პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა" - ივანიშვილის თქმით, აგვისტოს ომზე მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა
"სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა" - ივანიშვილის თქმით, აგვისტოს ომზე მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბომ­ბა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სამი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რო­მე­ლიც ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ში რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ არ­გუ­მენ­ტად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წიგ­ნი­დან ცი­ტა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბო­და, ივა­ნიშ­ვილ­მა აგ­ვის­ტოს ომში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რით უპა­სუ­ხა. მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შე­ეძ­ლო ეს ომი თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მისი და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბა აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა.

"სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ბომ­ბა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა. 2008 წელს რაც მოხ­და და რო­გორც მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, მოქ­მე­დებ­და, ეს იყო სწო­რედ სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი. მას შე­ეძ­ლო ქვეყ­ნის­თვის ეს ომი თა­ვი­და­ნა აე­ცი­ლე­ბი­ნა, არ აეხ­დი­ნა რუ­სე­თის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა. 2008 წელს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მოხ­და გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მა. ის, რაც არ წე­რია ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, არა­ფე­რი გა­და­ჭარ­ბე­ბით არ უთ­ქვამს ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს. მხო­ლოდ ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი გა­ი­მე­ო­რა მან. ევ­რო­საბ­ჭოს 2008 წლის 2 ოქ­ტომ­ბრის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში წე­რია, ვინ რა და რო­გორ გა­ა­კე­თა. ჩემი და ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს ინ­ტერპრე­ტა­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად თან­ხვედ­რა­შია.

სწო­რედ რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მო­უ­ძღვა რუ­სულ ჯარს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყევ­ლას ავი­წყდე­ბა სხვა და­ნარ­ჩე­ნი. როცა რუს­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სხდო­მა და­ტო­ვეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­მა ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ას ხმა მის­ცეს. ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში გარ­კვე­ვით წე­რია ყვე­ლა­ფე­რი, ვინ რა ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა და ამას იმე­ო­რებს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე" - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა გა­მო­ყო და ხაზი გა­უს­ვა, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კა­რი­ე­რა საფ­რან­გეთ­ში აი­წყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და რომ ის ევ­რო­პე­ლია.

"ნა­ხეთ, თავ­ხე­დო­ბა ჰყოფ­ნის ამ ხალ­ხს და ეს თემა ყვე­ლა­ზე მაღ­ლა აქვთ აწე­უ­ლი და ცდი­ლო­ბენ და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და საფ­რან­გეთ­ში, რომ­ლის მა­მამ, ზუ­რაბ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე თქვა უარი. ამ მა­მის გაზ­რდილ შვილს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მათი ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ეჭვს გა­მოთ­ქვამს, რომ ის ქარ­თვე­ლი არაა. ამ ქალ­ბა­ტონ­მა საფ­რან­გეთ­ში გა­ი­კე­თა კა­რი­ე­რა, თა­ვის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, რა­საც უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ოც­ნე­ბობს. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ამის სიმ­ბო­ლოა - თა­ნაც ქალ­ბა­ტო­ნი და თა­ნაც ევ­რო­პე­ლი. რო­გორ ბე­და­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ ის არის მო­ღა­ლა­ტე. თვი­თონ ღა­ლა­ტი ჩა­ი­დი­ნეს, ამ­დე­ნი ხალ­ხი და­ი­ხო­ცა, მი­ა­ტო­ვეს, აქ ჩა­მო­ვიდ­ნენ, რუს­თა­ველ­ზე ცეკ­ვავ­დნენ, დრო­შებს აფ­რი­ა­ლებ­დნენ და ეს ხალ­ხი დღეს ბე­დავს და ამას ლა­პა­რა­კობს" - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

VIDEO: "სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მო­უ­ძღვა რუ­სულ ჯარს სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აგ­ვის­ტოს ომზე

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა" - ივანიშვილის თქმით, აგვისტოს ომზე მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა

"სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა" - ივანიშვილის თქმით, აგვისტოს ომზე მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა

მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ჰააგის სასამართლოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატების გამოყენებას ეხებოდა, ივანიშვილმა აგვისტოს ომში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალეულობაზე საუბრით უპასუხა. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

"სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, მოქმედებდა, ეს იყო სწორედ სამშობლოს ღალატი. მას შეეძლო ქვეყნისთვის ეს ომი თავიდანა აეცილებინა, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება. 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. ის, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს. მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი გაიმეორა მან. ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში წერია, ვინ რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურად თანხვედრაშია.

სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. ყევლას ავიწყდება სხვა დანარჩენი. როცა რუსმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ევროსაბჭოს რეზოლუციას ხმა მისცეს. ამ რეზოლუციაში გარკვევით წერია ყველაფერი, ვინ რა ქმედება ჩაიდინა და ამას იმეორებს ქალბატონი სალომე" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის პერსონა გამოყო და ხაზი გაუსვა, რომ ზურაბიშვილმა კარიერა საფრანგეთში აიწყო, საქართველოში ჩამოვიდა და რომ ის ევროპელია.

"ნახეთ, თავხედობა ჰყოფნის ამ ხალხს და ეს თემა ყველაზე მაღლა აქვთ აწეული და ცდილობენ დაადანაშაულონ ქალბატონი სალომე, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, რომლის მამამ, ზურაბ ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი. ამ მამის გაზრდილ შვილს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ბევრი მხარდამჭერი ეჭვს გამოთქვამს, რომ ის ქართველი არაა. ამ ქალბატონმა საფრანგეთში გაიკეთა კარიერა, თავის სამშობლოში დაბრუნდა, რასაც უამრავი ქართველი ოცნებობს. ეს ქალბატონი ამის სიმბოლოა - თანაც ქალბატონი და თანაც ევროპელი. როგორ ბედავენ და ამბობენ, რომ ის არის მოღალატე. თვითონ ღალატი ჩაიდინეს, ამდენი ხალხი დაიხოცა, მიატოვეს, აქ ჩამოვიდნენ, რუსთაველზე ცეკვავდნენ, დროშებს აფრიალებდნენ და ეს ხალხი დღეს ბედავს და ამას ლაპარაკობს" - განაცხადა ივანიშვილმა.

VIDEO: "სწორედ მიხეილ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში" - ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომზე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები