პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში მდინარე დააშრეს და ფსკერი ბეტონით მოაპირკეთეს - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან
ქუთაისში მდინარე დააშრეს და ფსკერი ბეტონით მოაპირკეთეს - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან

ქუ­თა­ის­ში, ავ­ტო­ქარ­ხნის და­სახ­ლე­ბა­ში, მდი­ნა­რე ოღას­კუ­რა დრო­ე­ბით და­აშ­რეს, ფსკე­რი კი მო­ა­ბე­ტო­ნეს. ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

"მსგავ­სი რამ არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ჯე­ბი­რე­ბის გა­მაგ­რე­ბა მეს­მის, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის გაწ­მენ­და მეს­მის, მაგ­რამ მდი­ნა­რის ფსკე­რის ბე­ტო­ნით მო­პირ­კე­თე­ბა არა. აქ მთლი­ა­ნად და­ირ­ღვე­ვა ეკო-სის­ტე­მა. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ან ვე­ლო­ბი­ლი­კი არ გე­გო­ნოთ. ეს მდი­ნა­რე ოღას­კუ­რაა ქუ­თა­ის­ში, რომ­ლის ფსკე­რი მო­ა­ბე­ტო­ნეს“, - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ქუ­თა­ი­სის "სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ხვი­ჩა ვა­შაყ­მა­ძემ.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში მდი­ნა­რე ოღას­კუ­რას კა­ლა­პო­ტის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თეს. მე­რი­ის გან­მარ­ტე­ბით, მდი­ნა­რე ოღას­კუ­რას კა­ლა­პო­ტის მო­წყო­ბა მო­ნო­ლი­თუ­რი ბე­ტო­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს, რო­გორც ჯე­ბი­რე­ბის, ასე­ვე ფსკე­რის მო­წყო­ბას.

"შე­სა­ბა­მი­სად, მდი­ნა­რე სწრა­ფად გა­ა­ტა­რებს წყალს და არ მოხ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დატ­ბორ­ვა. ამას­თან, მო­მა­ვალ­ში მოგ­რო­ვე­ბუ­ლი ქვა-ღორ­ღი, ქვი­შა თუ ხის ნარ­ჩე­ნე­ბი ად­ვი­ლად გა­იწ­მინ­დე­ბა, რათა მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ ერთხელ არ დად­გეს დატ­ბორ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე. მდი­ნა­რე ოღას­კუ­რა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის შემ­დეგ არ გაწ­მენ­დი­ლა, რის გა­მოც უხვი ნა­ლე­ქის დროს ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე მთელ ქა­ლაქს ტბო­რავ­და და მო­სახ­ლე­ო­ბას აზა­რა­ლებ­და. ქუ­თა­ი­სის მე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად შე­მუ­შავ­და მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მო­წყო­ბის პრო­ექ­ტი, რათა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ქა­ლაქ­ში სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვარ­დეს. სხვა­დას­ხვა დროს დაგ­რო­ვე­ბუ­ლი სი­ლი­სა და ნა­ლე­ქის გამო, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი 3-4 მეტ­რამ­დე იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ახლა ის 7 მეტ­რამ­დე გა­ფარ­თოვ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძველ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­და. ამას­თან, მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში მო­იჭ­რა ერთ მეტ­რამ­დე მიწა", - აცხა­დე­ბენ მე­რი­ა­ში.

VIDEO: კად­რე­ბი ქუ­თა­ი­სი­დან, სა­დაც მდი­ნა­რე მო­ა­ბე­ტო­ნეს

00:00 / 00:00
ავტორი:

ქუთაისში მდინარე დააშრეს და ფსკერი ბეტონით მოაპირკეთეს - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან

ქუთაისში მდინარე დააშრეს და ფსკერი ბეტონით მოაპირკეთეს - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს, ფსკერი კი მოაბეტონეს. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

"მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ჯებირების გამაგრება მესმის, მდინარის კალაპოტის გაწმენდა მესმის, მაგრამ მდინარის ფსკერის ბეტონით მოპირკეთება არა. აქ მთლიანად დაირღვევა ეკო-სისტემა. საავტომობილო გზა ან ველობილიკი არ გეგონოთ. ეს მდინარე ოღასკურაა ქუთაისში, რომლის ფსკერი მოაბეტონეს“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის "საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ქუთაისის მერიაში მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის შესახებ განმარტება გააკეთეს. მერიის განმარტებით, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, როგორც ჯებირების, ასევე ფსკერის მოწყობას.

"შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა. ამასთან, მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება, რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე. მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს ტბორავდა და მოსახლეობას აზარალებდა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მდინარის კალაპოტის მოწყობის პროექტი, რათა აღნიშნული პრობლემა ქალაქში საბოლოოდ მოგვარდეს. სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა", - აცხადებენ მერიაში.

VIDEO: კადრები ქუთაისიდან, სადაც მდინარე მოაბეტონეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ