კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებენ ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს
როგორ აფასებენ ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

ექ­სპერ­ტე­ბი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს აფა­სე­ბენ. გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ექ­სპრე­მი­ერს ინ­ტერ­ვი­უ­ში არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პრობ­ლე­მა­ზე არ უსა­უბ­რია და არ­ცერ­თი პო­ზი­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლი მის­გან არ მოგ­ვის­მე­ნია.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, ის გუ­შინ მოგ­ვევ­ლი­ნა სის­ტე­მის ერთ-ერთ ად­ვო­კა­ტად. თუ რო­გო­რი ად­ვო­კა­ტია, ეს გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია, ამას მე ვერ შე­ვა­ფა­სებ. მისი ამო­ცა­ნა აღარ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის მო­პო­ვე­ბა, მისი ამო­ცა­ნა არის სის­ტე­მის ძა­ლის­მი­ე­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი შიშ­სა და აგ­რე­სი­ა­ზე. ეს კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ის აღარ არის ლი­დე­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია რა­მის შეც­ვლა, ის არის სის­ტე­მის ძა­ლის­მი­ე­რი გა­რან­ტი და მეტი არა­ფე­რი. პირ­და­პირ ამ­ბობ­და, რომ მისი ამო­ცა­ნა არის პარ­ტი­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­მო­იკ­ვე­თა, რომ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მისი უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მთლად ადეკ­ვა­ტუ­რად ვერ აღიქ­ვამს იმ რთულ ვი­თა­რე­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რად არის შექ­მნი­ლი"

რო­გორც ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, იმის თქმა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფერს "რუს­თა­ვი 2" აკონ­ტრო­ლებს, უძ­ლუ­რე­ბის აღი­ა­რე­ბაა.

"ჩემ­ზე საკ­მა­ოდ მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ამ ინ­ტერ­ვი­უმ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მთლი­ა­ნად რე­ზი­უ­მეს თუ ავი­ღებთ, რა­ზეც იყო ლა­პა­რა­კი, სა­ერ­თოდ, გა­მო­დის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ან ცუდი კი არ არის, ამას "რუს­თა­ვი 2" აკე­თებს და რო­დე­საც ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა, ეს უკვე ნიშ­ნავს, რომ საქ­მე მთლად ისე ვერ არის, ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მისი უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მთლად ადეკ­ვა­ტუ­რად ვერ აღიქ­ვამს იმ რთულ ვი­თა­რე­ბას, რაც რე­ა­ლუ­რად არის ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი. თუ რე­ა­ლუ­რად, მარ­თლად ასე ფიქ­რო­ბენ, რომ მხო­ლოდ "რუს­თვი 2"-ია დამ­ნა­შა­ვე და ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი ვარ­დის­ფრად არის, მა­შინ მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი გვექ­ნე­ბა და კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია. სხვა სა­კი­თხია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმას, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მთლი­ა­ნად ფლობ­და ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ას, მათ შო­რის "რუს­თა­ვი 2"-ს მაგ­რამ ამან 2012 წელს ვერ უშ­ვე­ლა და ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა უჭირს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ყვე­ლა­ზე იოლი გა­მო­სა­ვა­ლი არის გა­დაბ­რა­ლე­ბა. თქმა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს "რუს­თა­ვი 2" აკონ­ტრო­ლებს, უძ­ლუ­რე­ბის აღი­ა­რე­ბაა", - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ­დე­ლი ინ­ტერ­ვიუ არ მო­ი­ცავ­და ძლი­ე­რი პარ­ტი­ის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, არა­მედ ეს იყო გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა და თუ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს მსგავ­სი გა­მოს­ვლა უნდა ჰქო­ნო­და, სჯობ­და, სა­ერ­თოდ არ გა­მო­სუ­ლი­ყო.

ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს ექ­სპრე­მი­ე­რის მი­მართ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე­ზე დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე. მისი თქმით, არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე­სა და მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს "პო­ლი­ტი­კურ საფ­ლავ­ში" ჩაყ­ვეს.

"ამ კაცს ძა­ლი­ან ცუდი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია იმან, რომ თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და. იმე­დი ჰქონ­და, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და. რა­ღა­ცე­ბი ხე­ლი­დან გა­ექ­ცა და რა­ღა­ცებს, ჩემი აზ­რით, რე­ა­ლუ­რად ვერ აფა­სებს. სა­დაც სუ­ბე­ლი­ანს ამ­დე­ნი კომ­პრო­მა­ტი აქვს, იმუქ­რე­ბა, რომ გერ­მა­ნი­ა­ში ტე­რა­ბა­ი­ტე­ბი აქვს, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პრო­მა­ტე­ბი ექ­ნე­ბა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე­საც. ალ­ბათ, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე სწო­რედ, ამ კომ­პრო­მა­ტე­ბის გა­მოა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი. სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხეა, ივა­ნიშ­ვი­ლი „პო­ლი­ტი­კურ საფ­ლავ­ში“ ჩაყ­ვეს ფარ­ცხა­ლა­ძეს და სუ­ბე­ლი­ანს და ამი­ტო­მაც, წე­სით, მარ­ტი­ვად უნდა მო­ი­შო­როს თა­ვი­დან, იმი­ტომ, რომ რო­გორც ჩანს, მათ რა­ღაც აქვთ, აბა რა­ტომ უნდა ჩაყ­ვეს ივა­ნიშ­ვი­ლი "პო­ლი­ტი­კურ საფ­ლავ­ში"?! ფაქ­ტია, რომ ისი­ნი ქვე­მოთ მი­ათ­რე­ვენ და გუ­შინ­დელ­მა ინ­ტერ­ვი­უმ მგო­ნი, ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ი­ტინ­გი კი­დევ უფრო დას­ცა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი შე­კი­თხვა იყო, რა­საც პა­სუ­ხი ვერ გას­ცა", - აღ­ნიშ­ნა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ.

ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თავი აა­რი­და და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მსგავ­სი პი­რე­ბის მძე­ვა­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"ეს კაცი მგო­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, ამ სის­ტე­მის ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დეა შექ­მნი­ლი და ვერ გა­მო­დის ამ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრი­დან, თვი­თონ აღ­მოჩ­ნდა ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და სუ­ბე­ლი­ა­ნის­ნა­ი­რე­ბის მძე­ვა­ლი. უკვე ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა იმა­ში, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი საკ­ნი­დან მან გა­იყ­ვა­ნა. ეს ხომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პრო­მა­ტია სო­ზარ სუ­ბა­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, თუ ასე­თი რა­ღაც არ­სე­ბობს. სხვა რა­ღა­ცაც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, პრინ­ციპ­ში ჩვენ არ ვი­ცით", - აღ­ნიშ­ნა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ.

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სამი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას სხვა თე­მე­ბზეც ისა­უბ­რა. მათ შო­რის, ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ის სა­კი­თხზე, ასე­ვე პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე­ზე.

ნა­ხეთ VIDEO: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის 3 გა­მო­ხედ­ვა ეკა კვე­სი­ტა­ძის მი­მართ კა­მა­თის შემ­დეგ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

როგორ აფასებენ ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

როგორ აფასებენ ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

ექსპერტები პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს აფასებენ. გია ხუხაშვილის შეფასებით, ექსპრემიერს ინტერვიუში არცერთ სახელმწიფოებრივ პრობლემაზე არ უსაუბრია და არცერთი პოზიტიური გზავნილი მისგან არ მოგვისმენია.

"ფაქტობრივად, ის გუშინ მოგვევლინა სისტემის ერთ-ერთ ადვოკატად. თუ როგორი ადვოკატია, ეს გემოვნების საკითხია, ამას მე ვერ შევაფასებ. მისი ამოცანა აღარ არის საზოგადოების პატივისცემის მოპოვება, მისი ამოცანა არის სისტემის ძალისმიერი შენარჩუნება, რომელიც იქნება დამყარებული შიშსა და აგრესიაზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის აღარ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია რამის შეცვლა, ის არის სისტემის ძალისმიერი გარანტი და მეტი არაფერი. პირდაპირ ამბობდა, რომ მისი ამოცანა არის პარტიული დისციპლინა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუდან გამოიკვეთა, რომ "ხელისუფლება და მისი უმაღლესი წარმომადგენელი მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვამს იმ რთულ ვითარებას, რაც ქვეყანაში რეალურად არის შექმნილი"

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმის თქმა, რომ ქვეყანაში ყველაფერს "რუსთავი 2" აკონტროლებს, უძლურების აღიარებაა.

"ჩემზე საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ინტერვიუმ, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად რეზიუმეს თუ ავიღებთ, რაზეც იყო ლაპარაკი, საერთოდ, გამოდის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება კატასტროფული ან ცუდი კი არ არის, ამას "რუსთავი 2" აკეთებს და როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ საქმე მთლად ისე ვერ არის, ანუ ხელისუფლება და მისი უმაღლესი წარმომადგენელი მთლად ადეკვატურად ვერ აღიქვამს იმ რთულ ვითარებას, რაც რეალურად არის ქვეყანაში შექმნილი. თუ რეალურად, მართლად ასე ფიქრობენ, რომ მხოლოდ "რუსთვი 2"-ია დამნაშავე და ყველაფერი დანარჩენი ვარდისფრად არის, მაშინ მძიმე პრობლემები გვექნება და კიდევ უფრო გაუარესდება სიტუაცია. სხვა საკითხია, რომ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ვერ აცნობიერებენ იმას, რომ სააკაშვილი მთლიანად ფლობდა ყველა ტელევიზიას, მათ შორის "რუსთავი 2"-ს მაგრამ ამან 2012 წელს ვერ უშველა და ამის გაცნობიერება უჭირს ხელისუფლებას და ყველაზე იოლი გამოსავალი არის გადაბრალება. თქმა, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს "რუსთავი 2" აკონტროლებს, უძლურების აღიარებაა", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ მოიცავდა ძლიერი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, არამედ ეს იყო გამოსავლის ძიება და თუ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მსგავსი გამოსვლა უნდა ჰქონოდა, სჯობდა, საერთოდ არ გამოსულიყო.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ყურადღებას ამახვილებს ექსპრემიერის მიმართ ოთარ ფარცხალაძეზე დასმულ შეკითხვებზე. მისი თქმით, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძესა და მირზა სუბელიანს "პოლიტიკურ საფლავში" ჩაყვეს.

"ამ კაცს ძალიან ცუდი სამსახური გაუწია იმან, რომ თავის დროზე პოლიტიკიდან წავიდა. იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს გააკონტროლებდა. რაღაცები ხელიდან გაექცა და რაღაცებს, ჩემი აზრით, რეალურად ვერ აფასებს. სადაც სუბელიანს ამდენი კომპრომატი აქვს, იმუქრება, რომ გერმანიაში ტერაბაიტები აქვს, ძალიან სერიოზული კომპრომატები ექნება ოთარ ფარცხალაძესაც. ალბათ, ოთარ ფარცხალაძე სწორედ, ამ კომპრომატების გამოა ხელშეუხებელი. სერიოზული საფრთხეა, ივანიშვილი „პოლიტიკურ საფლავში“ ჩაყვეს ფარცხალაძეს და სუბელიანს და ამიტომაც, წესით, მარტივად უნდა მოიშოროს თავიდან, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მათ რაღაც აქვთ, აბა რატომ უნდა ჩაყვეს ივანიშვილი "პოლიტიკურ საფლავში"?! ფაქტია, რომ ისინი ქვემოთ მიათრევენ და გუშინდელმა ინტერვიუმ მგონი, ივანიშვილის რეიტინგი კიდევ უფრო დასცა, რადგან ძალიან ბევრი ისეთი შეკითხვა იყო, რასაც პასუხი ვერ გასცა", - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ დასმულ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა თავი აარიდა და ოთარ ფარცხალაძისა და მირზა სუბელიანის მსგავსი პირების მძევალი აღმოჩნდა.

"ეს კაცი მგონი, სამწუხაროდ, ამ სისტემის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც მის ხელისუფლებაში მოსვლამდეა შექმნილი და ვერ გამოდის ამ მოჯადოებული წრიდან, თვითონ აღმოჩნდა ფარცხალაძისა და სუბელიანისნაირების მძევალი. უკვე ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან მან გაიყვანა. ეს ხომ ძალიან სერიოზული კომპრომატია სოზარ სუბარის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ ასეთი რაღაც არსებობს. სხვა რაღაცაც შეიძლება არსებობდეს, პრინციპში ჩვენ არ ვიცით", - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას სხვა თემებზეც ისაუბრა. მათ შორის, ბოლო პერიოდში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, ოთარ ფარცხალაძეზე, მიხეილ სააკაშვილზე, მარიხუანას კულტივაციის საკითხზე, ასევე პაატა ბურჭულაძეზე.

ნახეთ VIDEO: ბიძინა ივანიშვილის 3 გამოხედვა ეკა კვესიტაძის მიმართ კამათის შემდეგ

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები