მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეზე დაკავებული გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეზე დაკავებული გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი გია თვა­ლა­ვა­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლა.

სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თვა­ლა­ვა­ძის დაც­ვის მხა­რემ მი­მარ­თა, რის სა­ფუძ­ვლა­დაც მან და­კა­ვე­ბუ­ლის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

"ჩა­ვა­ტა­რეთ ექ­სპერ­ტი­ზა. გიას მდგო­მა­რე­ო­ბა არის რთუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ექ­სპერ­ტის პა­სუ­ხე­ბი წარ­ვიდ­გი­ნეთ სა­სა­მარ­თლოს და მო­სა­მარ­თლე­მაც მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აფ­ცი­ა­ურ­მა.

პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ დას­რულ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, სუს-მა ე.წ. "სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის" სფე­რო­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი გია თვა­ლა­ვა­ძე და­ა­კა­ვა. სუს-ისვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: ნინო კ, ქე­თე­ვან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნა­თე­ლა მ.

მათ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. 26 სექ­ტემ­ბერს კი გია თვა­ლა­ვა­ძე ცი­ხი­დან ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გა­და­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეზე დაკავებული გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეზე დაკავებული გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით თვალავაძის დაცვის მხარემ მიმართა, რის საფუძვლადაც მან დაკავებულის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

"ჩავატარეთ ექსპერტიზა. გიას მდგომარეობა არის რთული. შესაბამისად, ექსპერტის პასუხები წარვიდგინეთ სასამართლოს და მოსამართლემაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა აფციაურმა.

პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. სუს-ისვე ინფორმაციით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 26 სექტემბერს კი გია თვალავაძე ციხიდან ჩაფიძის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს