საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი დღე გავატარე მასთან ერთად... ნუგ, ასე მომმართავდა" - როგორ იხსენებს ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრას
"ერთი დღე გავატარე მასთან ერთად... ნუგ, ასე მომმართავდა" - როგორ იხსენებს ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრას

ფო­ტოს უამ­რა­ვი ამ­ბის მო­ყო­ლა შე­უძ­ლია - უც­ნობ, უნი­კა­ლურ ის­ტო­რი­ებს ინა­ხავს და ფირ­ზე სა­მუ­და­მოდ აღ­ბეჭ­დავს. ზო­გი­ერ­თი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი და კარ­გად ნა­ფიქ­რია, ზო­გიც და­უ­გეგ­მა­ვი და ექ­სპრომ­ტად გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა მთა­ვა­რი ისაა, რომ ეს კად­რე­ბი რჩე­ბა და ისი­ნი და­უ­ვი­წყარ ის­ტო­რებს ყვე­ბი­ან.

ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, მთარ­გმნე­ლი­სა და პე­და­გო­გი­კის დოქ­ტო­რის ნუგ­ზარ რუ­ხა­ძის ალ­ბო­მი ათა­სო­ბით ფო­ტოს ინა­ხავს. რო­გორც გაგ­ვიმ­ხი­ლა, ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სევ­და­ნა­რე­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს და მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვარს იმ სკივ­რის გახ­სნა, სა­დაც მისი ფო­ტო­არ­ქი­ვი ინა­ხე­ბა. თუმ­ცა, მის სა­მუ­შაო ოთახ­ში, კედ­ლებ­ზე გა­მო­ფე­ნილ რამ­დე­ნი­მე ფო­ტოს­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბის ერთი იქ­ცევს: ფო­ტო­ზე ნუგ­ზარ რუ­ხა­ძე სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად აღი­ა­რე­ბულ მსა­ხი­ობ­თან, ლე­გენ­და­რულ ოდრი ჰე­პ­ბერნ­თან ერ­თა­დაა.

"ცხა­დია, ფო­ტოგ­რა­ფი­ას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ფო­ტო­ებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა თვალ­ხი­ლუ­ლი ის­ტო­რია, ის კი არა და სა­დღაც თა­რო­ზე მი­დევს წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით „ის­ტო­რია ფო­ტო­ებ­ში“ და ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც რა­ღაც როლი აქვს ნა­თა­მა­შე­ბი ამას, მაგ­რამ მე თა­ვად უნდა გი­თხრათ, რომ ფო­ტოს მი­მართ ცოტა სევ­დი­ა­ნი გან­წყო­ბა მაქვს. თით­ქოს ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლი ბედ­ნი­ე­რი მო­გო­ნე­ბე­ბიც კი, რა­ღაც სევ­დას მგვრის და ცუდ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ როცა წარ­მო­ვიდ­გენ ეს ათა­სო­ბით ფოტო, რო­მე­ლიც შე­მორ­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი დრო­ი­დან, ახლა კი­დევ ეს ელექტრო­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლი­თაც სავ­სეა ინ­ტერ­ნე­ტი და ჩემი კომ­პი­უ­ტე­რი, მო­მენ­ტა­ლუ­რად და­კარ­გა­ვენ მნიშ­ვნე­ლო­ბას, როცა მე აღარ ვიქ­ნე­ბი...

ასე წარ­მო­ვიდ­გენ ხოლ­მე: რა სა­ჭი­როა ეს ფო­ტო­ე­ბი? ხომ არ გა­ვა­ნად­გუ­რო, ცე­ცხლს ხომ არ მივ­ცე? ვინ იქ­ნე­ბა ამის პატ­რო­ნი? რას უზა­მენ რომ აღარ ვიქ­ნე­ბი? მაგ­რამ ისიც არის, რომ ზო­გი­ერ­თი ფოტო მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­და­ღე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც რა­ღაც გავ­ლე­ნა ჰქონ­და შენს ცხოვ­რე­ბა­ზე და გინ­და რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ი­ნა­ხო.

კე­დელ­ზე მაქვს ის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის, თვა­ლი შე­ვაჩ­ვიე და აღარ მგვრის ნაღ­ველს. მა­გა­ლი­თად, დე­დის და მა­მის სუ­რა­თე­ბი მაქვს კე­დელ­ზე და ზოგ­ჯერ როცა გა­ვი­ხე­დავ უკან და და­ვი­ნა­ხავ იმ­დე­ნი რა­ღაც უკავ­შირ­დე­ბა ამას, გა­გიჟ­დე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტოა, როცა ამე­რი­კა­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი "ემი" მი­ვი­ღე, მა­შინ აშშ-ში თეთ­რი ჩოხა მქონ­და წა­ღე­ბუ­ლი და ის ჩა­ვიც­ვი და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, მახ­სოვს დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტოს ოდრი ჰე­პ­ბერნ­თან ერ­თად... სი­მარ­თლე გი­თხრათ, არა­ერთ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან მაქვს სუ­რა­თე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ კე­დელ­ზე დავ­კი­დე მხო­ლოდ ეს, იმი­ტომ რომ ეს სუ­რა­თი იმ­სა­ხუ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას, იმი­ტომ რომ ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი ოდრი ჰე­პ­ბერ­ნია! მე მარ­თლაც, ერთი სა­მუ­შაო დღის გა­ტა­რე­ბა მო­მიხ­და მას­თან ერ­თად, რო­დე­საც ის ატ­ლან­ტა­ში ჩა­მო­ვი­და, რო­გორც UNICEF-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მე ამე­რი­კის ტე­ლე­ვი­ზი­ის სტუ­დი­ამ გა­მაგ­ზავ­ნა მას­ზე სი­უ­ჟე­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად. უკვე ხან­ში იყო შე­სუ­ლი, თუმ­ცა ის სი­ნათ­ლე და სათ­ნო­ე­ბა სა­ხე­ში და თვა­ლებ­ში მა­ინც შე­მორ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და.

ეს იყო აბ­სო­ლი­ტუ­რად და­უ­ვი­წყა­რი დღე! ისე თბი­ლად მო­მექ­ცა, იქამ­დე მი­ვი­და საქ­მე, რომ სა­ხე­ლი­თაც მომ­მარ­თავ­და - ნუგ, ასე მე­ძახ­და. ვერ გა­ი­მე­ო­რებ­და ჩემს ქარ­თულ სა­ხელს და შე­მოკ­ლე­ბით ვუ­თხა­რი, რო­გორც მე­ძახ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ფოტო შემ­თხვე­ვით გა­და­ი­ღო უც­ნობ­მა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­მა და რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ მო­მი­ტა­ნა - მომ­ცა კონ­ვერ­ტით, რო­გორც სი­ურპრი­ზი.

- ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბი დროს­თან ერ­თად მუდ­მივ ცვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის, თუმ­ცა ოდრი მიჩ­ნე­უ­ლია იმ სი­ლა­მა­ზის მქო­ნე ქა­ლად, რო­მე­ლიც დღემ­დე მი­სა­ბა­ძია. თქვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან, მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც მარ­თლაც არა­ერ­თი ულა­მა­ზე­სი ქალი არ­სე­ბობ­და, თუ გა­მო­არ­ჩევ­დით ვინ­მეს, რომ­ლის სი­ლა­მა­ზეც დღემ­დე ასე­თი­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია?

- მოდი ორ ნა­წი­ლად გავ­ყოთ ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. ერთი ოდ­რი­ზე, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი ქარ­თულ სი­ლა­მა­ზე­ზე. თა­ვად ოდრი კა­ცობ­რი­ო­ბის გლო­ბა­ლურ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ისე­თი კლა­სი­კაა, რო­მელ­საც ასა­კი არ შე­ე­ხო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­სას, იყო ნა­ო­ჭე­ბით სავ­სე, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი, მას შემ­დეგ სულ რა­ღაც ერთ წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა... უნდა გი­თხრათ რომ ეს იყო სი­ნა­ზის ისე­თი აღ­ქმა, რომ­ლის აღ­წე­რაც არ შე­მიძ­ლია, ანუ იმას რა­საც ჩვენ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში ვგრძნობ­დით, მა­ნამ ფი­ზი­კუ­რად გა­ვიც­ნობ­დი მას, ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა მარ­თა­ლი.

ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ გან­ვაგ­რძოთ სა­უ­ბა­რი, უნდა ვთქვა რომ იყო რამ­დე­ნი­მე ფილ­მი, რომ­ლის ყუ­რე­ბაც გან­სა­კუთ­რე­ბით მსი­ა­მოვ­ნებ­და ყო­ველ­თვის და უნდა ვთქვა, რომ არ­სე­ბობ­დნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რო­მელ­თა ეკ­რან­ზე და­ნახ­ვაც მა­ხა­რებ­და და არ მინ­დო­და გამ­ქრა­ლიყ­ვნენ ტელე თუ კინო ეკ­რა­ნე­ბი­დან. ასე­თი იყო ლე­ი­ლა აბა­ში­ძე, ასე ით­ვლე­ბა რომ სხვე­ბი უფრო ლა­მა­ზე­ბი არი­ან ლე­ი­ლა­ზე, მაგ­რამ ნამ­დვილ, მსხვილ კი­ნო­ვარ­სკვლა­ვად, რომ­ლის ყუ­რე­ბაც მა­ხა­ლი­სებს და მსი­ა­მოვ­ნებს, მი­ვიჩ­ნევ ლე­ი­ლა აბა­ში­ძეს.

დღეს კი, ასე­თი გა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი და სი­ხა­რუ­ლის მომ­გვრე­ლი სახე ეკ­რან­ზე არ მაქვს, ნეტა ეს და­მა­ნა­ხა ეკ­რან­ზე ასე­თი გან­ცდა არა­ვის მი­მართ არ მაქვს..."

სა­უ­ბარს კვლავ ოდრი ჰე­პ­ბერნ­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე სა­უბ­რით ვას­რუ­ლებთ. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ ეს ფოტო 1992 წლით თა­რიღ­დე­ბა, გა­და­ღე­ბუ­ლია კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი წლით ადრე. კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი 1993 წლის 20 იან­ვარს 64 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იმა­ვე წელს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მსა­ხი­ობს სა­პა­ტიო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრე­მია მი­ე­ნი­ჭა.

სა­ნამ ნუგ­ზარ რუ­ხა­ძი­სა და ოდრი ჰე­პ­ბერ­ნის ფოტო მის სა­პა­ტიო ად­გილს და­უბ­რუნ­დე­ბა კე­დელ­ზე, მას­პინ­ძელს ვთხო­ვეთ, რომ ჩვე­ნი რუბ­რი­კის­თვის სა­მახ­სოვ­რო ფოტო გა­და­ი­ღოს ოდ­რის სუ­რათ­თან ერ­თად. ნუგ­ზარ რუ­ხა­ძე ამა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით გვთან­ხმდე­ბა და ფო­ტოს იღებს. იმ წუ­თი­დან უკვე სხვა, ახა­ლი ფო­ტოს ის­ტო­რია იწყე­ბა, კაც­ზე, რო­მელ­მაც პი­რა­დად გა­იც­ნო ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი და წლე­ბის შემ­დეგ კვლავ აღ­ტა­ცე­ბი­თა და ღი­მი­ლით იხ­სე­ნებს ამ ის­ტო­რი­ას...

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

ავტორი:

"ერთი დღე გავატარე მასთან ერთად... ნუგ, ასე მომმართავდა" - როგორ იხსენებს ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრას

"ერთი დღე გავატარე მასთან ერთად... ნუგ, ასე მომმართავდა" - როგორ იხსენებს ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრას

ფოტოს უამრავი ამბის მოყოლა შეუძლია - უცნობ, უნიკალურ ისტორიებს ინახავს და ფირზე სამუდამოდ აღბეჭდავს. ზოგიერთი წინასწარ დაგეგმილი, მომზადებული და კარგად ნაფიქრია, ზოგიც დაუგეგმავი და ექსპრომტად გადაღებული, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს კადრები რჩება და ისინი დაუვიწყარ ისტორებს ყვებიან.

ყველასათვის კარგად ცნობილი ჟურნალისტის, მთარგმნელისა და პედაგოგიკის დოქტორის ნუგზარ რუხაძის ალბომი ათასობით ფოტოს ინახავს. როგორც გაგვიმხილა, ფოტოებთან დაკავშირებით სევდანარევი დამოკიდებულება აქვს და მაინცდამაინც არ უყვარს იმ სკივრის გახსნა, სადაც მისი ფოტოარქივი ინახება. თუმცა, მის სამუშაო ოთახში, კედლებზე გამოფენილ რამდენიმე ფოტოსთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღების ერთი იქცევს: ფოტოზე ნუგზარ რუხაძე სილამაზის ეტალონად აღიარებულ მსახიობთან, ლეგენდარულ ოდრი ჰეპბერნთან ერთადაა.

"ცხადია, ფოტოგრაფიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ფოტოებმა შემოგვინახა თვალხილული ისტორია, ის კი არა და სადღაც თაროზე მიდევს წიგნი სახელწოდებით „ისტორია ფოტოებში“ და ჩემს ცხოვრებაშიც რაღაც როლი აქვს ნათამაშები ამას, მაგრამ მე თავად უნდა გითხრათ, რომ ფოტოს მიმართ ცოტა სევდიანი განწყობა მაქვს. თითქოს ფოტოზე ასახული ბედნიერი მოგონებებიც კი, რაღაც სევდას მგვრის და ცუდ ხასიათზე მაყენებს, განსაკუთრებით მაშინ როცა წარმოვიდგენ ეს ათასობით ფოტო, რომელიც შემორჩენილია ძველი დროიდან, ახლა კიდევ ეს ელექტრონული ფოტოები, რომლითაც სავსეა ინტერნეტი და ჩემი კომპიუტერი, მომენტალურად დაკარგავენ მნიშვნელობას, როცა მე აღარ ვიქნები...

ასე წარმოვიდგენ ხოლმე: რა საჭიროა ეს ფოტოები? ხომ არ გავანადგურო, ცეცხლს ხომ არ მივცე? ვინ იქნება ამის პატრონი? რას უზამენ რომ აღარ ვიქნები? მაგრამ ისიც არის, რომ ზოგიერთი ფოტო მართლაც მნიშვნელოვანია, გადაღებულია ადამიანებთან, რომლებსაც რაღაც გავლენა ჰქონდა შენს ცხოვრებაზე და გინდა რომ ეს ყველაფერი შეინახო.

კედელზე მაქვს ის ფოტოები, რომლებიც ძვირფასია ჩემთვის, თვალი შევაჩვიე და აღარ მგვრის ნაღველს. მაგალითად, დედის და მამის სურათები მაქვს კედელზე და ზოგჯერ როცა გავიხედავ უკან და დავინახავ იმდენი რაღაც უკავშირდება ამას, გაგიჟდები. საინტერესო ფოტოა, როცა ამერიკაში რეგიონალური "ემი" მივიღე, მაშინ აშშ-ში თეთრი ჩოხა მქონდა წაღებული და ის ჩავიცვი დაჯილდოებაზე, მახსოვს დიდი ყურადღება მიიქცია.

რაც შეეხება ფოტოს ოდრი ჰეპბერნთან ერთად... სიმართლე გითხრათ, არაერთ ცნობილ ადამიანთან მაქვს სურათები გადაღებული, მაგრამ კედელზე დავკიდე მხოლოდ ეს, იმიტომ რომ ეს სურათი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ ოდრი ჰეპბერნი ოდრი ჰეპბერნია! მე მართლაც, ერთი სამუშაო დღის გატარება მომიხდა მასთან ერთად, როდესაც ის ატლანტაში ჩამოვიდა, როგორც UNICEF-ის წარმომადგენელი. მე ამერიკის ტელევიზიის სტუდიამ გამაგზავნა მასზე სიუჟეტის მოსამზადებლად. უკვე ხანში იყო შესული, თუმცა ის სინათლე და სათნოება სახეში და თვალებში მაინც შემორჩენილი ჰქონდა.

ეს იყო აბსოლიტურად დაუვიწყარი დღე! ისე თბილად მომექცა, იქამდე მივიდა საქმე, რომ სახელითაც მომმართავდა - ნუგ, ასე მეძახდა. ვერ გაიმეორებდა ჩემს ქართულ სახელს და შემოკლებით ვუთხარი, როგორც მეძახდნენ ტელევიზიაში. ფოტო შემთხვევით გადაიღო უცნობმა ფოტორეპორტიორმა და რამდენიმე კვირის შემდეგ მომიტანა - მომცა კონვერტით, როგორც სიურპრიზი.

- ბატონო ნუგზარ, სილამაზის სტანდარტები დროსთან ერთად მუდმივ ცვლილებას განიცდის, თუმცა ოდრი მიჩნეულია იმ სილამაზის მქონე ქალად, რომელიც დღემდე მისაბაძია. თქვენი გადმოსახედიდან, მე-20 საუკუნის ქართულ რეალობაში, სადაც მართლაც არაერთი ულამაზესი ქალი არსებობდა, თუ გამოარჩევდით ვინმეს, რომლის სილამაზეც დღემდე ასეთივე აქტუალურია?

- მოდი ორ ნაწილად გავყოთ ამ შეკითხვაზე პასუხი. ერთი ოდრიზე, ხოლო მეორე ნაწილი ქართულ სილამაზეზე. თავად ოდრი კაცობრიობის გლობალურ მეხსიერებაში ისეთი კლასიკაა, რომელსაც ასაკი არ შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხვედრისას, იყო ნაოჭებით სავსე, ძალიან გამხდარი, მას შემდეგ სულ რაღაც ერთ წელიწადში გარდაიცვალა... უნდა გითხრათ რომ ეს იყო სინაზის ისეთი აღქმა, რომლის აღწერაც არ შემიძლია, ანუ იმას რასაც ჩვენ კინემატოგრაფში ვგრძნობდით, მანამ ფიზიკურად გავიცნობდი მას, ეს ყველაფერი აღმოჩნდა მართალი.

ქართულ რეალობასთან დაკავშირებით რომ განვაგრძოთ საუბარი, უნდა ვთქვა რომ იყო რამდენიმე ფილმი, რომლის ყურებაც განსაკუთრებით მსიამოვნებდა ყოველთვის და უნდა ვთქვა, რომ არსებობდნენ მსახიობები, რომელთა ეკრანზე დანახვაც მახარებდა და არ მინდოდა გამქრალიყვნენ ტელე თუ კინო ეკრანებიდან. ასეთი იყო ლეილა აბაშიძე, ასე ითვლება რომ სხვები უფრო ლამაზები არიან ლეილაზე, მაგრამ ნამდვილ, მსხვილ კინოვარსკვლავად, რომლის ყურებაც მახალისებს და მსიამოვნებს, მივიჩნევ ლეილა აბაშიძეს.

დღეს კი, ასეთი გამახალისებელი და სიხარულის მომგვრელი სახე ეკრანზე არ მაქვს, ნეტა ეს დამანახა ეკრანზე ასეთი განცდა არავის მიმართ არ მაქვს..."

საუბარს კვლავ ოდრი ჰეპბერნთან გადაღებულ ფოტოზე საუბრით ვასრულებთ. როგორც გავარკვიეთ ეს ფოტო 1992 წლით თარიღდება, გადაღებულია კინოვარსკვლავის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. კინოვარსკვლავი 1993 წლის 20 იანვარს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე წელს გარდაცვალების შემდეგ, "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე მსახიობს საპატიო ჰუმანიტარული პრემია მიენიჭა.

სანამ ნუგზარ რუხაძისა და ოდრი ჰეპბერნის ფოტო მის საპატიო ადგილს დაუბრუნდება კედელზე, მასპინძელს ვთხოვეთ, რომ ჩვენი რუბრიკისთვის სამახსოვრო ფოტო გადაიღოს ოდრის სურათთან ერთად. ნუგზარ რუხაძე ამაზე სიამოვნებით გვთანხმდება და ფოტოს იღებს. იმ წუთიდან უკვე სხვა, ახალი ფოტოს ისტორია იწყება, კაცზე, რომელმაც პირადად გაიცნო ოდრი ჰეპბერნი და წლების შემდეგ კვლავ აღტაცებითა და ღიმილით იხსენებს ამ ისტორიას...

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს