მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Fuckup Nights Tbilisi -ის მორიგი საღამო 26 ოქტომბერს გაიმართება
Fuckup Nights Tbilisi -ის მორიგი საღამო 26 ოქტომბერს გაიმართება

Fuckup Nights-ის უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხუთი ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ, 26 ოქ­ტომ­ბერს კი­დევ ერთი მხი­ა­რუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო და ძვე­ლი ფორ­მა­ტის­გან ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ღა­მო გე­ლო­დე­ბათ, რომ­ლის მთა­ვა­რი თემა ამ­ჯე­რად Fintech-ია ანუ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ინო­ვა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა.

რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი, გური ქო­ი­ა­ვა და ჰაიკ ას­რი­ან­ცი გვპირ­დე­ბი­ან, Fintech-ის მი­მარ­თუ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ყვე­ლა იმ პი­რის­თვის, ვინც გეგ­მავს, მისი მო­მა­ვა­ლი სტარ­ტა­პი სწო­რედ ფი­ნან­სებ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინო­ვა­ცი­ებს და­უ­კავ­ში­როს.

„ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ურ სტარ­ტა­პებ­ზე ბავ­შვებ­მა სკო­ლის მერ­ხი­დან ისა­უბ­რონ, უკვე დას­ხდნენ და ერ­თმა­ნეთ­ში ეძე­ბონ პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე თუ გვი­ან თა­ვი­ანთ სტარ­ტა­პებს და­ი­წყე­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩვენ გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, თუ ტექ-სტარ­ტა­პე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა.

Fintech-ის მი­მარ­თუ­ლე­ბა არის ძა­ლი­ან დიდი, ლონ­დო­ნის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნებს, რომ იქ Fintech ინო­ვა­ცი­ე­ბი იზ­რდე­ბა და ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, შემ­დე­გი რე­გი­ო­ნუ­ლი ჰაბი გავ­ხდეთ. თუ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა, ვინც Fintech იდე­ებს სტარ­ტა­პის და­სა­წყე­ბად გა­მო­ი­ყე­ნებს, ალ­ბათ იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, რომ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ახა­ლი სერ­ვი­სე­ბი და პრო­დუქ­ტე­ბი აქე­დან და­ი­ნერ­გოს და მთლი­ან რე­გი­ონ­ში გავ­რცელ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა „თბი­ლი­სის სარ­ტაპ-ბი­უ­როს“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გური ქო­ი­ა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა Fuckup Nights Fintech Edition-ის ფორ­მატს, ოთხი სპი­კე­რი შვი­დი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ის ათი „სლა­ი­დით“ აუ­დი­ტო­რი­ას ფი­ნან­სე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ვი­სი მარ­ცხის შე­სა­ხებ უამ­ბობს, გა­უ­ზი­ა­რებს გა­მოც­დი­ლე­ბას, თუ რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა, რა გა­ა­კე­თა არას­წო­რად და რამ გა­მო­იწ­ვია მისი ბიზ­ნე­სის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც Fuckup Nights-ი აუ­დი­ტო­რი­ა­ში მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, სხვი­სი შეც­დო­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ვის­წავ­ლოთ და ვი­ცო­დეთ სხვე­ბა რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს.

„რაც მთა­ვა­რია, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სტუმ­რებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია. სა­ნამ ხალ­ხი Fuckup Nights-ზე და­სას­წრე­ბად იკ­რი­ბე­ბა, პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ყო­ველ­თვის იმის­თვის გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნონ, ერ­თმა­ნე­თის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყონ, ბიზ­ნეს-ბა­რა­თე­ბი გაც­ვა­ლონ, სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტებ­სა და პარტნი­ო­რო­ბა­ზე ისა­უბ­რონ, ერ­თმა­ნეთს სერ­ვი­სე­ბის და პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ.

შემ­დე­გი ნა­წი­ლი, რა­საც ყვე­ლა ელო­დე­ბა ხოლ­მე არის სპი­კე­რე­ბის გა­მოს­ვლა და ბო­ლოს სხვადსხვა კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გა­თა­მა­შე­ბე­ბი გვაქვს ხოლ­მე“, - აღ­ნიშ­ნა გური ქო­ი­ა­ვამ.

„ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ ჩვენ გვაქვს უკუ­კავ­ში­რი იმ პი­რებ­თან, ვინც ეს­წრე­ბო­და. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ გვწე­რენ, გვაძ­ლე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, აქვთ თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლე­ბი და ვცდი­ლობთ, მო­ვერ­გოთ, რად­გან ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი აზრი, ვინც Fuckup Nights-ის სა­ღა­მო­ებს მუდ­მი­ვად ეს­წრე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ეს ქო­მუ­ნი­თი, რო­მე­ლიც Fuckup Nights-ზე იკ­რი­ბე­ბა, მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყოს ერ­თმანთთან, ჰქონ­დეთ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, არ შე­ე­შინ­დეთ მარ­ცხის და სცა­დონ არ­სე­ბუ­ლი თუ ახა­ლი სტარ­ტა­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რებთ ტექ-მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აღ­ნიშ­ნა გური ქო­ი­ა­ვამ.

თუ ჯერ კი­დევ არ იცით მოძ­რა­ო­ბა Fuckup Nights-ის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბამ­დე უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ Fuckup Nights არის გლო­ბა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი მარ­ცხის ის­ტო­რი­ებს გად­მოს­ცემს. თვე­ში ერთხელ, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში 3-4 წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ საქ­მი­ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას და­ინ­ტე­რე­სე­ბულ აუ­დი­ტო­რი­ას უზი­ა­რებს.

მათი პრე­ზენ­ტა­ცია მო­ი­ცავს ბიზ­ნეს-ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­საც მოჰ­ყვა მარ­ცხი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა ან ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც გა­ფუჭ­და ან პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

Fuckup Nights მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო 2012 წელს მექ­სი­კა­ში და ახლა უკვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 84 ქვე­ყა­ნა­სა და 300 ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის ერთ-ერთი კი სა­ქარ­თვე­ლოა.

თუ Fuckup Nights-ით თქვე­ნი ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბი­სა დ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გა­და­წყვი­ტეთ ან უბ­რა­ლოდ გსურთ, რომ სა­ღა­მოს სა­ინ­ტე­რე­სოდ და მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­როთ, მი­ი­ღოთ მსუ­ბუ­ქი ალ­კოჰო­ლი და ახა­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ, „ფაბ­რი­კა­ში“ 19:00 სა­ათ­ზე ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბის მო­სას­მე­ნად უნდა მიხ­ვი­დეთ.

vol. 6 - სპი­კე­რე­ბი არი­ან:

შოთა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი - Optio.Ai-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი­და­ვით მი­ზან­და­რი - Biletebi.ge-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი­ლე­ვან ლა­ბარ­ტყა­ვას, ანტრეპ­რე­ნე­რი და ბიზ­ნეს-კონ­სულ­ტან­ტი­კო­ბა ქურ­და­ძე, UniPAY-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi და Finetech.ge.

ამას­თან, Fuckup Nights Tbilisi vol. 6-ის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures (კე­და­რი­ვენ­ჩერს), ლურ­ჯი ოკე­ა­ნე Blue Ocean; წარ­მა­ტე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა, Snap Fitness Georgia, adjaranet.com და Estrella Damm.

FB ივენ­თი: https://goo.gl/qo8rUy

#sharethefailure

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

Fuckup Nights Tbilisi -ის მორიგი საღამო 26 ოქტომბერს გაიმართება

Fuckup Nights Tbilisi -ის მორიგი საღამო 26 ოქტომბერს გაიმართება

Fuckup Nights-ის უკვე წარმატებულად ჩატარებული ხუთი ღონისძიების შემდეგ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთი მხიარული, სასიამოვნო და ძველი ფორმატისგან ოდნავ განსხვავებული საღამო გელოდებათ, რომლის მთავარი თემა ამჯერად Fintech-ია ანუ ტექნოლოგიებისა და ფინანსების ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები და „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებლები, გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი გვპირდებიან, Fintech-ის მიმართულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ყველა იმ პირისთვის, ვინც გეგმავს, მისი მომავალი სტარტაპი სწორედ ფინანსებსა და ტექნოლოგიების ინოვაციებს დაუკავშიროს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ სტარტაპებზე ბავშვებმა სკოლის მერხიდან ისაუბრონ, უკვე დასხდნენ და ერთმანეთში ეძებონ პარტნიორები, რომლებიც ადრე თუ გვიან თავიანთ სტარტაპებს დაიწყებენ. განსაკუთრებით, ჩვენ გაგვიხარდება, თუ ტექ-სტარტაპების მიმართულებები გააქტიურდება.

Fintech-ის მიმართულება არის ძალიან დიდი, ლონდონის მაგალითი აჩვენებს, რომ იქ Fintech ინოვაციები იზრდება და ჩვენ შემთხვევაში შეგვიძლია, ამ მიმართულებით, შემდეგი რეგიონული ჰაბი გავხდეთ. თუ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც Fintech იდეებს სტარტაპის დასაწყებად გამოიყენებს, ალბათ იდეალური იქნება, რომ ახალი მიმართულებები, ახალი სერვისები და პროდუქტები აქედან დაინერგოს და მთლიან რეგიონში გავრცელდეს“, - აღნიშნა „თბილისის სარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებელმა გური ქოიავამ.

რაც შეეხება Fuckup Nights Fintech Edition-ის ფორმატს, ოთხი სპიკერი შვიდი წუთის განმავლობაში პრეზენტაციის ათი „სლაიდით“ აუდიტორიას ფინანსებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თავისი მარცხის შესახებ უამბობს, გაუზიარებს გამოცდილებას, თუ რა შეცდომები დაუშვა, რა გააკეთა არასწორად და რამ გამოიწვია მისი ბიზნესის წარუმატებლობა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც Fuckup Nights-ი აუდიტორიაში მოწონებას იმსახურებს, სხვისი შეცდომების გამოცდილების გაზიარებით შესაძლებელია ვისწავლოთ და ვიცოდეთ სხვება რა შეცდომები დაუშვეს.

„რაც მთავარია, ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია სტუმრებს შორის კომუნიკაცია. სანამ ხალხი Fuckup Nights-ზე დასასწრებად იკრიბება, პირველი ნახევარი საათი ყოველთვის იმისთვის გვაქვს გამოყოფილი, რომ ერთმანეთი გაიცნონ, ერთმანეთის საქმიანობის შესახებ შეიტყონ, ბიზნეს-ბარათები გაცვალონ, სამომავლო პროექტებსა და პარტნიორობაზე ისაუბრონ, ერთმანეთს სერვისების და პროდუქტების განვითარებაში დაეხმარონ.

შემდეგი ნაწილი, რასაც ყველა ელოდება ხოლმე არის სპიკერების გამოსვლა და ბოლოს სხვადსხვა კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საინტერესო გათამაშებები გვაქვს ხოლმე“, - აღნიშნა გური ქოიავამ.

„ყველა ღონისძიების შემდეგ ჩვენ გვაქვს უკუკავშირი იმ პირებთან, ვინც ესწრებოდა. მონაწილეები ყველა ღონისძიების შემდეგ გვწერენ, გვაძლევენ რეკომენდაციებს, აქვთ თავიანთი სურვილები და ვცდილობთ, მოვერგოთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აზრი, ვინც Fuckup Nights-ის საღამოებს მუდმივად ესწრება. ჩვენი მიზანია, რომ ეს ქომუნითი, რომელიც Fuckup Nights-ზე იკრიბება, მუდმივ კომუნიკაციაში იყოს ერთმანთთან, ჰქონდეთ საქმიანი ურთიერთობები, არ შეეშინდეთ მარცხის და სცადონ არსებული თუ ახალი სტარტაპების განვითარება, განსაკუთრებთ ტექ-მიმართულებით", - აღნიშნა გური ქოიავამ.

თუ ჯერ კიდევ არ იცით მოძრაობა Fuckup Nights-ის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ, ღონისძიებაზე დასწრებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას დაინტერესებულ აუდიტორიას უზიარებს.

მათი პრეზენტაცია მოიცავს ბიზნეს-ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება ან ეს შეიძლება იყოს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა ან პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოა.

თუ Fuckup Nights-ით თქვენი ბიზნეს-საქმიანობისა დ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესება გადაწყვიტეთ ან უბრალოდ გსურთ, რომ საღამოს საინტერესოდ და მხიარულად გაატაროთ, მიიღოთ მსუბუქი ალკოჰოლი და ახალი მეგობრები გაიჩინოთ, „ფაბრიკაში“ 19:00 საათზე ყველაზე საინტერესო ისტორიების მოსასმენად უნდა მიხვიდეთ.

vol. 6 - სპიკერები არიან:

შოთა გიორგობიანი - Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორიდავით მიზანდარი - Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორილევან ლაბარტყავას, ანტრეპრენერი და ბიზნეს-კონსულტანტიკობა ქურდაძე, UniPAY-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ღონისძიების ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi და Finetech.ge.

ამასთან, Fuckup Nights Tbilisi vol. 6-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures (კედარივენჩერს), ლურჯი ოკეანე Blue Ocean; წარმატების ბიბლიოთეკა, Snap Fitness Georgia, adjaranet.com და Estrella Damm.

FB ივენთი: https://goo.gl/qo8rUy

#sharethefailure

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი