ავტორი:

აიკრძალება თუ არა "სტაიანშჩიკების" ქუჩაში დგომა?

აიკრძალება თუ არა "სტაიანშჩიკების" ქუჩაში დგომა?

ე.წ. სტაიანშჩიკების ქუჩაში დგომა უკანონო საქმიანობაა და შესაძლოა, აიკრძალოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.

როგორც მუმლაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ ამ ადამიანებს თანხა გადაუხადონ.

„ე.წ. სტაიანშჩიკების ყოფნა დედაქალაქში თქვენი ბრალიც არის, ჩემიც და იმ ჩინოვნიკებისაც, ვინც ამ ადამიანებს შეცოდების გამო ფულს უხდის. ეს არის ჩვენი შექმნილი პრობლემა. დარწმუნებული ვარ, ესეც მოგვარდება და კონკრეტული ზომები იქნება მიღებული. არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ამ ადამიანებს თანხა გადავუხადოთ. ეს არის მათი უკანონო შემოსავალი. ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომ ადამიანები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რეალურად, „სტაიანშჩიკების“ ქუჩაში დგომა აკრძალულია და კანონდარღვევაა, ეს არის მათი აღურიცხავი შემოსავალია. ხალხის ნება თუ იქნება, ესეც აიკრძალება“, - განუცხადა მამუკა მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერია პარკირების მოსაწესრიგებლად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, მერია გეგმავს ძველ თბილისსა და საბურთალოს რაიონში პარკირების საათობრივი საფასური დააწესოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, საათობრივი პარკირება პირველ ეტაპზე საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. საბურთალოს რაიონში კი, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე. მისივე ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასური 20 თეთრიდან დაიწყება, თუმცა, ფასი შესაძლოა, გაიზარდოს. მუმლაძის თქმით, პარკირების საათობრივი საფასური ზემოთაღნიშნულ ქუჩებზე მაცხოვრებლებს არ შეეხებათ და მათთვის პარკირება წელიწადში 50 ლარი, ხოლო 6 თვეში 25 ლარი იქნება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ