სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა და "კარგი, ცუდი, ბოროტი" ჟურნალისტები, ანუ როცა ძილი გადაგიცდება...
ბიძინა და "კარგი, ცუდი, ბოროტი" ჟურნალისტები, ანუ როცა ძილი გადაგიცდება...

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ბლო­გე­რის "Young citizen"-ის ბლო­გი

გა­მორ­თეთ "რუს­თა­ვი 2" და ომი კი არა­და, ქვე­ყა­ნა­ში შიმ­ში­ლი და გა­ჭირ­ვე­ბა აღარ იქ­ნე­ბა ანაც უბ­რა­ლოდ, გა­მორ­თეთ, თუ არ გინ­დათ სი­ღა­რი­ბე­ში ამოგხდეთ სუ­ლიო, - და­ახ­ლო­ე­ბით ეს პა­თო­სი ჰქონ­და გუ­შინ ქვეყ­ნის ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თველს 3 ჟურ­ნა­ლის­ტთან ინ­ტერ­ვი­უს დროს. ოღონდ ეს კი ვერ გა­ვი­გე, თუ ქვე­ყა­ნა­ში აღმშე­ნებ­ლო­ბაა, ამავდრო­უ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ღა­რი­ბი რო­გორ არის, ვი­საც ივა­ნიშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ არ გი­ნა­ხავთ, გე­ტყვით, რომ აღმშე­ნებ­ლო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა რომ მე­ფობს და თან სი­ღა­რი­ბეც არის, ეს ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, მე კი - არა...

მოკ­ლედ, ბევ­რი რამ ვერ გა­ვი­გე, ჰოდა, ამი­ტო­მაც ვცა­დე ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­სტრუქ­ცი­ას მივ­ყო­ლო­დი და გა­მოვ­რთე "რუს­თა­ვი 2" და ჰოი, სა­ოც­რე­ბავ, ბენ­ზი­ნის ფას­მა და­ი­წია, აუზ­ში წყა­ლი გაჩ­ნდა, ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან 2-ს ჩა­მოს­ცდა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხვი შემ­ცირ­და, იმ "სა­ცო­და­ვი სე­სი­აშ­ვი­ლის" "ბრიზ­გით" ნა­შე­ნე­ბი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი გლ­დან­ში, 2-ოთა­ხი­ან ბი­ნად გა­და­იქ­ცა და ფარ­ცხა­ლა­ძემ ყი­ფი­ა­ნი სარ­დაფ­ში მუ­რა­ბე­ბის ამო­სა­ტა­ნად ჩა­იყ­ვა­ნა.

ინ­ტერ­ვიუ 5 მო­ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და - 3 ჟურ­ნა­ლის­ტი, რეს­პონ­დენ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მო­დე­რა­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ინ­ტერ­ვიუ თა­ვის თავ­თან თა­ვად­ვე მიჰ­ყავ­და. არ შე­იძ­ლე­ბა, არ და­ვე­თან­ხმოთ მე­დი­ცი­ნას - ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა ადა­მი­ანს აშ­კა­რად ეტყო­ბა. და­ე­ძი­ნა 10-სა­ათ­ზე, ვინ ეუბ­ნე­ბო­და გა­ა­კე­თე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და ასეთ გა­უ­გე­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­იგ­დე თა­ვიო.

ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ვი­ტყვი ორი­ო­დე სი­ტყვას, მა­ნამ გე­ტყვით, რომ "რუს­თა­ვი 2" ამ­ტკი­ცებს ივა­ნიშ­ვილ­მა ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია 65-ჯერ ახ­სე­ნაო, რა თან­ხა უნდა გა­და­ე­ხა­და გვა­რა­მი­ას, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი რეკ­ლა­მა რომ და­ეკ­ვე­თა ვინ­მეს­თვის. არა­და, რომ ჰკი­თხო, "რუს­თა­ვი 2" ყო­ფი­ლა ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, ამ დროს თურ­მე ყვე­ლა გა­და­ცე­მას უყუ­რებს და ლა­მის გა­ბუ­ნი­ას ცი­ტა­ტე­ბით ლა­პა­რა­კობს...

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს დი­დად ყო­ჩა­ღად ვერც ისი­ნი მო­იქ­ცნენ, ეკა კვე­სი­ტა­ძე ყო­ჩა­ღობ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად, მაგ­რამ ეგ­რე­რი­გად ნერ­ვუ­ლი და აშ­კა­რად მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც რეს­პო­დენტს კი­თხვა­ზე პა­სუხს არ აც­ლის, მა­ყუ­რე­ბელს მხო­ლოდ იმას აჩ­ვე­ნებს, რომ ის ობი­ექ­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი კი არა, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რეა. რი­თაც მშვე­ნი­ვარდ ისარ­გებ­ლა ივა­ნიშ­ვილ­მაც, რო­მელ­მაც ამუ­ნა­თა და ამუ­ნა­თა... მოკ­ლედ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ჩვე­ნე­ბუ­რი, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტი სცა­და ივა­ნიშ­ვილ­თან, შე­დე­გად ხში­რად ვარ­დე­ბო­და უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც მო­დე­რა­ტო­რი და რეს­პონ­დენ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნად მი­უ­თი­თებ­და კულ­ტუ­რის გა­მო­ჩე­ნის­კენ და ექ­სპრე­მი­ე­რის გად­მო­სა­ხე­დი­დან აშ­კა­რად იყო ამ ინ­ტერ­ვი­უს "ბო­რო­ტი" პერ­სო­ნა­ჟი...

ნა­ხეთ VIDEO: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის 3 გა­მო­ხედ­ვა ეკა კვე­სი­ტა­ძის მი­მართ კა­მა­თის შემ­დეგ

ზო­მი­ე­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცია კი ეკა­ვა დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძეს, მაგ­რამ მის კი­თხვებს ცოტა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და სიმწვა­ვე აკ­ლდა. ტრა­პა­ი­ძე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და ივა­ნიშ­ვილს, რომ ინ­ტერ­ვიუ ემარ­თა, რა­საც ხში­რად კვე­სი­ტა­ძის ჩარ­თვა ემა­ტე­ბო­და და ამით სარ­გებ­ლობ­და "ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი. ის კვე­სი­ტა­ძეს ზრდი­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და და საკ­მა­ოდ სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც, ხოლო ტრა­პა­ი­ძეს დრო და დრო მსუ­ბუ­ქად უტევ­და. ის ივა­ნიშ­ვი­ლის სცე­ნარ­ში აშ­კა­რად "ცუდი", მაგ­რამ არა სა­ში­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო...

რაც შე­ე­ხე­ბა "იმე­დის" წარ­მო­მად­გე­ნელ ბა­ტონ ჩიხ­ლა­ძეს, მას ზუს­ტად ისე­თი­ვე სახე ჰქონ­და, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვლის წინ ლე­ვან ყი­ფი­ანს. რე­ა­ლუ­რად, ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძეს მაშ­ვე­ლი რგო­ლის როლი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს სა­ჭი­რო კი­თხვე­ბი უნდა და­ეს­ვა ბა­ტო­ნის­თვის კი არა­და, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას­თვის. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მაშ­ვე­ლი რგო­ლი მარ­ტო არ იყო და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნაც იძუ­ლე­ბუ­ლი იყო არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და უტი­ფა­რი პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცა რო­გორც მო­უ­რი­დე­ბე­ლი, ისე მო­რი­დე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის. მოკ­ლედ, ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე ამ სა­მე­ულ­ში აშ­კა­რად "კარ­გი" პერ­სო­ნა­ჟი იყო, "ხბოს თვა­ლე­ბით..."...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

ბიძინა და "კარგი, ცუდი, ბოროტი" ჟურნალისტები, ანუ როცა ძილი გადაგიცდება...

ბიძინა და "კარგი, ცუდი, ბოროტი" ჟურნალისტები, ანუ როცა ძილი გადაგიცდება...

"კვირის პალიტრის" ბლოგერის "Young citizen"-ის ბლოგი

გამორთეთ "რუსთავი 2" და ომი კი არადა, ქვეყანაში შიმშილი და გაჭირვება აღარ იქნება ანაც უბრალოდ, გამორთეთ, თუ არ გინდათ სიღარიბეში ამოგხდეთ სულიო, - დაახლოებით ეს პათოსი ჰქონდა გუშინ ქვეყნის ფორმალურ და არაფორმალურ მმართველს 3 ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს. ოღონდ ეს კი ვერ გავიგე, თუ ქვეყანაში აღმშენებლობაა, ამავდროულად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბი როგორ არის, ვისაც ივანიშვილთან ინტერვიუ არ გინახავთ, გეტყვით, რომ აღმშენებლობა და კეთილდღეობა რომ მეფობს და თან სიღარიბეც არის, ეს ივანიშვილმა თქვა, მე კი - არა...

მოკლედ, ბევრი რამ ვერ გავიგე, ჰოდა, ამიტომაც ვცადე ივანიშვილის ინსტრუქციას მივყოლოდი და გამოვრთე "რუსთავი 2" და ჰოი, საოცრებავ, ბენზინის ფასმა დაიწია, აუზში წყალი გაჩნდა, ლარის კურსი დოლართან 2-ს ჩამოსცდა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რიცხვი შემცირდა, იმ "საცოდავი სესიაშვილის" "ბრიზგით" ნაშენები სამსართულიანი სახლი გლდანში, 2-ოთახიან ბინად გადაიქცა და ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში მურაბების ამოსატანად ჩაიყვანა.

ინტერვიუ 5 მონაწილისგან შედგებოდა - 3 ჟურნალისტი, რესპონდენტი ბიძინა ივანიშვილი და მოდერატორი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ინტერვიუ თავის თავთან თავადვე მიჰყავდა. არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ მედიცინას - ძილის ნაკლებობა ადამიანს აშკარად ეტყობა. დაეძინა 10-საათზე, ვინ ეუბნებოდა გააკეთე პრესკონფერენცია და ასეთ გაუგებარ მდგომარეობაში ჩაიგდე თავიო.

ვიდრე ჟურნალისტებზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას, მანამ გეტყვით, რომ "რუსთავი 2" ამტკიცებს ივანიშვილმა ჩვენი ტელევიზია 65-ჯერ ახსენაო, რა თანხა უნდა გადაეხადა გვარამიას, ასეთი მასშტაბური რეკლამა რომ დაეკვეთა ვინმესთვის. არადა, რომ ჰკითხო, "რუსთავი 2" ყოფილა ქვეყანაში მთავარი პრობლემა, ამ დროს თურმე ყველა გადაცემას უყურებს და ლამის გაბუნიას ციტატებით ლაპარაკობს...

რაც შეეხება ჟურნალისტებს დიდად ყოჩაღად ვერც ისინი მოიქცნენ, ეკა კვესიტაძე ყოჩაღობდა ყველაზე მეტად, მაგრამ ეგრერიგად ნერვული და აშკარად მტრულად განწყობილი კორესპონდენტი, რომელიც რესპოდენტს კითხვაზე პასუხს არ აცლის, მაყურებელს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ის ობიექტური ჟურნალისტი კი არა, დაინტერესებული მხარეა. რითაც მშვენივარდ ისარგებლა ივანიშვილმაც, რომელმაც ამუნათა და ამუნათა... მოკლედ, ჩვეულებრივი, ჩვენებური, გაუაზრებელი პოლიტიკური დებატი სცადა ივანიშვილთან, შედეგად ხშირად ვარდებოდა უხერხულ სიტუაციაში, როდესაც მოდერატორი და რესპონდენტი ბიძინა ივანიშვილი სამართლიანად მიუთითებდა კულტურის გამოჩენისკენ და ექსპრემიერის გადმოსახედიდან აშკარად იყო ამ ინტერვიუს "ბოროტი" პერსონაჟი...

ნახეთ VIDEO: ბიძინა ივანიშვილის 3 გამოხედვა ეკა კვესიტაძის მიმართ კამათის შემდეგ

ზომიერი, კულტურული და დაბალანსებული პოზიცია კი ეკავა დიანა ტრაპაიძეს, მაგრამ მის კითხვებს ცოტა ჩამოყალიბება და სიმწვავე აკლდა. ტრაპაიძე საშუალებას აძლევდა ივანიშვილს, რომ ინტერვიუ ემართა, რასაც ხშირად კვესიტაძის ჩართვა ემატებოდა და ამით სარგებლობდა "ოცნების" ლიდერი. ის კვესიტაძეს ზრდილობისკენ მოუწოდებდა და საკმაოდ სამართლიანადაც, ხოლო ტრაპაიძეს დრო და დრო მსუბუქად უტევდა. ის ივანიშვილის სცენარში აშკარად "ცუდი", მაგრამ არა საშინელი ჟურნალისტი იყო...

რაც შეეხება "იმედის" წარმომადგენელ ბატონ ჩიხლაძეს, მას ზუსტად ისეთივე სახე ჰქონდა, როგორც პროკურატურაში შესვლის წინ ლევან ყიფიანს. რეალურად, ირაკლი ჩიხლაძეს მაშველი რგოლის როლი უნდა შეესრულებინა და გაჭირვების ჟამს საჭირო კითხვები უნდა დაესვა ბატონისთვის კი არადა, ბატონი ბიძინასთვის. თუმცა, ამ შემთხვევაში მაშველი რგოლი მარტო არ იყო და ბატონი ბიძინაც იძულებული იყო არაადეკვატური და უტიფარი პასუხები გაეცა როგორც მოურიდებელი, ისე მორიდებული ჟურნალისტებისთვის. მოკლედ, ირაკლი ჩიხლაძე ამ სამეულში აშკარად "კარგი" პერსონაჟი იყო, "ხბოს თვალებით..."...განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები