პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიაში ორგანიზებულმა კრიმინალმა, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეუქმნას - იტალიის ელჩი
იტალიაში ორგანიზებულმა კრიმინალმა, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეუქმნას - იტალიის ელჩი

სა­ქარ­თვე­ლო­ში იტა­ლი­ის ელ­ჩის, ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლის თქმით, იტა­ლი­ა­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის არ­სე­ბო­ბამ შე­საძ­ლოა, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ისეთ მიღ­წე­ვებს, რო­გო­რიც არის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია. ამის შე­სა­ხებ ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

იტა­ლი­ის ელ­ჩის თქმით, იტა­ლი­ა­ში ორ­გა­ნი­ზე­ბულ კრი­მი­ნალს ქარ­თულ­მა და იტა­ლი­ურ­მა მხა­რემ ერ­თად უნდა ებ­რძო­ლოს, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯ­ზე აი­სა­ხე­ბა.

„რო­გორც იცით, რო­გორც იტა­ლი­ა­ში, ისე სხვა ქვეყ­ნებ­ში პრობ­ლე­მას არამ­ხო­ლოდ არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცია, არა­მედ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლიც წარ­მო­ად­გენს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­შია მოქ­ცე­უ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის, რომ ამ მტკივ­ნე­ულ ფე­ნო­მენს ერ­თად უნდა ვებ­რძო­ლოთ, რად­გან ეს თქვე­ნი ქვეყ­ნის იმიჯ­ზე აი­სა­ხე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის არ­სე­ბო­ბამ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ისეთ მიღ­წე­ვებს, რო­გო­რიც არის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­სა და არა­ლე­გა­ლურ მიგ­რა­ცი­ას­თან ბრძო­ლას შე­უ­ერ­თდეს იმი­სათ­ვის, რომ კარი გა­ვუ­ღოთ სწო­რად მარ­თულ ლე­გა­ლურ მიგ­რა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ხომ არ იგეგ­მე­ბა იტა­ლი­ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­მუ­შაო კვო­ტის შექ­მნა, ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ უპა­სუ­ხა, რომ იტა­ლია არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა და აღ­ნიშ­ნუ­ლი კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად, „სწო­რად მარ­თუ­ლი ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის­თვის ოთა­ხე­ბი უნდა გა­იხ­სნას“.

„იტა­ლია გერ­მა­ნი­ის მსგავ­სად, მიგ­რა­ცი­ის ის­ტო­რი­უ­ლი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც იტა­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, ეს არის უზარ­მა­ზა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­მაც და­აბ­რკო­ლა იმ ხალ­ხის ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მო­დი­ან და ევ­რო­პის სო­ლი­და­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ჭი­როა. რა თქმა უნდა, არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის პი­რის­პირ აღ­მო­ჩე­ნა სწო­რად მარ­თუ­ლი ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის­თვის ოთა­ხე­ბის გახ­სნას ნიშ­ნავს. იცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სათ­ვის­ტო­მოა იტა­ლი­ა­ში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბით იტა­ლია შე­მო­სავ­ლის მე­ო­რე წყა­როა, რო­მელ­საც იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გზავ­ნი­ან. ვფიქ­რობ, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა იტა­ლი­ა­ში კარ­გია და თქვენ ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი ხართ“, - აღ­ნიშ­ნა ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

იტალიაში ორგანიზებულმა კრიმინალმა, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეუქმნას - იტალიის ელჩი

იტალიაში ორგანიზებულმა კრიმინალმა, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეუქმნას - იტალიის ელჩი

საქართველოში იტალიის ელჩის, ანტონიო ბარტოლის თქმით, იტალიაში ორგანიზებული კრიმინალის არსებობამ შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. ამის შესახებ ანტონიო ბარტოლიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

იტალიის ელჩის თქმით, იტალიაში ორგანიზებულ კრიმინალს ქართულმა და იტალიურმა მხარემ ერთად უნდა ებრძოლოს, რადგან საბოლოოდ, ორგანიზებული დანაშაული საქართველოს იმიჯზე აისახება.

„როგორც იცით, როგორც იტალიაში, ისე სხვა ქვეყნებში პრობლემას არამხოლოდ არალეგალური მიგრაცია, არამედ ორგანიზებული კრიმინალიც წარმოადგენს და ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესის სფეროშია მოქცეული. საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ მტკივნეულ ფენომენს ერთად უნდა ვებრძოლოთ, რადგან ეს თქვენი ქვეყნის იმიჯზე აისახება და ორგანიზებული კრიმინალის არსებობამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება, ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. ასე რომ, საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს, რომ ორგანიზებულ დანაშაულსა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას შეუერთდეს იმისათვის, რომ კარი გავუღოთ სწორად მართულ ლეგალურ მიგრაციას“, - განაცხადა ანტონიო ბარტოლიმ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ იგეგმება იტალიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტის შექმნა, ანტონიო ბარტოლიმ უპასუხა, რომ იტალია არალეგალური მიგრაციის პირისპირ აღმოჩნდა და აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, „სწორად მართული ლეგალური მიგრაციისთვის ოთახები უნდა გაიხსნას“.

„იტალია გერმანიის მსგავსად, მიგრაციის ისტორიული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. როგორც იტალიამ აღნიშნა, ეს არის უზარმაზარი გამოწვევა, რომელმაც დააბრკოლა იმ ხალხის ინტეგრაციის შესაძლებლობებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიან და ევროპის სოლიდარობა და თანამშრომლობა საჭიროა. რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაციის პირისპირ აღმოჩენა სწორად მართული ლეგალური მიგრაციისთვის ოთახების გახსნას ნიშნავს. იცით, რომ საქართველო უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათვისტომოა იტალიაში. შეგახსენებთ, რომ ფულადი გზავნილებით იტალია შემოსავლის მეორე წყაროა, რომელსაც იტალიაში მცხოვრები ქართველები საქართველოში გზავნიან. ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოების გამოცდილება იტალიაში კარგია და თქვენ ჩვენთვის ყოველთვის სასურველი სტუმრები ხართ“, - აღნიშნა ანტონიო ბარტოლიმ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები