პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

19

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი „ევროინსი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი „ევროინსი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

***სა­და­ზღვე­ვო ბა­ზარ­ზე სი­ახ­ლეა - სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია აისი ჯგუ­ფი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია “EUROINS GROUP”-ის წევ­რი გახ­და. 23 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვივ­ნენ „EUROINS GROUP“-ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ასენ კრის­ტო­ვი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი კი­რილ ივა­ნოვ ბო­ში­ვი, შერ­წყმი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რი ვა­სილ სტე­ფა­ნო­ვი და ასე­ვე, „აი სი ჯგუ­ფის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი ვილ­ლემ ჯე­ი­კობ ვეს­ტერ­ლა­კე­ნი, რო­მელ­თაც „სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია აი სი ჯგუ­ფის“ რიგ­გა­რე­შე აქ­ცი­ო­ნერ­თა კრე­ბა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

***„აი სი ჯგუ­ფი“, ამი­ე­რი­დან „ევ­რო­ინს სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­ხე­ლით იმუ­შა­ვებს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და სრუ­ლად და­ნერ­გავს ევ­რო­პუ­ლი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის პრაქ­ტი­კას, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას და ევ­რო­პა­ში უკვე აპ­რო­ბი­რე­ბულ თა­ნა­მედ­რო­ვე და­ზღვე­ვის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე.

*** ქარ­თუ­ლი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის შე­ძე­ნა არის „EUROINS GROUP“-ის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­ნა­ვი­თა­როს „აი სი ჯგუ­ფის“ უკვე არ­სე­ბუ­ლი პორ­ტფე­ლი, გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოს ქო­ნე­ბის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და­ზღვე­ვის პრო­დუქ­ტე­ბი. ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და კი­ბერ უსაფრ­თხო­ე­ბის და­ზღვე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბებს. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი და არას­ტან­დარ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

„სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ად­გენს მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბის ქვე­ყა­ნას, სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე, რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლუ­რად, ისე გლო­ბა­ლუ­რად. „აი სი ჯგუ­ფის“ სა­ხით ვი­პო­ვეთ სან­დო პარტნი­ო­რი, რომ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნდს აქვს მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და უნა­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გეგ­მე­ბი მთელს რე­გი­ონ­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის, მომ­ხმა­რე­ბელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის და მა­ღა­ლი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბის ფონ­ზე გან­ვა­ვი­თა­როთ და­ზღვე­ვა და სა­და­ზღვე­ვო პრო­დუქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და „ევ­რო­ინ­სის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ გე­ორ­გი მარ­კოვ­მა.

ევ­რო­ინს სა­და­ზღვე­ვო ჯგუ­ფის შე­სა­ხებ

ევ­რო­ინს ჯგუ­ფი ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს ცენ­ტრა­ლურ და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე. კომ­პა­ნია ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­და­ზღვე­ვო პრო­დუქ­ტე­ბის სრულ სპექტრზე. ბულ­გა­რეთ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს ევ­რო­პის 8 ქვე­ყა­ნა­ში და აქე­დან ოთხში ფლობს შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ებს - ბულ­გა­რეთ­ში, რუ­მი­ნეთ­ში, მა­კე­დო­ნი­ა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში. 2014 წლი­დან ევ­რო­ინს ჯგუფ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყო სა­ბერ­ძნეთ­ში. კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1600-ს აღ­წევს, ხოლო მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2.5 მი­ლი­ონ­ზე მეტს შე­ად­გენს. კომ­პა­ნი­ის წლი­უ­რი ბრუნ­ვა ნა­ხე­ვარ მი­ლი­არ­დი ევ­როა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გის სა­ა­გენ­ტო Fitch-მა 2017 წელს ევ­რო­ინს რუ­მი­ნეთს (ევ­რო­ინს ჯგუ­ფის უმ­სხვი­ლე­სი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია) მი­ა­ნი­ჭა დამ­ზღვე­ვის ფი­ნან­სუ­რი სიძ­ლი­ე­რის (IFS) რე­ი­ტინ­გით “BB-“. ევ­რო­ინს ჯგუ­ფი არის ევ­რო­ჰოლდ ბულ­გა­რე­თის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბიც გან­თავ­სე­ბუ­ლია BSE-Sofia და WSE სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე. ევ­რო­ჰოლდ ბულ­გა­რე­თი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა­სა­ბან­კო ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვა­ზე.

სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია აი სი ჯგუ­ფის

“აი სი ჯგუ­ფი“ და­არ­სდა 2005 წლის 10 ნო­ემ­ბერს და მას შემ­დეგ მომ­ხმა­რე­ბელს სა­და­ზღვე­ე­ვო მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს. კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი და­ზღვე­ვის სფე­როს სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, რო­გორც სა­ვაჭ­რო და სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის (საფ­რან­გე­თი, სა­ქარ­თვე­ლო), სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თე­ლოს სა­და­ზღვე­ვო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი.

ამ­ჟა­მად კომ­პა­ნი­ა­ში 100-ზე მეტი მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე თა­ნამ­შრო­მე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი, ზოგ მათ­განს და­ზღვე­ვის სფე­რო­ში 20 წელ­ზე მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. „სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია აი სი ჯგუ­ფი“ არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კომ­პა­ნია, იგი პა­ტივს სცემს ტრა­დი­ცი­ებ­სა და ბიზ­ნეს ეთი­კას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი „ევროინსი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი „ევროინსი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

***სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა - სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია “EUROINS GROUP”-ის წევრი გახდა. 23 ოქტომბერს, საქართველოს ეწვივნენ „EUROINS GROUP“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ასენ კრისტოვი, აღმასრულებელი დირექტორი კირილ ივანოვ ბოშივი, შერწყმისა და გაერთიანების დირექტორი ვასილ სტეფანოვი და ასევე, „აი სი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვილლემ ჯეიკობ ვესტერლაკენი, რომელთაც „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ რიგგარეშე აქციონერთა კრებაში მიიღეს მონაწილეობა.

***„აი სი ჯგუფი“, ამიერიდან „ევროინს საქართველოს“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე და სრულად დანერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე.

*** ქართული სადაზღვევო კომპანიის შეძენა არის „EUROINS GROUP“-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ორიენტირებული იქნება განავითაროს „აი სი ჯგუფის“ უკვე არსებული პორტფელი, გაამრავალფეროვნოს ქონების, პასუხისმგებლობის და ავტომობილების დაზღვევის პროდუქტები. ასევე ყურადღება დაეთმობა ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და კიბერ უსაფრთხოების დაზღვევის მიმართულებებს. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ინოვაციური და არასტანდარტული პროდუქტების განვითარებას.

„საქართველო წარმოადგენს მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის ქვეყანას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, როგორც რეგიონალურად, ისე გლობალურად. „აი სი ჯგუფის“ სახით ვიპოვეთ სანდო პარტნიორი, რომლის პროფესიონალთა გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და უნარი განახორციელოს ჩვენი საერთაშორისო კონკურენტუნარიანი გეგმები მთელს რეგიონში. ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილების და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე განვავითაროთ დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები საქართველოში“, - განაცხადა „ევროინსის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გეორგი მარკოვმა.

ევროინს სადაზღვევო ჯგუფის შესახებ

ევროინს ჯგუფი ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს ევროპის 8 ქვეყანაში და აქედან ოთხში ფლობს შვილობილ კომპანიებს - ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში. 2014 წლიდან ევროინს ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყო საბერძნეთში. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1600-ს აღწევს, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 2.5 მილიონზე მეტს შეადგენს. კომპანიის წლიური ბრუნვა ნახევარ მილიარდი ევროა.

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა 2017 წელს ევროინს რუმინეთს (ევროინს ჯგუფის უმსხვილესი შვილობილი კომპანია) მიანიჭა დამზღვევის ფინანსური სიძლიერის (IFS) რეიტინგით “BB-“. ევროინს ჯგუფი არის ევროჰოლდ ბულგარეთის შვილობილი კომპანია, რომლის აქციებიც განთავსებულია BSE-Sofia და WSE საფონდო ბირჟაზე. ევროჰოლდ ბულგარეთი ორიენტირებულია არასაბანკო ფინანსური მომსახურებისა და აქტივების მართვაზე.

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის

“აი სი ჯგუფი“ დაარსდა 2005 წლის 10 ნოემბერს და მას შემდეგ მომხმარებელს სადაზღვეევო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, როგორც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი, საქართველო), საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართელოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი.

ამჟამად კომპანიაში 100-ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია დასაქმებული, ზოგ მათგანს დაზღვევის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ არის საზოგადოებრივად პასუხისმგებელი კომპანია, იგი პატივს სცემს ტრადიციებსა და ბიზნეს ეთიკას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი