საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე - "როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს?"
ივანიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე - "როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს?"

რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ჩემს სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში ოთხ თითს ვაჩ­ვე­ნებ ზაზა ოქუ­აშ­ვილს და ვერ ვლა­პა­რა­კობ, რომ მე­ში­ნია არ ჩა­მი­წე­რონ... თუ ამის მე­ში­ნო­და, შე­მეძ­ლო შე­მე­მოწ­მე­ბი­ნა, ხომ არ იწერ­და, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივანშვილ­მა სამი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, "ომე­გა ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელ, ზაზა ოქუ­აშ­ვილ­სა და "ომე­გა ჯგუ­ფის" შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კი­თხვის ნიშ­ნებს იწ­ვევს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა და ეს დას­ტურ­დე­ბა ინ­გლის­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბით.

"ის, რომ ინ­გლი­სის ორმა სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­რომ თქვა, რომ არ არის ავ­თენ­ტუ­რი, თქვა, რომ არის დაჭ­რი­ლი, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი და შე­კე­რი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე, ასე­ვე თქვა ჩვენ­მა სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­რო­მაც. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ჩა­ნა­წე­რებს დიდ ან­გა­რიშს ვერ გა­ვუ­წევთ.

მე არ მაქვს თან წა­მო­ღე­ბუ­ლი ეს დას­კვნა. იქ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო ცნო­ბი­ლი სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­რო­ე­ბი - ინ­გლი­სის, წამ­ყვა­ნი. ეს ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია. ამავდრო­უ­ლად, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნა, რომ ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი არა­ავ­თენ­ტუ­რია" -გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ
22:19 / 23-10-2018

რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მხოლოდ სამი ჟურნალისტის შეკითხვებზე ეპასუხა - ექსპრემიერის განმარტება

22:37 / 23-10-2018

ბიძინა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძეზე - "რატომ უნდა დავსაჯო - ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს"

23:44 / 23-10-2018

"სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა" - ივანიშვილის თქმით, აგვისტოს ომზე მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა

00:29 / 24-10-2018

ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მარიხუანას წარმოების საკითხზე

01:00 / 24-10-2018

"მეუღლესთან ერთად მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი" - ივანიშვილი ბურჭულაძესთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს

ამას­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ივა­ნიშ­ვილ­მა მას ოთხი მი­ლი­ო­ნი მოს­თხო­ვა და ამის შე­სა­ხებ ხე­ლით ანიშ­ნა. ივა­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ ეს ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დუ­ლია და თუ ოქუ­აშ­ვი­ლი სი­მარ­თლეს ამ­ბობს, მას შე­უძ­ლია წარ­მო­ად­გი­ნოს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­თა „ჩა­წე­რა­შიც ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლიპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია".

"ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, რაც "რუს­თა­ვი 2-ით" ვრცელ­დე­ბო­და, ალ­ბათ, თვი­თონ ოქუ­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უა. ქალ­ბა­ტო­ნი ეკა კვე­სი­ტა­ძე და მისი დი­რექ­ტო­რი ერ­თად ცდი­ლობ­დნენ, რო­გორ­მე რა­ღაც ისე­თი ეთ­ქვა იმ კაცს, ისე­თი, რაც წი­ნას­წარ იცოდ­ნენ. ჩვენ ეს ვნა­ხეთ. ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში ის იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ის იყო ჩემ­თან კა­ბი­ნეტ­ში მე­ო­რედ და მე თურ­მე ვა­ნიშ­ნე ოთხი თი­თით. ამ აბ­სურ­დზე მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა.

ჩემ­თან მო­სუ­ლი კა­ცია, თუ ჩა­წე­რე­ბის მე­ში­ნია, შე­მიძ­ლია შე­ვა­მოწ­მო. რო­გორც წესი, არ ვა­მოწ­მებ ჩა­ნა­წე­რებ­ზე. ყვე­ლას შე­უძ­ლია ჩემ­თან შე­მო­ი­ტა­ნოს აპა­რა­ტუ­რა. ის ორ­ჯერ იყო ჩემ­თან მო­სუ­ლი. პირ­ვე­ლად ნახა, რომ არ შე­მი­მოწ­მე­ბია და მე­ო­რედ შე­ეძ­ლო თა­ვი­სუფ­ლად ამით ესარ­გებ­ლა, რა­შიც ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რო­გორც ჩანს... ეს კაცი ყვე­ლა­ფერს იწერს და რა­ტომ­ღაც ეს ჩა­ნა­წე­რი დღემ­დე არ ჩანს და ვერ იქ­ნე­ბა.

მე მა­ყუ­რე­ბელს მინ­და ვკი­თხო, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ჩემს სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში ოთხ თითს ვაჩ­ვე­ნებ და ვე­უბ­ნე­ბი და ვერ ვლა­პა­რა­კობ, რომ მე­ში­ნია არ ჩა­მი­წე­რონ... თუ ამის მე­ში­ნო­და, შე­მეძ­ლო შე­მე­მოწ­მე­ბი­ნა.

მთა­ვა­რი, რაც არის კი­თხვა, რაში უნდა გა­და­ე­ხა­და ამ კაცს ფული? რის­თვის უნდა გა­და­ე­ხა­და? მთე­ლი თვეა თემა მუ­სი­რებს, რომ ამ კაც­მა ფული გა­და­ი­ხა­და და რაში გა­და­ი­ხა­და ფული? მთა­ვა­რი კი­თხვა, რის­თვის გა­და­ი­ხა­და ქრთა­მი ოქუ­აშ­ვილ­მა?", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

VIDEO": "რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ჩემს სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში ოთხ თითს ვაჩ­ვე­ნებ ზაზა ოქუ­აშ­ვილს და ვერ ვლა­პა­რა­კობ, რომ არ ჩა­მი­წე­რონ? - თუ ამის მე­ში­ნო­და, შე­მეძ­ლო შე­მე­მოწ­მე­ბი­ნა" - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
ავტორი:

ივანიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე - "როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს?"

ივანიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე - "როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს?"

როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია არ ჩამიწერონ... თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა, ხომ არ იწერდა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილსა და "ომეგა ჯგუფის" შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კითხვის ნიშნებს იწვევს აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა და ეს დასტურდება ინგლისსა და საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებით.

"ის, რომ ინგლისის ორმა საექსპერტო ბიურომ თქვა, რომ არ არის ავთენტური, თქვა, რომ არის დაჭრილი, დამახინჯებული და შეკერილი რამდენჯერმე, ასევე თქვა ჩვენმა საექსპერტო ბიურომაც. შესაბამისად, ამ ჩანაწერებს დიდ ანგარიშს ვერ გავუწევთ.

მე არ მაქვს თან წამოღებული ეს დასკვნა. იქ დასახელებული იყო ცნობილი საექსპერტო ბიუროები - ინგლისის, წამყვანი. ეს ჩემთვის მისაღებია. ამავდროულად, გამოქვეყნებული იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ეს ჩანაწერები არაავთენტურია" -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა მას ოთხი მილიონი მოსთხოვა და ამის შესახებ ხელით ანიშნა. ივანიშვილმა განმარტა, რომ ეს ბრალდება აბსურდულია და თუ ოქუაშვილი სიმართლეს ამბობს, მას შეუძლია წარმოადგინოს ჩანაწერები, რომელთა „ჩაწერაშიც ზაზა ოქუაშვილიპროფესიონალია".

"ყველაზე საინტერესო, რაც "რუსთავი 2-ით" ვრცელდებოდა, ალბათ, თვითონ ოქუაშვილის ინტერვიუა. ქალბატონი ეკა კვესიტაძე და მისი დირექტორი ერთად ცდილობდნენ, როგორმე რაღაც ისეთი ეთქვა იმ კაცს, ისეთი, რაც წინასწარ იცოდნენ. ჩვენ ეს ვნახეთ. ამ ინტერვიუში ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ის იყო ჩემთან კაბინეტში მეორედ და მე თურმე ვანიშნე ოთხი თითით. ამ აბსურდზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

ჩემთან მოსული კაცია, თუ ჩაწერების მეშინია, შემიძლია შევამოწმო. როგორც წესი, არ ვამოწმებ ჩანაწერებზე. ყველას შეუძლია ჩემთან შემოიტანოს აპარატურა. ის ორჯერ იყო ჩემთან მოსული. პირველად ნახა, რომ არ შემიმოწმებია და მეორედ შეეძლო თავისუფლად ამით ესარგებლა, რაშიც ის პროფესიონალია, როგორც ჩანს... ეს კაცი ყველაფერს იწერს და რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს და ვერ იქნება.

მე მაყურებელს მინდა ვკითხო, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვეუბნები და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია არ ჩამიწერონ... თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა.

მთავარი, რაც არის კითხვა, რაში უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული? რისთვის უნდა გადაეხადა? მთელი თვეა თემა მუსირებს, რომ ამ კაცმა ფული გადაიხადა და რაში გადაიხადა ფული? მთავარი კითხვა, რისთვის გადაიხადა ქრთამი ოქუაშვილმა?", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

VIDEO": "როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ არ ჩამიწერონ? - თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა" - ბიძინა ივანიშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები