Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს სააკაშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე : "ბოდიშს ვუხდი ყველას"
რას ამბობს სააკაშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე : "ბოდიშს ვუხდი ყველას"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბა და­წე­რა : "მე ბო­დიშს ვუხ­დი ყვე­ლას,რომ და­ვუშ­ვი ამ ავად­მყო­ფის მოს­ვლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში".

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სამი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას, სხვა თე­მე­ბის გარ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, 2008 წელს მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ბომ­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რო­მე­ლიც ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ში რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ არ­გუ­მენ­ტად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წიგ­ნი­დან ცი­ტა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბო­და, ივა­ნიშ­ვილ­მა აგ­ვის­ტოს ომში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რით უპა­სუ­ხა. მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შე­ეძ­ლო ეს ომი თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მისი და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბა აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა.

"სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბომ­ბა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა. 2008 წელს რაც მოხ­და და რო­გორც მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, მოქ­მე­დებ­და, ეს იყო სწო­რედ სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი. მას შე­ეძ­ლო ქვეყ­ნის­თვის ეს ომი თა­ვი­და­ნა აე­ცი­ლე­ბი­ნა, არ აეხ­დი­ნა რუ­სე­თის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა. 2008 წელს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მოხ­და გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მა. ის, რაც არ წე­რია ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, არა­ფე­რი გა­და­ჭარ­ბე­ბით არ უთ­ქვამს ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს. მხო­ლოდ ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი გა­ი­მე­ო­რა მან. ევ­რო­საბ­ჭოს 2008 წლის 2 ოქ­ტომ­ბრის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში წე­რია, ვინ რა და რო­გორ გა­ა­კე­თა. ჩემი და ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს ინ­ტერპრე­ტა­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად თან­ხვედ­რა­შია. სწო­რედ რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მო­უ­ძღვა რუ­სულ ჯარს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყვე­ლას ავი­წყდე­ბა სხვა და­ნარ­ჩე­ნი. როცა რუს­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სხდო­მა და­ტო­ვეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­მა ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ას ხმა მის­ცეს. ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში გარ­კვე­ვით წე­რია ყვე­ლა­ფე­რი, ვინ რა ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა და ამას იმე­ო­რებს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რას ამბობს სააკაშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე : "ბოდიშს ვუხდი ყველას"

რას ამბობს სააკაშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე : "ბოდიშს ვუხდი ყველას"

ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ფეისბუქზე" ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა : "მე ბოდიშს ვუხდი ყველას,რომ დავუშვი ამ ავადმყოფის მოსვლა ხელისუფლებაში".

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას, სხვა თემების გარდა, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2008 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ჰააგის სასამართლოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატების გამოყენებას ეხებოდა, ივანიშვილმა აგვისტოს ომში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობაზე საუბრით უპასუხა. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

"სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, მოქმედებდა, ეს იყო სწორედ სამშობლოს ღალატი. მას შეეძლო ქვეყნისთვის ეს ომი თავიდანა აეცილებინა, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება. 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. ის, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს. მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი გაიმეორა მან. ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში წერია, ვინ რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურად თანხვედრაშია. სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. ყველას ავიწყდება სხვა დანარჩენი. როცა რუსმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ევროსაბჭოს რეზოლუციას ხმა მისცეს. ამ რეზოლუციაში გარკვევით წერია ყველაფერი, ვინ რა ქმედება ჩაიდინა და ამას იმეორებს ქალბატონი სალომე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები