სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიჭი, რომელიც ესპანეთის გმირი გახდა - 22 წლის ნიკო შერაზადიშვილის ისტორია
ქართველი ბიჭი, რომელიც ესპანეთის გმირი გახდა - 22 წლის ნიკო შერაზადიშვილის ისტორია

22 წლის ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი ეს­პა­ნეთ­ში ნამ­დვილ ეროვ­ნულ გმი­რად იქცა მას შემ­დეგ, რაც 24 სექ­ტემ­ბერს ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. ქარ­თვე­ლი ბიჭი წლე­ბია ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს და ის­ტო­რი­ა­შიც შევა, რო­გორც პირ­ვე­ლი სპორ­ტსმე­ნი ეს­პა­ნე­თი­დან, რო­მე­ლიც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ასეთ შე­დეგს მისი მწვრთნე­ლი ქუ­ი­ნო რუ­ი­ზიც არ ელო­და, რო­მე­ლიც სი­ხა­რულს ვერ მა­ლავ­და.

ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 1996 წლის 19 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი მამა კარ­გად ცნო­ბი­ლი ძი­უ­დო­ის­ტი - ზაზა შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "პა­პუ­ა­სა" იყო, რო­მე­ლიც გა­სულ წელს სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, პა­ტა­რა ნიკო ძი­უ­დო­სა და წყალ­ბურთში ვარ­ჯი­შობ­და. 10 წლის წინ, შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. რად­გან ნი­კო­ლოზს კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა ძი­უ­დო­ში სურ­და, მად­რი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 35 კი­ლო­მეტრში, პა­ტა­რა ქა­ლაქ ბრუ­ნე­ტეს ძი­უ­დოს სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჯო­ა­კინ რუ­ი­სი გახ­და, რო­მელ­საც ოლიმ­პი­ა­და­ზე სამ­ჯერ ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. 190 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის სპორ­ტსმე­ნი 90 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობს.

2014 წელს ნი­კომ ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და მა­შინ და­ი­წყო მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რა ძი­უ­დო­ში. იმა­ვე წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 21-წლამ­დელ­თა შო­რის ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. იმ ტურ­ნირ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი ბექა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, ხოლო შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი - ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი.

2015 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი 21-წლამ­დელ­თა შო­რის ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და, თუმ­ცა მა­შინ ფი­ნალ­ში უკვე ბექა ღვი­ნი­აშ­ვილ­თან და­მარ­ცხდა. ვერ­ცხლის მედ­ლით და­ას­რუ­ლა 2016 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ახალ­გაზ­რდა­თა შო­რის.

ნი­კოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი 2018 წელი გა­მოდ­გა, რო­დე­საც უკვე უფ­როს­თა შო­რის თელ-ავივ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. 24 სექ­ტემ­ბერს კი ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ­მა ბრუ­ნე­ტემ ნი­კო­ლოზ შე­რა­ზა­დიშ­ვილს მად­ლო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტით გა­და­უ­ხა­და - "ტა­ტა­მის მე­ფი­სა" და "ძი­უ­დოს ან­გე­ლო­ზის" პა­ტივ­სა­ცე­მად გა­იხ­სნა ქუჩა, რო­მელ­საც "Niko Shera" ეწო­დე­ბა.

"ბრუ­ნე­ტე ამ აქ­ტით ნი­კოს პა­ტივს მი­ა­გებს. ჩვენ წლე­ბის მან­ძილ­ზე ვხე­დავ­დით, რო­გორ იზ­რდე­ბო­და ის, რო­გორც სპორ­ტსმე­ნი!" - გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის მერ­მა ბორ­ხა გუ­ტი­ე­რეს­მა.

"ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს­პა­ნეთ­ში ჩემი სა­ხე­ლო­ბის ქუჩა იქ­ნე­ბო­და. როცა აქ ჩა­მო­ვე­დით, არც ეს­პა­ნურს ვფლობ­დი და არა­ფე­რი ვი­ცო­დი ეს­პა­ნე­თის შე­სა­ხებ. ახლა ვსა­უბ­რობ ეს­პა­ნუ­რად, ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად. ბრუ­ნეტ­ში გა­ვა­ტა­რე ჩემი პი­რა­დი და სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი...

მე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მოვ­დი­ვარ და ეს არა­სო­დეს უნდა და­მა­ვი­წყდეს. მაგ­რამ აქ მე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ამა­ყი ვარ" - უთხრა ეს­პა­ნურ სპორ­ტულ გა­მო­ცე­მა as.com-ს შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა.

22 წლის სპორ­ტსმე­ნი გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს ქარ­თულ და ეს­პა­ნურ ენა­ზე, ჰყავს დედა, ძმა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად სტუმ­რობს ნა­თე­სა­ვებს. ნიკო და მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან და ნი­ნის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნი­კოს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.

ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი წერს: "ამა­ყი ნა­თე­სა­ო­ბა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ნიკო", მე­ო­რე ფო­ტო­ზე კი შე­რა­ზა­დიშ­ვი­ლი ნი­ნის შვილ­თან, ელე­ნეს­თან ერ­თად არის ასა­ხუ­ლი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ქართველი ბიჭი, რომელიც ესპანეთის გმირი გახდა - 22 წლის ნიკო შერაზადიშვილის ისტორია

ქართველი ბიჭი, რომელიც ესპანეთის გმირი გახდა - 22 წლის ნიკო შერაზადიშვილის ისტორია

22 წლის ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთში ნამდვილ ეროვნულ გმირად იქცა მას შემდეგ, რაც 24 სექტემბერს ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველი ბიჭი წლებია ესპანეთის სახელით ასპარეზობს და ისტორიაშიც შევა, როგორც პირველი სპორტსმენი ესპანეთიდან, რომელიც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასეთ შედეგს მისი მწვრთნელი ქუინო რუიზიც არ ელოდა, რომელიც სიხარულს ვერ მალავდა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წლის 19 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი მამა კარგად ცნობილი ძიუდოისტი - ზაზა შერაზადიშვილი, მეტსახელად "პაპუასა" იყო, რომელიც გასულ წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

საქართველოში ცხოვრებისას, პატარა ნიკო ძიუდოსა და წყალბურთში ვარჯიშობდა. 10 წლის წინ, შერაზადიშვილების ოჯახი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. რადგან ნიკოლოზს კარიერის გაგრძელება ძიუდოში სურდა, მადრიდიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, პატარა ქალაქ ბრუნეტეს ძიუდოს სკოლაში შეიყვანეს. მისი მასწავლებელი და მთავარი მწვრთნელი ჯოაკინ რუისი გახდა, რომელსაც ოლიმპიადაზე სამჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 190 სანტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

2014 წელს ნიკომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მაშინ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა ძიუდოში. იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. იმ ტურნირზე საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე კი ბექა გამარჯვებული გახდა, ხოლო შერაზადიშვილი - ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შერაზადიშვილი 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა მაშინ ფინალში უკვე ბექა ღვინიაშვილთან დამარცხდა. ვერცხლის მედლით დაასრულა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდათა შორის.

ნიკოსთვის განსაკუთრებული 2018 წელი გამოდგა, როდესაც უკვე უფროსთა შორის თელ-ავივში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 24 სექტემბერს კი ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ქალაქმა ბრუნეტემ ნიკოლოზ შერაზადიშვილს მადლობა სასიამოვნო ჟესტით გადაუხადა - "ტატამის მეფისა" და "ძიუდოს ანგელოზის" პატივსაცემად გაიხსნა ქუჩა, რომელსაც "Niko Shera" ეწოდება.

"ბრუნეტე ამ აქტით ნიკოს პატივს მიაგებს. ჩვენ წლების მანძილზე ვხედავდით, როგორ იზრდებოდა ის, როგორც სპორტსმენი!" - განაცხადა ქალაქის მერმა ბორხა გუტიერესმა.

"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ესპანეთში ჩემი სახელობის ქუჩა იქნებოდა. როცა აქ ჩამოვედით, არც ესპანურს ვფლობდი და არაფერი ვიცოდი ესპანეთის შესახებ. ახლა ვსაუბრობ ესპანურად, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ბრუნეტში გავატარე ჩემი პირადი და სპორტული ცხოვრების დიდი ნაწილი...

მე ვიცი, რომ საქართველოდან მოვდივარ და ეს არასოდეს უნდა დამავიწყდეს. მაგრამ აქ მე კომფორტულად ვგრძნობ თავს, ამაყი ვარ" - უთხრა ესპანურ სპორტულ გამოცემა as.com-ს შერაზადიშვილმა.

22 წლის სპორტსმენი გამართულად საუბრობს ქართულ და ესპანურ ენაზე, ჰყავს დედა, ძმა და საქართველოში ხშირად სტუმრობს ნათესავებს. ნიკო და მომღერალი ნინი ბადურაშვილი ნათესავები არიან და ნინის სოციალურ ქსელშიც აქვს გამოქვეყნებული ნიკოსთან ერთად გადაღებული ფოტოები.

ერთ-ერთ ფოტოზე ბადურაშვილი წერს: "ამაყი ნათესაობა და მსოფლიო ჩემპიონი ნიკო", მეორე ფოტოზე კი შერაზადიშვილი ნინის შვილთან, ელენესთან ერთად არის ასახული.

რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი

"ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

"ერთი ადამიანი შემოყვანილი იყო გულის გაჩერებით... დაშავებულებს შორის ბავშვიც არის" - "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი