საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ექს-პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბებ­მა, ნა­წი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებ­მა, ან ექს-პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბებ­ზე მათ­მა რე­აქ­ცი­ებ­მა აღაშ­ფო­თა.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო პოსტს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს შე­სა­ხებ და­ი­წე­რა.

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ნა­ცე­ბის დრო­საც რომ გა­მოგ­ვერ­თო "მა­ესტრო" და "კავ­კა­სია" ქვე­ყა­ნა­ში აღ­მავ­ლო­ბი­სა და აღმშე­ნებ­ლო­ბის მეტს ვე­რა­ფერს ნა­ხავ­დით. სულ გუ­გუ­ნი გა­უ­დი­ო­და ქვე­ყა­ნას"

გოგი გვა­ხა­რია, კი­ნომ­ცოდ­ნე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ვი­ღაც გა­ბი­ან­მა რომ თქვა ადრე გახ­სოვთ? ბენ­ზი­ნის ფული ხო ქონ­და თავი რომ მო­იკ­ლაო.. რა ამ­ბა­ვი ატყდა

ქვეყ­ნის ფორ­მა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, მე­ნე­ჯმენ­ტი რომ "კა­ნი­ო­კი" აქვს, გვი­თხრა, ღა­რი­ბე­ბი რომ ხართ თქვე­ნი ბრა­ლია (და რუს­თა­ვი-2-ის), ამი­ტომ ნუ გშურთ ფარ­ცხა­ლა­ძი­სო. ეს იყო ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი ნა­წი­ლი მაგ ინ­ტერ­ვი­უ­ში. და კი­დევ უფრო შემ­ზა­რა­ვი ისაა, რომ ამის შემ­დეგ "ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა". და, სამ­წუ­ხა­როდ, ასე გაგ­რძელ­დე­ბა კი­დევ"

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, ექ­სპერ­ტი:

"რე­ა­ლო­ბი­დან გას­ვლა და ასე­თი?! უფრო სწო­რად, მას თა­ვი­სი რე­ა­ლო­ბა აქვს, ხალ­ხის ნა­წილს - თა­ვი­სი. და­ა­დას­ტუ­რა, რომ ყვე­ლა­ფერს რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა და ზოგს მოს­წონს და ზოგს - არა, მის­გან აქვს მწვა­ნე ან­თე­ბუ­ლი. ჰოდა, ვინც მის რე­ა­ლო­ბას არ მი­ი­ღებს, იმას მაქ­სი­მუმ ერთ წელ­ში და­ა­ყე­ნე­ბენ სწორ გზა­ზე - ან აუ­ხე­ლენ ან და­უ­ხუ­ჭა­ვენ თვა­ლებს. მე კი­თხვე­ბი აღარ მაქვს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამომ­წუ­რა­ვი ინ­ტერ­ვიუ მო­ვის­მი­ნე".

არ­ჩილ გამ­ზარ­დია, ექ­სპერ­ტი:

"1. მთავ­რო­ბა კარ­გია 2. სა­ხელ­მწი­ფო აშენ­და 3. მე­დია ამა­ხინ­ჯებს ყვე­ლა­ფერს 4. ხალ­ხი რეგ­ვე­ნია და ვერ ხვდე­ბა რომ ბედ­ნი­ე­რია 5. ყვე­ლა­ფე­რი კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის ბრა­ლია, თუ მე­დია არ იქ­ნე­ბა, ყვე­ლა დარ­ჩე­ბა გა­ღი­მე­ბუ­ლი.

ეს იყო სულ. ასე ფიქ­რობ­და მი­შაც და ერთი ერ­თში ჯდე­ბა ად­რინ­დე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის იდე­ო­ლო­გი­ე­ბი. აღარ გვეს­რო­ლოთ, მოგ­ვა­შო­რეთ ეს მე­ტე­ო­რი"

ოთო კა­ხი­ძე, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო"

"ღა­რი­ბებ­მა ძაან ტვი­ნი ნუ შე­ჭა­მეთ. აგერ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეც არ იყო შეძ­ლე­ბუ­ლი კაცი და სოსო გო­გაშ­ვი­ლი მთლად სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა შემ­წე­ო­ბას იღებ­და, მაგ­რამ ვერ მო­ხო­დეს ბიზ­ნე­სი და ვერ აი­წყეს ცხოვ­რე­ბა? ჰოდა, გა­ან­ძრი­ეთ ცოტა ხელი თქვენც! არც ისე გი­ჭირთ, რო­გორც წუ­წუ­ნებთ!

P.S. მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რომ ცოტა ხნით მა­ინც გა­მოგ­ვიყ­ვა­ნა სიც­რუ­ის ტყვე­ო­ბი­დან და აგ­ვი­ხი­ლა თვა­ლი"

VIDEO: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის 3 გა­მო­ხედ­ვა ეკა კვე­სი­ტა­ძის მი­მართ კა­მა­თის შემ­დეგ

რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, პო­ე­ტი:

"არა­ფე­რია იმა­ზე გულ­საკ­ლა­ვი, სევ­დი­ა­ნი და ქანც-გა­მომცლე­ლი, რო­დე­საც მო­ნას უყუ­რებ და ეს მო­ნო­ბა არა უპი­რო­ბო და გარ­და­უ­ვა­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, არა­მედ მო­ნა­თა ყო­ველ­დღი­უ­რი, პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნია. არ­ჩე­ვა­ნი - დარ­ჩე ტყვე­ო­ბა­ში, ვიწ­რო, პი­რა­დი კონ­ტექ­სტის, გა­მოწ­ვდი­ლი "კარ­მუშ­კის" და ზომ­ბი­ვით ამარ­თლო ბე­ლა­დის ბოდ­ვა - იწ­ვევს მათ მი­მართ არა აგ­რე­სი­ას და ზი­ზღს, არა­მედ სა­ცო­და­ო­ბი­სა და აპა­თი­უ­რო­ბის გან­ცდას. უმ­რავ­ლე­სო­ბა მწყობ­რი ნა­ბი­ჯით მი­დის პო­ლი­ტი­კუ­რი (და არა­მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი) თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ის­კენ და ეს ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი სა­ყუ­რე­ბე­ლია".

თა­მუ­ნა ლეფსვე­რი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ყვე­ლა­ზე მა­გა­რი დე­ტა­ლი ის იყო, ეკა კვე­სი­ტა­ძე დი­ა­ნას რომ ეცა, მე­მუქ­რე­ბა ბი­ძი­ნა და რე­აქ­ცია იქო­ნი­ეო, სა­დაა თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სო­ლი­და­რო­ბაო. 2007 წელს, "იმედ­ში", 9 თვის ფეხ­მძი­მე დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძე რომ ია­ტაკ­ზე გა­აწ­ვი­ნა იმ სპეც­რაზ­მა, რომ­ლის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ეკას ქმა­რი იყო, რა და­მა­ვი­წყებს ეკა რო­გორ იდგა "იმე­დის" ჭიშ­კარ­თან დი­ა­ნას მხარ­და­სა­ჭე­რად...

წა­ვე­დი, რამე კაი კი­ნოს ვუ­ყუ­რო, ეს ფილ­მი უკვე ნა­ნა­ხი მაქვს და ბო­დი­ში ყვე­ლას­თან, ვინც მიკ­რძა­ლავთ უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის გახ­სე­ნე­ბას! ცივი წყა­ლი და­ლი­ეთ!"

სან­დრო გვინ­და­ძე, ბლო­გე­რი:

"ბა­რემ მეც მო­გიყ­ვე­ბით სა­ო­ცარ ამ­ბავს: დღეს დი­ლით გა­ვი­აზ­რე ჩემი ყვე­ლა პრობ­ლე­მის სა­თა­ვე სა­დაც იმა­ლე­ბო­და. რუს­თა­ვი 2 გა­მოვ­რთე და უცებ ზედ­მე­ტი 10 კილო მომ­შორ­და, ჩემს ხელ­ფასს ეგ­რე­ვე ერთი ნოლი მი­ე­მა­ტა, სამ­სა­ხურ­ში თით­ქმის სა­ცო­ბე­ბის გა­რე­შე მო­ვე­დი, 1 პა­ტა­რა სა­ცო­ბი იყო - თბი­ლი­სე­ლი სო­მე­ხი გე­ი­ე­ბი გეი-აღ­ლუმს მარ­თავ­დნენ, ნე­ო­ნა­ცის­ტე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კი მათ მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად ყვა­ვი­ლებს ეს­როდ­ნენ.

ტაქ­სის­ტმა სა­მად მო­მიყ­ვა­ნა, ბენ­ზი­ნი ისე­თი ია­ფია, მეტს ვერ გა­მო­გარ­თმევ, უნა­მუ­სო­ბა­აო. ხვალ დეი ოფის აღე­ბას ვგეგ­მავ და ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით სო­ხუმ­ში გა­დავფრინდ-გად­მოვფრინ­დე­ბი. ახლა მთა­ვა­რია, სად­მე შემ­თხვე­ვით რუს­თა­ვი ორი არ დამ­ხვდეს ჩარ­თუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მად­ლო­ბა ჩვე­ნი ერის სუ­ლი­ერ მა­მას და გუ­რუს"

ლე­ვან ნა­ჭყე­ბია:

"ბი­ძი­ნა/კვე­სი­ტა­ძე VS მან­ჩე­სე­ტე­რი/იუ­ვენ­ტუ­სი?"

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"სა­ხა­ლი­სოა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ არა­ვინ ისე არ ლან­ძღავს ახლა ბი­ძი­ნას, რო­გორც ოც­ნე­ბის პარ­ტაქ­ტი­ვი. საბ­რა­ლო აკ­რო­ბა­ტებს "ჩე­რეზ ნე მაგუ" სა­სიკ­ვდი­ლო ნომ­რე­ბის ჩვე­ნე­ბა მო­უ­წევთ ამ ყვე­ლაფ­რის გა­საპ­რა­ვებ­ლად. there will be blood. რო­გორც ქვეყ­ნის მე­ნუ­ლე პირი ეტყო­და იმე­დის ჩა­მოს­ხმის ჟურ­ნა­ლისტს - "კარ­გია, კარ­გია"

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, პუბ­ლი­ცის­ტი:

"და­ვი­ჯე­რო ეს ინ­ტე­ლექ­ტი­ღა დარ­ჩა, ამ დიდი კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნა­ში?! (ცხა­დია ივა­ნიშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ) სამ­წუ­ხა­როა!

შე­გახ­სე­ნებთ, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 23 ოქ­ტომ­ბერს სამი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას სხვა­დას­ხვა თე­მაზე ისა­უბ­რა. მათ შო­რის, ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, მა­რი­ხუ­ა­ნას კულ­ტი­ვა­ცი­ის სა­კი­თხზე, ასე­ვე პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე­ზე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ. "ფეისბუქის" მომხმარებლების ნაწილი ექს-პრემიერის განცხადებებმა, ნაწილი - ჟურნალისტების კითხვებმა, ან ექს-პრემიერის განცხადებებზე მათმა რეაქციებმა აღაშფოთა.

გთავაზობთ რამდენიმე საჯარო პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელში ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ დაიწერა.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ბატონო ბიძინა, ნაცების დროსაც რომ გამოგვერთო "მაესტრო" და "კავკასია" ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავდით. სულ გუგუნი გაუდიოდა ქვეყანას"

გოგი გვახარია, კინომცოდნე, ჟურნალისტი:

"ვიღაც გაბიანმა რომ თქვა ადრე გახსოვთ? ბენზინის ფული ხო ქონდა თავი რომ მოიკლაო.. რა ამბავი ატყდა

ქვეყნის ფორმალურმა დირექტორმა, მენეჯმენტი რომ "კანიოკი" აქვს, გვითხრა, ღარიბები რომ ხართ თქვენი ბრალია (და რუსთავი-2-ის), ამიტომ ნუ გშურთ ფარცხალაძისო. ეს იყო ყველაზე შემზარავი ნაწილი მაგ ინტერვიუში. და კიდევ უფრო შემზარავი ისაა, რომ ამის შემდეგ "ცხოვრება გრძელდება". და, სამწუხაროდ, ასე გაგრძელდება კიდევ"

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

"რეალობიდან გასვლა და ასეთი?! უფრო სწორად, მას თავისი რეალობა აქვს, ხალხის ნაწილს - თავისი. დაადასტურა, რომ ყველაფერს რაც ქვეყანაში ხდება და ზოგს მოსწონს და ზოგს - არა, მისგან აქვს მწვანე ანთებული. ჰოდა, ვინც მის რეალობას არ მიიღებს, იმას მაქსიმუმ ერთ წელში დააყენებენ სწორ გზაზე - ან აუხელენ ან დაუხუჭავენ თვალებს. მე კითხვები აღარ მაქვს. აბსოლუტურად ამომწურავი ინტერვიუ მოვისმინე".

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"1. მთავრობა კარგია 2. სახელმწიფო აშენდა 3. მედია ამახინჯებს ყველაფერს 4. ხალხი რეგვენია და ვერ ხვდება რომ ბედნიერია 5. ყველაფერი კრიტიკული მედიის ბრალია, თუ მედია არ იქნება, ყველა დარჩება გაღიმებული.

ეს იყო სულ. ასე ფიქრობდა მიშაც და ერთი ერთში ჯდება ადრინდელი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების იდეოლოგიები. აღარ გვესროლოთ, მოგვაშორეთ ეს მეტეორი"

ოთო კახიძე, "ევროპული საქართველო"

"ღარიბებმა ძაან ტვინი ნუ შეჭამეთ. აგერ ოთარ ფარცხალაძეც არ იყო შეძლებული კაცი და სოსო გოგაშვილი მთლად სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა, მაგრამ ვერ მოხოდეს ბიზნესი და ვერ აიწყეს ცხოვრება? ჰოდა, გაანძრიეთ ცოტა ხელი თქვენც! არც ისე გიჭირთ, როგორც წუწუნებთ!

P.S. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ცოტა ხნით მაინც გამოგვიყვანა სიცრუის ტყვეობიდან და აგვიხილა თვალი"

VIDEO: ბიძინა ივანიშვილის 3 გამოხედვა ეკა კვესიტაძის მიმართ კამათის შემდეგ

რატი ამაღლობელი, პოეტი:

"არაფერია იმაზე გულსაკლავი, სევდიანი და ქანც-გამომცლელი, როდესაც მონას უყურებ და ეს მონობა არა უპირობო და გარდაუვალი მოცემულობა, არამედ მონათა ყოველდღიური, პირადი არჩევანია. არჩევანი - დარჩე ტყვეობაში, ვიწრო, პირადი კონტექსტის, გამოწვდილი "კარმუშკის" და ზომბივით ამართლო ბელადის ბოდვა - იწვევს მათ მიმართ არა აგრესიას და ზიზღს, არამედ საცოდაობისა და აპათიურობის განცდას. უმრავლესობა მწყობრი ნაბიჯით მიდის პოლიტიკური (და არამარტო პოლიტიკური) თვითლიკვიდაციისკენ და ეს ძალიან სევდიანი საყურებელია".

თამუნა ლეფსვერიძე, ჟურნალისტი:

"ყველაზე მაგარი დეტალი ის იყო, ეკა კვესიტაძე დიანას რომ ეცა, მემუქრება ბიძინა და რეაქცია იქონიეო, სადაა თქვენი ჟურნალისტური სოლიდარობაო. 2007 წელს, "იმედში", 9 თვის ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძე რომ იატაკზე გააწვინა იმ სპეცრაზმა, რომლის უფროსის მოადგილე ეკას ქმარი იყო, რა დამავიწყებს ეკა როგორ იდგა "იმედის" ჭიშკართან დიანას მხარდასაჭერად...

წავედი, რამე კაი კინოს ვუყურო, ეს ფილმი უკვე ნანახი მაქვს და ბოდიში ყველასთან, ვინც მიკრძალავთ უახლესი ისტორიის გახსენებას! ცივი წყალი დალიეთ!"

სანდრო გვინდაძე, ბლოგერი:

"ბარემ მეც მოგიყვებით საოცარ ამბავს: დღეს დილით გავიაზრე ჩემი ყველა პრობლემის სათავე სადაც იმალებოდა. რუსთავი 2 გამოვრთე და უცებ ზედმეტი 10 კილო მომშორდა, ჩემს ხელფასს ეგრევე ერთი ნოლი მიემატა, სამსახურში თითქმის საცობების გარეშე მოვედი, 1 პატარა საცობი იყო - თბილისელი სომეხი გეიები გეი-აღლუმს მართავდნენ, ნეონაცისტები და პოლიციელები კი მათ მხარდაჭერის ნიშნად ყვავილებს ესროდნენ.

ტაქსისტმა სამად მომიყვანა, ბენზინი ისეთი იაფია, მეტს ვერ გამოგართმევ, უნამუსობააო. ხვალ დეი ოფის აღებას ვგეგმავ და ჩარტერული რეისით სოხუმში გადავფრინდ-გადმოვფრინდები. ახლა მთავარია, სადმე შემთხვევით რუსთავი ორი არ დამხვდეს ჩართული და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ჩვენი ერის სულიერ მამას და გურუს"

ლევან ნაჭყებია:

"ბიძინა/კვესიტაძე VS მანჩესეტერი/იუვენტუსი?"

შოთა დიღმელაშვილი, ტელეწამყვანი:

"სახალისოა იმის გაცნობიერება, რომ არავინ ისე არ ლანძღავს ახლა ბიძინას, როგორც ოცნების პარტაქტივი. საბრალო აკრობატებს "ჩერეზ ნე მაგუ" სასიკვდილო ნომრების ჩვენება მოუწევთ ამ ყველაფრის გასაპრავებლად. there will be blood. როგორც ქვეყნის მენულე პირი ეტყოდა იმედის ჩამოსხმის ჟურნალისტს - "კარგია, კარგია"

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:

"დავიჯერო ეს ინტელექტიღა დარჩა, ამ დიდი კულტურის ქვეყანაში?! (ცხადია ივანიშვილს ვგულისხმობ) სამწუხაროა!

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 23 ოქტომბერს სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მათ შორის, ბოლო პერიოდში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, ოთარ ფარცხალაძეზე, მიხეილ სააკაშვილზე, მარიხუანას კულტივაციის საკითხზე, ასევე პაატა ბურჭულაძეზე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს