მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხის მდინარე" აშშ-სკენ მიედინება - მძიმე კადრები ფოტორეპორტიორმა საზღვარზე გადაიღო
"ხალხის მდინარე" აშშ-სკენ მიედინება - მძიმე კადრები ფოტორეპორტიორმა საზღვარზე გადაიღო

ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კი­დან ათა­სო­ბით მიგ­რან­ტი ცდი­ლობს, მექ­სი­კამ­დე მი­აღ­წი­ოს, სა­ი­და­ნაც აშშ-ში გა­დას­ვლის იმე­დი აქვთ.

BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი უმე­ტე­სო­ბა მშო­ბე­ლია, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, შეძ­ლე­ბენ თავი და­აღ­წი­ონ სამ­შობ­ლო­ში არ­სე­ბულ ძა­ლა­დო­ბას და ცხოვ­რე­ბის რთულ პი­რო­ბებს.

ხალ­ხის ნა­კა­დი მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი მიგ­რა­ცი­ის ტალ­ღას „ხალ­ხის მდი­ნა­რეს“ უწო­დე­ბენ. ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტმა ენ­კარ­ნი პინ­და­დომ მიგ­რან­ტე­ბი გვა­ტე­მა­ლა-მექ­სი­კის სა­ზღვარ­თან გა­და­ი­ღო.

ჯგუფ­მა ჰონ­დუ­რა­სის ქა­ლა­ქი სან პედ­რო სულა 13 ოქ­ტომ­ბერს და­ტო­ვა, ქა­ლა­ქის ფაქ­ტი­უ­რი მმარ­თვე­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი არი­ან. მიგ­რან­ტებს იმე­დი აქვთ, აშშ-ში შეს­ვლას შეძ­ლე­ბენ, სა­დაც ახალ ცხოვ­რე­ბას და­ი­წყე­ბენ.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი კი ამ­ბობს, რომ ნა­კა­დის შეშ­ვე­ბას ქვე­ყა­ნა­ში არ და­უშ­ვებს. „ტვი­ტერ­ზე“ დო­ნალდ ტრამპმა აღ­ნიშ­ნა, რომ მიგ­რან­ტე­ბის ჯგუ­ფებ­ში „კრი­მი­ნა­ლე­ბი და შუა აღ­მო­სავ­ლე­თის უც­ნო­ბი მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან შე­რე­უ­ლი“, თუმ­ცა არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა პრე­ზი­დენტს პოს­ტის­თვის არ და­ურ­თავს.

ნა­კად­ში უმე­ტე­სო­ბა ჰონ­დუ­რა­სე­ლია. მექ­სი­კე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ შე­უშ­ვე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვი­საც პას­პორ­ტი, ან სა­ჭი­რო ვიზა არ აქვთ. დღის ბო­ლოს­თვის მათ მხო­ლოდ 300 ადა­მი­ა­ნის სა­ბუ­თე­ბი ჰქონ­დათ შე­მოწ­მე­ბუ­ლი, 5 ათა­სი მიგ­რან­ტი კი სა­კუ­თარ რიგს ჯერ კი­დევ ხიდ­ზე ელო­დე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა სი­ცხი­სა და დაღ­ლი­ლო­ბის­გან სა­ზღვარ­თან გო­ნე­ბა და­კარ­გა, ისი­ნი 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მექ­სი­კის სა­ზღვრამ­დე შე­უ­ჩე­რებ­ლად მი­დი­ოდ­ნენ.

გვა­ტე­მა­ლას მხა­რეს დარ­ჩე­ნილ მიგ­რან­ტე­ბის ნა­წილს კი მოთ­მი­ნე­ბა ამო­ე­წუ­რა, რაც სა­ბო­ლო­ოდ ჯგუ­ფე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე მი­ვი­და და პო­ლი­ცი­ამ მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ფო­ტო­ზე კი ჩანს მამა, რო­მელ­საც ხელ­ში შვი­ლი უჭი­რავს - ორი­ვე მათ­გან­მა ცრემლსა­დე­ნი გაზი შე­ი­სუნ­თქა.

36 სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ მექ­სი­კა­ში 600 მიგ­რან­ტი იყო შე­სუ­ლი.

მათ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან, სახ­ლე­ბი­დან საკ­ვე­ბი და ტან­საც­მე­ლი გა­მო­აქვთ. ვი­საც სი­ა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირთ, ად­გი­ლობ­რი­ვებს სა­ზღვრამ­დე მან­ქა­ნით მიჰ­ყავთ. მიგ­რან­ტებს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი აშშ-ს სა­ზღვრამ­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წევთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხალხის მდინარე" აშშ-სკენ მიედინება - მძიმე კადრები ფოტორეპორტიორმა საზღვარზე გადაიღო

"ხალხის მდინარე" აშშ-სკენ მიედინება - მძიმე კადრები ფოტორეპორტიორმა საზღვარზე გადაიღო

ცენტრალური ამერიკიდან ათასობით მიგრანტი ცდილობს, მექსიკამდე მიაღწიოს, საიდანაც აშშ-ში გადასვლის იმედი აქვთ.

BBC-ს ინფორმაციით, მათი უმეტესობა მშობელია, მცირეწლოვანი შვილებით, რომლებიც ფიქრობენ, შეძლებენ თავი დააღწიონ სამშობლოში არსებულ ძალადობას და ცხოვრების რთულ პირობებს.

ხალხის ნაკადი მუდმივად იზრდება, დამკვირვებლები მიგრაციის ტალღას „ხალხის მდინარეს“ უწოდებენ. ფოტოჟურნალისტმა ენკარნი პინდადომ მიგრანტები გვატემალა-მექსიკის საზღვართან გადაიღო.

ჯგუფმა ჰონდურასის ქალაქი სან პედრო სულა 13 ოქტომბერს დატოვა, ქალაქის ფაქტიური მმართველები კრიმინალური დაჯგუფებები არიან. მიგრანტებს იმედი აქვთ, აშშ-ში შესვლას შეძლებენ, სადაც ახალ ცხოვრებას დაიწყებენ.

აშშ-ს პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ნაკადის შეშვებას ქვეყანაში არ დაუშვებს. „ტვიტერზე“ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მიგრანტების ჯგუფებში „კრიმინალები და შუა აღმოსავლეთის უცნობი მცხოვრებლები არიან შერეული“, თუმცა არანაირი მტკიცებულება პრეზიდენტს პოსტისთვის არ დაურთავს.

ნაკადში უმეტესობა ჰონდურასელია. მექსიკელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არ შეუშვებენ მოქალაქეებს, ვისაც პასპორტი, ან საჭირო ვიზა არ აქვთ. დღის ბოლოსთვის მათ მხოლოდ 300 ადამიანის საბუთები ჰქონდათ შემოწმებული, 5 ათასი მიგრანტი კი საკუთარ რიგს ჯერ კიდევ ხიდზე ელოდებოდა.

რამდენიმე ადამიანმა სიცხისა და დაღლილობისგან საზღვართან გონება დაკარგა, ისინი 6 დღის განმავლობაში მექსიკის საზღვრამდე შეუჩერებლად მიდიოდნენ.

გვატემალას მხარეს დარჩენილ მიგრანტების ნაწილს კი მოთმინება ამოეწურა, რაც საბოლოოდ ჯგუფების დაპირისპირებამდე მივიდა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ფოტოზე კი ჩანს მამა, რომელსაც ხელში შვილი უჭირავს - ორივე მათგანმა ცრემლსადენი გაზი შეისუნთქა.

36 საათიანი ლოდინის შემდეგ მექსიკაში 600 მიგრანტი იყო შესული.

მათ ადგილობრივებიც ეხმარებიან, სახლებიდან საკვები და ტანსაცმელი გამოაქვთ. ვისაც სიარული ყველაზე მეტად უჭირთ, ადგილობრივებს საზღვრამდე მანქანით მიჰყავთ. მიგრანტებს ფეხით სიარული აშშ-ს საზღვრამდე კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწევთ.

"ქარწაღებული პრეზიდენტი", ქაოსი, კრიტიკა და უჩვეულო ჩვევები - ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდები

ნორვეგიაში ხანდაზმულთა გარდაცვალებასა და COVID-19-ის ვაქცინას შორის კავშირი არ იკვეთება - "შეშფოთებულები ნამდვილად არ ვართ"

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, მოსალოდნელი საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა