Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლესთან ერთად მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი" - ივანიშვილი ბურჭულაძესთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს
"მეუღლესთან ერთად მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი" - ივანიშვილი ბურჭულაძესთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს

მე ვუს­ვამ კი­თხვას პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს, ამას თვლის კა­ნო­ნი­ე­რად, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე მან და მის­მა მე­უღ­ლემ 700 ათა­სი ლარი და­ხარ­ჯეს?!, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ივა­ნიშ­ვილ­მა სამი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან ნაც­ნო­ბო­ბა­სა და მას­თან შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"სა­ერ­თოდ, მე მი­მაჩ­ნია, რომ როცა ორი ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობს და ეს სა­უ­ბა­რი გა­რეთ გა­მო­აქვთ, უკულ­ტუ­რო­ბაა და მე ამა­ზე არ ვი­სა­უბ­რებ­დი. სხვა­თა შო­რის უსუ­ფაშ­ვილ­მა მო­ა­ხერ­ხა ეს ძა­ლი­ან ჭარ­ბად, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­ჯე­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის არ­გა­ზი­ა­რე­ბი­სა, უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­მო­ი­ტა­ნა 2016 წელს რა­ღა­ცე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნა აყი­რა­ვე­ბუ­ლად. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს ვუხ­დი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ერ­თმა მხა­რემ ისა­უბ­რა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ მეც ვი­სა­უბ­რო. ჩემი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან ჩე­მი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით. მას შევ­ხვდი და შევ­თა­ვა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რა მა­შინ, როცა ახა­ლი მო­სუ­ლი ვი­ყა­ვით პო­ლი­ტი­კა­ში. მან მი­თხრა, რომ უნდა სცე­ნა­ზე დარ­ჩეს, რაც მე მად­ლი­ე­რე­ბით შე­ვა­ფა­სე, გა­მო­ვე­დი და სა­ჯა­როდ მი­ვე­სალ­მე ამას. ამის შემ­დგომ მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით მეს­ტუმ­რა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და მაჩ­ვე­ნა, რომ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის თა­ნახ­მა იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლი გამ­ხდა­რი­ყო, მან და­ა­სა­ხე­ლა 9 მლნ დო­ლა­რი, რა­ზეც მე ვუ­თხა­რი, თუ რას ნიშ­ნავ­და ეს.

მან ისა­უბ­რა და­ნა­კარ­გებ­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სცე­ნი­დან წა­მო­ვი­დო­და, თუმ­ცა მე ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ შე­ეძ­ლო ყო­ფი­ლი­ყო სცე­ნა­ზე და თან ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი, თუმ­ცა მან ეს უარ­ყო. ამის შემ­დეგ მე ხუმ­რო­ბით გა­და­ვუ­ან­გა­რი­შე ჰო­ნო­რა­რი, რად­გან ის აღარ იყო თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის პიკ­ზე ასა­კი­თაც და შე­მოქ­მე­დე­ბი­თაც, შე­ვახ­სე­ნე მისი ჰო­ნო­რა­რი და ვუ­თხა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 200 წელი დას­ჭირ­დე­ბა, რომ სცე­ნა­ზე იდგე და ამ­დე­ნი ფული აიღო-თქო. გა­დავ­თვა­ლეთ ერ­თად, მი­ლი­ონს ვერ გავ­ცდით, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში ეს შე­იძ­ლე­ბა ორი მი­ლი­ო­ნი ყო­ფი­ლი­ყო და ამის მეტს ვერ გავ­ცდით. მე­ო­რე დღეს მისი მე­უღ­ლე მი­რე­კავს, ამო­დის ჩემ­თან, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, იღებს ჩან­თი­დან ფურ­ცელს, სა­დაც ან­გა­რი­ში წე­რია და ამ­ბობს, გა­დაგ­ვი­ხა­დე 2 მი­ლი­ო­ნიო. მე ვუ­თხა­რი, რომ ამას არ დავ­პი­რე­ბი­ვარ, მან ან­გა­რი­ში და­ტო­ვა და წა­ვი­და. სა­ღა­მოს გა­და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ ამას არ დავ­პი­რე­ბი­ვარ და არ გა­ვა­კე­თებ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს მო­უ­წო­დებს, რომ არ იც­რუ­ოს.

"მე ბურ­ჭუ­ლა­ძეს ერთ რა­მეს შე­ვახ­სე­ნებ­დი, არ იც­რუ­ოს. რომ დარ­ბის, მირ­ბის "რუს­თა­ვი 2"–ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვად გან­სა­ჯოს, რა­ტომ უნდა ვიყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძით. ბურ­ჭუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ე­რი იყო „იავ­ნა­ნა­ში“, ამ დროს კი პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ შე­მო­წი­რუ­ლო­ბის მე­სა­მე­დი იყო და­ხარ­ჯუ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე, 2/3 არის გა­ურ­კვე­ვე­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი. თა­ვად ბურ­ჭუ­ლა­ძე ან სხვა ვინ­მე "იავ­ნა­ნა­დან" უნდა გა­მო­ვიდ­ნენ და გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თონ. მე არ მი­მაჩ­ნია, რომ მან და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცი­ას არ ვარ­ღვევ, მაგ­რამ კი­თხვე­ბი, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­აჩ­ნია, არ­სე­ბობს. მე ვუს­ვამ კი­თხვას აქე­დან, ამას თვლის კა­ნო­ნი­ე­რად, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე მან და მის­მა მე­უღ­ლემ 700 ათა­სი ლარი და­ხარ­ჯეს? გა­მობ­რძან­დეს და მის­ცეს გან­მარ­ტე­ბე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

VIDEO: "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მეს­ტუმ­რა და და­ა­სა­ხე­ლა 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი" - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე­ზე

00:00 / 00:00
ავტორი:

"მეუღლესთან ერთად მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი" - ივანიშვილი ბურჭულაძესთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს

"მეუღლესთან ერთად მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი" - ივანიშვილი ბურჭულაძესთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს

მე ვუსვამ კითხვას პაატა ბურჭულაძეს, ამას თვლის კანონიერად, რომ საკუთარ თავზე მან და მისმა მეუღლემ 700 ათასი ლარი დახარჯეს?!, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილმა სამი მედიასაშუალების ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში პაატა ბურჭულაძესთან ნაცნობობასა და მასთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

"საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ როცა ორი ადამიანი საუბრობს და ეს საუბარი გარეთ გამოაქვთ, უკულტურობაა და მე ამაზე არ ვისაუბრებდი. სხვათა შორის უსუფაშვილმა მოახერხა ეს ძალიან ჭარბად, მიუხედავად მრავალჯერადი პოლიტიკური პოზიციების არგაზიარებისა, უსუფაშვილმა გამოიტანა 2016 წელს რაღაცები და გამოიტანა აყირავებულად. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. მე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ვინაიდან ერთმა მხარემ ისაუბრა, იძულებული ვარ მეც ვისაუბრო. ჩემი პირველი შეხვედრა იყო პაატა ბურჭულაძესთან ჩემივე ინიციატივით. მას შევხვდი და შევთავაზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მაშინ, როცა ახალი მოსული ვიყავით პოლიტიკაში. მან მითხრა, რომ უნდა სცენაზე დარჩეს, რაც მე მადლიერებით შევაფასე, გამოვედი და საჯაროდ მივესალმე ამას. ამის შემდგომ მისივე ინიციატივით მესტუმრა მეუღლესთან ერთად და მაჩვენა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში, ის თანახმა იქნებოდა ჩვენი თანაგუნდელი გამხდარიყო, მან დაასახელა 9 მლნ დოლარი, რაზეც მე ვუთხარი, თუ რას ნიშნავდა ეს.

მან ისაუბრა დანაკარგებზე იმ შემთხვევაში, თუ სცენიდან წამოვიდოდა, თუმცა მე ვეუბნებოდი, რომ შეეძლო ყოფილიყო სცენაზე და თან ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერი, თუმცა მან ეს უარყო. ამის შემდეგ მე ხუმრობით გადავუანგარიშე ჰონორარი, რადგან ის აღარ იყო თავისი შემოქმედების პიკზე ასაკითაც და შემოქმედებითაც, შევახსენე მისი ჰონორარი და ვუთხარი, დაახლოებით 200 წელი დასჭირდება, რომ სცენაზე იდგე და ამდენი ფული აიღო-თქო. გადავთვალეთ ერთად, მილიონს ვერ გავცდით, უკეთეს შემთხვევაში ეს შეიძლება ორი მილიონი ყოფილიყო და ამის მეტს ვერ გავცდით. მეორე დღეს მისი მეუღლე მირეკავს, ამოდის ჩემთან, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, სადაც ანგარიში წერია და ამბობს, გადაგვიხადე 2 მილიონიო. მე ვუთხარი, რომ ამას არ დავპირებივარ, მან ანგარიში დატოვა და წავიდა. საღამოს გადავურეკე და ვუთხარი, რომ ამას არ დავპირებივარ და არ გავაკეთებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ის პაატა ბურჭულაძეს მოუწოდებს, რომ არ იცრუოს.

"მე ბურჭულაძეს ერთ რამეს შევახსენებდი, არ იცრუოს. რომ დარბის, მირბის "რუსთავი 2"–ში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რატომ უნდა ვიყო დაინტერესებული პაატა ბურჭულაძით. ბურჭულაძე ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერი იყო „იავნანაში“, ამ დროს კი პროკურატურა ამბობს, რომ შემოწირულობის მესამედი იყო დახარჯული ქველმოქმედებაზე, 2/3 არის გაურკვეველი დანახარჯები. თავად ბურჭულაძე ან სხვა ვინმე "იავნანადან" უნდა გამოვიდნენ და განმარტებები გააკეთონ. მე არ მიმაჩნია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ, მაგრამ კითხვები, რაც პროკურატურას გააჩნია, არსებობს. მე ვუსვამ კითხვას აქედან, ამას თვლის კანონიერად, რომ საკუთარ თავზე მან და მისმა მეუღლემ 700 ათასი ლარი დახარჯეს? გამობრძანდეს და მისცეს განმარტებები ჟურნალისტებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

VIDEO: "პაატა ბურჭულაძე მეუღლესთან ერთად მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი დოლარი" - ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება" - როგორ აფასებს ლადო პაპავა მთავრობის ახალ რეგულაციებს