე­ა­ლიზ­მის ფუ­ძემ­დე­ბელს – ანტრო­პოვს მეფე თე­ი­მუ­რა­ზი და­ე­ხა­ტა...

ალექ­სან­დრე ანტრო­პო­ვი რუ­სუ­ლი მხატ­ვრო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, დღემ­დე მისი 15 ნა­მუ­შე­ვა­რია შე­მორ­ჩე­ნი­ლი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია არ­ცერ­თი არ იყი­დე­ბა! რო­დე­საც ამ პორ­ტრეტს ვყი­დუ­ლობ­დით, ვფიქ­რობ­დით რამ­დე­ნად დიდი იყო ალ­ბა­თო­ბა ჩვენს ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს გა­ე­გო ამ მხატ­ვრის ნა­ხა­ტის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბო­და დაგ­ვე­კარ­გა...

1761 წელსვე მეფე თე­ი­მუ­რა­ზი რუ­სე­თის იმ­პე­რატ­რი­ცას­თან ერ­თად მი­დის რუ­სე­თის სამ­ხატ­ვრო და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც მას დიდი ზარ-ზე­ი­მით გა­დას­ცე­მენ გრა­ვი­უ­რას. ეს გრა­ვი­უ­რა არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი, რი­თაც ჩვენ პორ­ტრე­ტი ვი­პო­ვეთ. გრა­ვი­უ­რა არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი 1761 წელს, ორი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი გრა­ვი­ო­რის მიერ. ერთ-ერთი გა­დას­ცეს სა­ჩუქ­რად მეფე თე­მუ­რაზს. ამ გრა­ვი­უ­რას ქვე­და, მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში აწე­რია, რომ პორ­ტრე­ტის მხატ­ვა­რი ანტრო­პო­ვია. რაც ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბოა, გრა­ვი­უ­რაც არის უნი­კა­ლუ­რი იმ მხრივ, რომ სულ 15 ცა­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი პორ­ტრე­ტე­ბის მსგავ­სად.

გრა­ვი­უ­რა­ზე წარ­წე­რაა, რომ და­ხა­ტუ­ლია ანტრო­პო­ვის მიერ და ყვე­ლა დე­ტა­ლი ზუს­ტად ემ­თხვე­ვა პორ­ტრეტს. ღი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­საც კი ვით­ვლი­დით, რომ არა­ფე­რი შეგ­ვშლო­და. კოს­ტი­უმ­ზე ორ­ნა­მენ­ტე­ბიც ერ­თნა­ი­რია! ყვე­ლა ფრაგ­მენ­ტი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. თეთ­რი სა­ბუ­რა­ვი მი­უ­თი­თებს, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ეს იყო მარ­თლაც დიდი აღ­მო­ჩე­ნა ჩვენ­თვის და ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და დროს!

...სამი სა­უ­კუ­ნის წინ რუ­სე­თი­დან შინ მო­მა­ვა­ლი მეფე თე­ი­მუ­რა­ზი, ცოტა გულ­და­წყვე­ტი­ლი, გულ­ნატ­კე­ნი, მი­ზან­ვერ­მიღ­წე­უ­ლი, მაგ­რამ მა­ინც არ­გა­ტე­ხი­ლი უკან ბრუნ­დე­ბო­და, ცხენ­ზე მჯდომ­მა უკა­ნას­კნე­ლი ლოც­ვის წარ­მოთ­ქმაც კი ვერ მო­ას­წრო და მღვდელ­მა ყურ­ში ჩას­ძა­ხა: ნუ გე­ში­ნია, ვიცი რომ ლოც­ვა გინ­და და გულ­ში წარ­მოთ­ქვიო...

მე­ფემ ვერ შეძ­ლო სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა და სულ წარ­მო­ვიდ­გენ ხოლ­მე იმ 15 კაცს, რომ­ლე­ბიც ასე გამ­წა­რე­ბუ­ლი და გა­ტან­ჯუ­ლი უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მათ ბოლო იმე­დი ქარ­თლ-კა­ხე­თის მეფე თე­ი­მუ­რა­ზი ხე­ლი­დან გა­მო­ე­ცა­ლათ. მი­ი­ღეს ნე­ბარ­თვა და ვახ­ტანგ მე­ექ­ვსის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს მეფე თე­ი­მუ­რა­ზი... მას შემ­დეგ ქარ­თუ­ლი მხა­რე და გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია ცდი­ლობს მეფე სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნოს, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ხერ­ხდა. თუმ­ცა, მეფე თე­ი­მუ­რა­ზის უნი­კა­ლუ­რი პორ­ტრე­ტი სამ­შობ­ლო­შია!" - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ.

25-27 ოქ­ტომ­ბერს ხე­ლოც­ნე­ბის სა­სახ­ლის კარი ღია იქ­ნე­ბა ყვე­ლა დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პო­ე­ტი მე­ფის პორ­ტრე­ტის ნახ­ვა ყვე­ლა მსურ­ველს უსას­ყიდ­ლოდ შე­ეძ­ლე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

257 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული სამეფო საგანძური - მე-18 საუკუნის უნიკალური ტილოს ისტორია

257 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული სამეფო საგანძური - მე-18 საუკუნის უნიკალური ტილოს ისტორია

ხელოვნების სასახლემ უნიკალური ტილო, მეფე თეიმურაზ მეორის პორტრეტი შეიძინა. ფერწერული ნამუშევარი 257 წლის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა. პორტრეტი ხელოვნების სასახლეში 25 ოქტომბრიდან გამოიფინა და 2 დღის განმავლობაში ყველა მსურველს შეეძლება მისი ნახვა.

დედოფალ ელისაბედის დავალებით, 1761 წელს ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შექმნილი ტილო, არა მხოლოდ საქართველოს საგანძური, არამედ მსოფლიო შედევრების ნაწილია.

"ნატანჯი, ნაგვემი მეფე, რომელიც არ გატყდა, საქართველოს დამოუკიდებლობა მაინც არ დათმო. მეფე, რომელიც იყო პოეტი და განმანათლებელი. მისი უკანასკნელი სურვილი იყო საქართველოში დაკრძალულიყო და დღემდე ვერ ხერხდება მისი უკანასკნელი ოცნების აღსრულება. ამიტომაც, სიმბოლური მნიშვნელობის ფაქტია პორტრეტის დაბრუნება... დადგება დრო, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეფე თეიმურაზის ცხედარი თავის ადგილს დაიმკვიდრებს" - აღნიშნა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ პრეზენტაციაზე.

ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად "1stdibs"-ის გალერეასთან გამართეს მოლაპარაკება, რის შემდეგაც ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ დახმარებისთვის ფონდ „ქართუს“ მიმართა. უნიკალური პორტრეტი ფონდმა 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

თეიმურაზ მეფის პორტრეტის საქართველოში დაბრუნების მნიშვნელობაზე, AMBEBI.GE განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს – მიხეილ ბატიაშვილს გაესაუბრა:

- დღეს მართლაც ისტორიული დღეა! საქართველოში დაბრუნდა უმნიშვნელოვანესი - თეიმურაზ მეფის პორტრეტი, რომელიც ვფიქრობთ საქართველოს კულტურული ცხოვრებისთვის გამორჩეულია! მეფემ, რომელმაც ამდენი გამოიარა და სამწუხაროდ, საქართველოში ვერ დაბრუნდა, დღეს პორტრეტის სახით დაბრუნდა... ძალიან მნიშვნელოვანია ამ პორტრეტის დაბრუნება და ის, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ტილოს, რომელსაც უზარმაზარი ფასეულობა აქვს! ფონდი "ქართუს" და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით განხორციელდა ეს დიდი კულტურული მოვლენა".

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს რომ, ქართველები არ ვართ განებივრებული ქართველი მეფეების ფერწერული ტილოებით და ამიტომაც ეს უნიკალური შენაძენი ქვეყნის ეროვნულ საგანძურს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

"ძალიან დიდი მადლობა ფონდ "ქართუს", განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, პირადად ბატონ მიხეილ ბატიაშვილს. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას! დიდი მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტრეტის დაცულად ტრანსპორტირებისთვის და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში" - ამბობს კალანდია და პორტრეტის შექმნის ისტორიას გვიყვება.

"1761 წელს ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზი მიემგზავრება რუსეთში, იმისათვის რომ ორად გახლეჩილი ჩვენი ქვეყანა გადაარჩინოს და ეძებოს გზა სამშობლოს ფეხზე დასაყენებლად... თეიმურაზ მეფე საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის იყო და მან ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა იმპერატრიცაზე. იმდენად დიდი, რომ იმპერატრიცამ ბრძანება გასცა რუსეთის საიმპერატორო კარის ყველაზე გამორჩეულ მხატვარს, რუსული რეალიზმის ფუძემდებელს – ანტროპოვს მეფე თეიმურაზი დაეხატა...

ალექსანდრე ანტროპოვი რუსული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენელია, დღემდე მისი 15 ნამუშევარია შემორჩენილი და რასაკვირველია არცერთი არ იყიდება! როდესაც ამ პორტრეტს ვყიდულობდით, ვფიქრობდით რამდენად დიდი იყო ალბათობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს გაეგო ამ მხატვრის ნახატის შესახებ და რამდენად სწრაფად შეიძლებოდა დაგვეკარგა...

1761 წელსვე მეფე თეიმურაზი რუსეთის იმპერატრიცასთან ერთად მიდის რუსეთის სამხატვრო და მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც მას დიდი ზარ-ზეიმით გადასცემენ გრავიურას. ეს გრავიურა არის ამოსავალი წერტილი, რითაც ჩვენ პორტრეტი ვიპოვეთ. გრავიურა არის შესრულებული 1761 წელს, ორი ძალიან ცნობილი გრავიორის მიერ. ერთ-ერთი გადასცეს საჩუქრად მეფე თემურაზს. ამ გრავიურას ქვედა, მარჯვენა კუთხეში აწერია, რომ პორტრეტის მხატვარი ანტროპოვია. რაც ყველაზე საყურადღებოა, გრავიურაც არის უნიკალური იმ მხრივ, რომ სულ 15 ცალია შემორჩენილი პორტრეტების მსგავსად.

გრავიურაზე წარწერაა, რომ დახატულია ანტროპოვის მიერ და ყველა დეტალი ზუსტად ემთხვევა პორტრეტს. ღილების რაოდენობასაც კი ვითვლიდით, რომ არაფერი შეგვშლოდა. კოსტიუმზე ორნამენტებიც ერთნაირია! ყველა ფრაგმენტი ერთმანეთს დაემთხვა. თეთრი საბურავი მიუთითებს, რომ ძალიან მაღალი სოციალური წრის წარმომადგენელია. ეს იყო მართლაც დიდი აღმოჩენა ჩვენთვის და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დროს!

...სამი საუკუნის წინ რუსეთიდან შინ მომავალი მეფე თეიმურაზი, ცოტა გულდაწყვეტილი, გულნატკენი, მიზანვერმიღწეული, მაგრამ მაინც არგატეხილი უკან ბრუნდებოდა, ცხენზე მჯდომმა უკანასკნელი ლოცვის წარმოთქმაც კი ვერ მოასწრო და მღვდელმა ყურში ჩასძახა: ნუ გეშინია, ვიცი რომ ლოცვა გინდა და გულში წარმოთქვიო...

მეფემ ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება, გზაში გარდაიცვალა და სულ წარმოვიდგენ ხოლმე იმ 15 კაცს, რომლებიც ასე გამწარებული და გატანჯული უკან ბრუნდებოდნენ. მათ ბოლო იმედი ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზი ხელიდან გამოეცალათ. მიიღეს ნებართვა და ვახტანგ მეექვსის გვერდით დაკრძალეს მეფე თეიმურაზი... მას შემდეგ ქართული მხარე და განსაკუთრებით ქართული ეკლესია ცდილობს მეფე სამშობლოში დააბრუნოს, რაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. თუმცა, მეფე თეიმურაზის უნიკალური პორტრეტი სამშობლოშია!" - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

25-27 ოქტომბერს ხელოცნების სასახლის კარი ღია იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის და სამშობლოში დაბრუნებული პოეტი მეფის პორტრეტის ნახვა ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება.

მონიკა ბელუჩის ულამაზესი ქალიშვილი Dolce & Gabbana-ს გადაღებებიდან უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

ანიტა რაჭველიშვილის რომანტიკული არდადეგები იტალიაში - ფოტოები ამალფის სანაპიროდან

"პორტო" - ახალი კლუბი ბათუმში, რომელიც აჭარაში მყოფ მელომანებს, გემოვნებიანი ელექტრონული მუსიკით, თავს დაამახსოვრებს