სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, წინა ცხოვრების გადმონაშთიაო, -  მან უბრალოდ იცის ქალის პატივისცემა" - რას ჰყვება სალომე ჭაჭუა პარტნიორზე
"ამბობენ, წინა ცხოვრების გადმონაშთიაო, -  მან უბრალოდ იცის ქალის პატივისცემა" - რას ჰყვება სალომე ჭაჭუა პარტნიორზე

მე­გაპ­რო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მისი პირ­ვე­ლი პარტნი­ო­რი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი, იგი­ვე როს­ტო იყო, მერე და მერე, სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე იყ­ვნენ - გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, ანა­ტო­ლი ბო­ი­სა, ზურა გორ­გა­ძე, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია და ახლა გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი, იგი­ვე "ჩემ­მა მზემ".

ალ­ბათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და, ეს შოუ შენ გა­რე­შე-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას, "მე ასე ვერ ვი­ტყო­დი, ძა­ლი­ა­ნაც წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა­ღა, ალ­ბათ, ამ პრო­ექტს რა­ღაც ელ­ფერს მეც ვმა­ტებ, ჩემ­თვის მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა. ეს კი ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და მო­ტი­ვა­ცია. რა სჯო­ბია იმას, როცა სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ შენი შე­მოქ­მე­დე­ბის­გან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმის სტი­მულს მაძ­ლევს, რომ ერთ ად­გი­ლას არას­დროს გავ­ჩერ­დე", - გვე­უბ­ნე­ბა მო­ცეკ­ვა­ვე, რო­მე­ლიც მარ­თლაც უზო­მოდ დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს მა­ყუ­რე­ბელს, რის­თვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან უყ­ვარს და მის ცეკ­ვას ყო­ველ­თვის მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა.

"ხში­რად უთ­ქვამთ, სხვა­ნა­ი­რი ხარ და სხვა­ნა­ი­რად ცეკ­ვავ, სცე­ნა­ზე შენი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­დაქ­მნა ხდე­ბაო. ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი, რაც ამას შე­იძ­ლე­ბა მო­ვუ­ძებ­ნო, ისაა, რომ ცეკ­ვი­სას თვი­თონ დიდ სი­ა­მო­ვე­ბას გან­ვიც­დი, რად­გა­ნაც იმ წუ­თებ­ში ცეკ­ვას ვქმნი და ალ­ბათ მა­ყუ­რებ­ლამ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე მი­დის. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ამის­კენ მი­ილ­ტვის, - სა­კუ­თა­რი თავი კარ­გად წარ­მო­ად­გი­ნოს და იპო­ვოს კი­დეც სცე­ნა­ზე", - ამ­ბობს სა­ლო­მე.

- ამ სე­ზონ­ზე ვფიქ­რობ, რომ ცეკ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­სას მე­ტად არ­ტის­ტუ­ლი ხარ, ვიდ­რე აქამ­დე იყა­ვი...

- ეს ჩემ­თვის ერ­თგვა­რი კომ­პლი­მენ­ტია, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გა­ნაც ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, რაც კი სცე­ნა­ზე ვმდგარ­ვარ, ვცეკ­ვავ და ამ სფე­რო­ში ვარ, არას­დროს გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ყო­ველ წელს ვვი­თარ­დე­ბი, ვეს­წრე­ბი მას­ტერკლა­სებს, უცხო­ეთ­ში მყავს მწვრთნე­ლე­ბი, სა­დაც ამ ყვე­ლა­ფერს ვსწავ­ლობ, ვე­უფ­ლე­ბი. ერთ დღე­საც არ მივ­ცე­მი­ვარ სიმ­შვი­დეს, - უი, კარგ მო­ცეკ­ვა­ვედ მთვლი­ან და არა­ფერს აღარ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ყო­ველ დღე, ყო­ველ­წლი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ში ვარ. მოკ­ლედ, ვმუ­შა­ობ მწვრთნე­ლებ­თან, ფსი­ქო­ლო­გებ­თან.

- თუ პარტნი­ო­რი მხარს არ გი­ბამს, მა­შინ რა ხდე­ბა?

- ასე­თი ჩემს შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის არ ხდე­ბა. წელ­საც ისე და­ემ­თხვა, რომ პარტნი­ო­რი მხარს მი­ბამს, ერ­თმა­ნეთს სცე­ნა­ზე კარ­გად ვიც­ნობთ და ეს არის ყვე­ლა­ზე კარ­გი გან­ცდა და გრძნო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სცე­ნა­ზე ერთი მთლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. მოკ­ლედ, ამ ცეკ­ვებ­ში ასეა, მარ­ტო არ ვარ - ერთ კონ­კრე­ტულს ორი­ვე ვქმნით, რაც აუ­ცი­ლებ­ლად მივა მა­ყუ­რებ­ლამ­დე და ისიც აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობს ჩვენს ემო­ცი­ას.

- გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი მარ­თლაც კარ­გად ცეკ­ვავს, რა­ტომ­ღაც მა­ყუ­რე­ბე­ლი მის­გან ამას თით­ქოს არ ელო­და. ბევ­რი კი მის ცეკ­ვას იმით ხსნის, რომ ის შე­საძ­ლოა, ადრე ეუფ­ლე­ბო­და ცეკ­ვას.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ცეკ­ვა­ზე ალ­ბათ ყვე­ლა და­დი­ო­და, მაგ­რამ თუ ვინ­მე პა­ტა­რა­ო­ბა­ში ცეკ­ვას სწავ­ლობ­და, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს. ჩვე­ნი სფე­რო ყო­ველ წელს ვი­თა­დე­ბა, წინ მი­დის, რთულ­დე­ბა, თან, 2018 წელი ამ ჟანრ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ზე­ნი­ტშია, ყვე­ლა­ფე­რი ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბას ითხოვს. მხო­ლოდ ორი-სამი "ჩა-ჩა-ჩა" ვი­ცეკ­ვეთ და მორ­ჩა, ასე არ არის. ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი უნდა იყოს, მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­სა­გე­ბი, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ცეკ­ვა­ვე სცე­ნი­დან რა ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა, რო­გო­რი მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა, რით­მუ­ლო­ბაა და ამ ყვე­ლაფ­რის რო­გო­რი შერ­წყმა ხდე­ბა. წუთ-ნა­ხე­ვარ­ში მთე­ლი ის­ტო­რია გა­სა­გებ ენა­ზე უნდა გად­მოს­ცეს, რომ ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდნენ. სცე­ნა­ზე გას­ვლა ჩემ­თვის გან­ვი­თა­რე­ბას, სწავ­ლას ნიშ­ნავს.

- გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი, იგი­ვე "ჩემ­მა მზემ" თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით, მე­ტყვე­ლე­ბით არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. პრო­ექ­ტამ­დე იც­ნობ­დი მას?

- ვი­ცო­დი ვინ იყო, მაგ­რამ მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. რო­დე­საც გა­ვი­ცა­ნი, სიღ­რმი­სე­უ­ლად და­ვი­ნა­ხე. დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ასე­თი გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი, უზო­მოდ კე­თილ­შო­ბი­ლია და ჩემ­თვის ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

- მკაც­რი პე­და­გო­გი ხარ მის­თვის?

- მკაც­რი კი არა, მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ, არც ჩემს თავს არც სხვას არ ვაძ­ლევ უფ­ლე­ბას, ზე­რე­ლე იყოს. რო­გორც სა­კუ­თარ თავს ვთხოვ, ასე­ვე ვთხოვ მე­წყვი­ლეს. სცე­ნა­ზე მო­ცეკ­ვა­ვე არ უნდა იყოს მოშ­ვე­ბუ­ლი.

- ცნო­ბი­ლია, რომ სა­კუ­თარ სტუ­დი­ა­ში ბავ­შვებ­თან პი­რა­დად მუ­შა­ობ, ყვე­ლას პერ­სო­ნა­ლუ­რად ამე­ცა­დი­ნებ. ამ­დენს რო­გორ ახერ­ხებ?

- წელს ჩემი სტუ­დია 5 წლის ხდე­ბა, რა თქმა უნდა, ამ ხნის მან­ძილ­ზე, ჩემს ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან ერ­თად პა­ტა­რა აღ­საზ­რდე­ლებს პი­რა­დად ვა­მე­ცა­დი­ნებ. მომ­თხოვ­ნი ვარ, სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, ეს გარ­და­უ­ვა­ლია. დიახ, რო­გორც მე მინ­და, გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე სცე­ნა­ზე, ზუს­ტად ისე­თი­ვე მინ­და, იყ­ვნენ ისი­ნიც. ჩემ­თან სხვა­ნა­ი­რად მუ­შა­ო­ბა არ გა­მო­დის, უნდა წა­მომ­ყვნენ! დიახ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შრო­მა, თუ შრო­მა გიყ­ვარს და გსი­ა­მოვ­ნებს, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მერე კი ბევ­რი ვარ­ჯი­შის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა იწყე­ბა, - აი, ეგ უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა! ასეა, ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში. ბევ­რი ვარ­ჯი­შით, წვრთნით მი­დი­ან სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე.

კი­თხვა­ზე, თუ რა მო­უ­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბამ სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას, პა­სუ­ხობს: "გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ასეთ ემო­ცი­ებს არ ვე­ლო­დი. რაც პო­პუ­ლა­რო­ბამ მო­მი­ტა­ნა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბაა. მათ­გან დიდ სით­ბოს, პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ და ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის, სი­ტყვე­ბით რთუ­ლი გად­მო­სა­ცე­მია. მარ­თლა ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვგრძნობ და ამ ყვე­ლა­ფერს დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­პყრო­ბი, მით უფრო მა­შინ, როცა უმ­ცრო­სი თა­ო­ბის­თვის მა­გა­ლი­თი ვარ.

ხოლო თუ რას ფიქ­რობ­და სა­ლო­მე, რო­დე­საც თა­ვად იყო პა­ტა­რა, ამ­ბობს: "რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­ვე­ლად ვნა­ხე ცეკ­ვე­ბი, არ ვიცი, იმ წამს რა მოხ­და, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი, რომ ის იყო "ჩემი". სა­კუ­თა­რი თავი ვი­პო­ვე, რაც ადა­მი­ა­ნის­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია. ვი­საც სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია აქვს და ამით ბედ­ნი­ე­რია, მათ­გან ერთ-ერთი მეც ვარ და იღ­ბლი­ა­ნიც - სა­კუ­თა­რი თა­ვიც ვი­პო­ვე და პრო­ფე­სი­აც, რი­თაც, ვი­მე­ო­რებ, უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ. ჩემი საქ­მის ფა­ნა­ტი­კო­სი ვარ. თუმ­ცა ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი პრო­ფე­სი­ით ასე­თი ცნო­ბი­ლი გავ­ხდე­ბო­დი.

მერ­ვე სე­ზონ­ზე კი სა­ლო­მე ჭა­ჭუა სა­კუ­თარ მე­წყვი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ასეთ კო­მენ­ტარს და პროგ­ნოზს აკე­თებს: "ჩვენს წყვილს და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ, გი­ორ­გი შრო­მის­მოყ­ვა­რეა, ცეკ­ვე­ბი გა­მოს­დის, უხ­დე­ბა, მე და მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი, ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი ვცდი­ლობთ, ცეკ­ვე­ბი მო­ვარ­გოთ და ის მის­თვის მი­სა­ღე­ბი ცეკ­ვა იყოს, მო­უხ­დეს. ვთვლი, რომ ჩვე­ნი წყვი­ლი ტუ­რებ­ში გა­დას­ვლას იმ­სა­ხუ­რებს. და­ნარ­ჩე­ნი უკვე ჩვენ­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი".

- ის სა­ხა­სი­ა­თო ლექ­სი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა, შენ რო­გორ მოგ­მარ­თავს?

- მისი ხში­რი ფრა­ზე­ბია: "მშვე­ნი­ე­რო", "ჩემ­მა მზემ" - და მეც ასე მომ­მარ­თავს. ხან­და­ხან ამ­ბო­ბენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, წინა ცხოვ­რე­ბის გად­მო­ნაშ­თი­აო. მე ვი­ტყო­დი, რომ მან უბ­რა­ლოდ იცის ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა, ქალი სულ სხვაგ­ვა­რად ჰყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მან­დი­ლო­სანს ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და და სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნებ­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

- რო­გორ ფიქ­რობ, გა­ი­მარ­ჯვებს "გი­ლი­გა"?

- "გი­ლი­გას" დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს რომ გა­ი­მარ­ჯვოს, ვნა­ხოთ, ჯერ და­სა­წყი­სია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შს სამინისტრო იმ სქემის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რითაც, უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეძლო
ავტორი:

"ამბობენ, წინა ცხოვრების გადმონაშთიაო, -  მან უბრალოდ იცის ქალის პატივისცემა" - რას ჰყვება სალომე ჭაჭუა პარტნიორზე

"ამბობენ, წინა ცხოვრების გადმონაშთიაო, -  მან უბრალოდ იცის ქალის პატივისცემა" - რას ჰყვება სალომე ჭაჭუა პარტნიორზე

მეგაპროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მისი პირველი პარტნიორი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო იყო, მერე და მერე, სხვადასხვა სეზონზე იყვნენ - გიორგი ვარდოსანიძე, ანატოლი ბოისა, ზურა გორგაძე, ანდრია გველესიანი, ირაკლი მაქაცარია და ახლა გიორგი გილიგაშვილი, იგივე "ჩემმა მზემ".

ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა, ეს შოუ შენ გარეშე-მეთქი, - ვუთხარი სალომე ჭაჭუას, "მე ასე ვერ ვიტყოდი, ძალიანაც წარმოსადგენი იქნებოდა, თუმცაღა, ალბათ, ამ პროექტს რაღაც ელფერს მეც ვმატებ, ჩემთვის მასში მონაწილეობა საპასუხისმგებლოა, რადგანაც საზოგადოება ელოდება. ეს კი ყველაზე დიდი ბედნიერება და მოტივაცია. რა სჯობია იმას, როცა სიამოვნებას იღებენ შენი შემოქმედებისგან. ეს ყველაფერი კი იმის სტიმულს მაძლევს, რომ ერთ ადგილას არასდროს გავჩერდე", - გვეუბნება მოცეკვავე, რომელიც მართლაც უზომოდ დიდ სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს, რისთვისაც საზოგადოებას ძალიან უყვარს და მის ცეკვას ყოველთვის მოუთმენლად ელოდება.

"ხშირად უთქვამთ, სხვანაირი ხარ და სხვანაირად ცეკვავ, სცენაზე შენი სერიოზული გარდაქმნა ხდებაო. ერთადერთი პასუხი, რაც ამას შეიძლება მოვუძებნო, ისაა, რომ ცეკვისას თვითონ დიდ სიამოვებას განვიცდი, რადგანაც იმ წუთებში ცეკვას ვქმნი და ალბათ მაყურებლამდე ეს ყველაფერი ასევე მიდის. ეს მნიშვნელოვანია და ყველა პროფესიონალი მოცეკვავე ამისკენ მიილტვის, - საკუთარი თავი კარგად წარმოადგინოს და იპოვოს კიდეც სცენაზე", - ამბობს სალომე.

- ამ სეზონზე ვფიქრობ, რომ ცეკვის წარმოდგენისას მეტად არტისტული ხარ, ვიდრე აქამდე იყავი...

- ეს ჩემთვის ერთგვარი კომპლიმენტია, ძალიან სასიამოვნოა, რადგანაც ცხოვრების მანძილზე, რაც კი სცენაზე ვმდგარვარ, ვცეკვავ და ამ სფეროში ვარ, არასდროს გავჩერებულვარ, იმ თვალსაზრისით, რომ ყოველ წელს ვვითარდები, ვესწრები მასტერკლასებს, უცხოეთში მყავს მწვრთნელები, სადაც ამ ყველაფერს ვსწავლობ, ვეუფლები. ერთ დღესაც არ მივცემივარ სიმშვიდეს, - უი, კარგ მოცეკვავედ მთვლიან და არაფერს აღარ გავაკეთებ-მეთქი. ყოველ დღე, ყოველწლიურად განვითარებაში ვარ. მოკლედ, ვმუშაობ მწვრთნელებთან, ფსიქოლოგებთან.

- თუ პარტნიორი მხარს არ გიბამს, მაშინ რა ხდება?

- ასეთი ჩემს შემთხვევაში თითქმის არ ხდება. წელსაც ისე დაემთხვა, რომ პარტნიორი მხარს მიბამს, ერთმანეთს სცენაზე კარგად ვიცნობთ და ეს არის ყველაზე კარგი განცდა და გრძნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სცენაზე ერთი მთლიანი ადამიანი მუშაობს. მოკლედ, ამ ცეკვებში ასეა, მარტო არ ვარ - ერთ კონკრეტულს ორივე ვქმნით, რაც აუცილებლად მივა მაყურებლამდე და ისიც აუცილებლად იგრძნობს ჩვენს ემოციას.

- გიორგი გილიგაშვილი მართლაც კარგად ცეკვავს, რატომღაც მაყურებელი მისგან ამას თითქოს არ ელოდა. ბევრი კი მის ცეკვას იმით ხსნის, რომ ის შესაძლოა, ადრე ეუფლებოდა ცეკვას.

- საქართველოში ცეკვაზე ალბათ ყველა დადიოდა, მაგრამ თუ ვინმე პატარაობაში ცეკვას სწავლობდა, ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენი სფერო ყოველ წელს ვითადება, წინ მიდის, რთულდება, თან, 2018 წელი ამ ჟანრში განსაკუთრებულ ზენიტშია, ყველაფერი ტენდენციურობას ითხოვს. მხოლოდ ორი-სამი "ჩა-ჩა-ჩა" ვიცეკვეთ და მორჩა, ასე არ არის. ტექნიკურად გამართული უნდა იყოს, მაყურებლისთვის გასაგები, ასევე მნიშვნელოვანია, მოცეკვავე სცენიდან რა ისტორიას გვიყვება, როგორი მუსიკალურობა, რითმულობაა და ამ ყველაფრის როგორი შერწყმა ხდება. წუთ-ნახევარში მთელი ისტორია გასაგებ ენაზე უნდა გადმოსცეს, რომ ყველაფერს მიხვდნენ. სცენაზე გასვლა ჩემთვის განვითარებას, სწავლას ნიშნავს.

- გიორგი გილიგაშვილი, იგივე "ჩემმა მზემ" თავისი საქციელით, მეტყველებით არაორდინარული ადამიანია. პროექტამდე იცნობდი მას?

- ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. როდესაც გავიცანი, სიღრმისეულად დავინახე. დღესდღეობით ძალიან იშვიათია ასეთი გულწრფელი ადამიანი, უზომოდ კეთილშობილია და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი.

- მკაცრი პედაგოგი ხარ მისთვის?

- მკაცრი კი არა, მაქსიმალისტი ვარ, არც ჩემს თავს არც სხვას არ ვაძლევ უფლებას, ზერელე იყოს. როგორც საკუთარ თავს ვთხოვ, ასევე ვთხოვ მეწყვილეს. სცენაზე მოცეკვავე არ უნდა იყოს მოშვებული.

- ცნობილია, რომ საკუთარ სტუდიაში ბავშვებთან პირადად მუშაობ, ყველას პერსონალურად ამეცადინებ. ამდენს როგორ ახერხებ?

- წელს ჩემი სტუდია 5 წლის ხდება, რა თქმა უნდა, ამ ხნის მანძილზე, ჩემს ქორეოგრაფებთან ერთად პატარა აღსაზრდელებს პირადად ვამეცადინებ. მომთხოვნი ვარ, სხვაგვარად არ გამოვა, ეს გარდაუვალია. დიახ, როგორც მე მინდა, გამოვიყურებოდე სცენაზე, ზუსტად ისეთივე მინდა, იყვნენ ისინიც. ჩემთან სხვანაირად მუშაობა არ გამოდის, უნდა წამომყვნენ! დიახ, მნიშვნელოვანია შრომა, თუ შრომა გიყვარს და გსიამოვნებს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მერე კი ბევრი ვარჯიშისგან სიამოვნების მიღება იწყება, - აი, ეგ უკვე გამარჯვებაა! ასეა, ნებისმიერ სფეროში. ბევრი ვარჯიშით, წვრთნით მიდიან სასურველ შედეგამდე.

კითხვაზე, თუ რა მოუტანა პოპულარობამ სალომე ჭაჭუას, პასუხობს: "გულწრფელად ვამბობ, ადამიანებისგან ასეთ ემოციებს არ ველოდი. რაც პოპულარობამ მომიტანა, ეს ადამიანების სიყვარული და ურთიერთობაა. მათგან დიდ სითბოს, პატივისცემას ვგრძნობ და ეს ყველაფერი თუ რას ნიშნავს ჩემთვის, სიტყვებით რთული გადმოსაცემია. მართლა ბედნიერი ვარ იმით, რასაც ადამიანებისგან ვგრძნობ და ამ ყველაფერს დიდი პატივისცემით ვეპყრობი, მით უფრო მაშინ, როცა უმცროსი თაობისთვის მაგალითი ვარ.

ხოლო თუ რას ფიქრობდა სალომე, როდესაც თავად იყო პატარა, ამბობს: "როდესაც ტელევიზიით პირველად ვნახე ცეკვები, არ ვიცი, იმ წამს რა მოხდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ის იყო "ჩემი". საკუთარი თავი ვიპოვე, რაც ადამიანისთვის ალბათ ყველაზე მთავარია. ვისაც საკუთარი პროფესია აქვს და ამით ბედნიერია, მათგან ერთ-ერთი მეც ვარ და იღბლიანიც - საკუთარი თავიც ვიპოვე და პროფესიაც, რითაც, ვიმეორებ, უბედნიერესი ვარ. ჩემი საქმის ფანატიკოსი ვარ. თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პროფესიით ასეთი ცნობილი გავხდებოდი.

მერვე სეზონზე კი სალომე ჭაჭუა საკუთარ მეწყვილესთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს და პროგნოზს აკეთებს: "ჩვენს წყვილს დადებითად ვაფასებ, გიორგი შრომისმოყვარეა, ცეკვები გამოსდის, უხდება, მე და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი, ქორეოგრაფები ვცდილობთ, ცეკვები მოვარგოთ და ის მისთვის მისაღები ცეკვა იყოს, მოუხდეს. ვთვლი, რომ ჩვენი წყვილი ტურებში გადასვლას იმსახურებს. დანარჩენი უკვე ჩვენზე არაა დამოკიდებული".

- ის სახასიათო ლექსიკით გამოირჩევა, შენ როგორ მოგმართავს?

- მისი ხშირი ფრაზებია: "მშვენიერო", "ჩემმა მზემ" - და მეც ასე მომმართავს. ხანდახან ამბობენ, რომ ეს ადამიანი, წინა ცხოვრების გადმონაშთიაო. მე ვიტყოდი, რომ მან უბრალოდ იცის ქალის პატივისცემა, ქალი სულ სხვაგვარად ჰყავს წარმოდგენილი და ეს დამოკიდებულება ნებისმიერ მანდილოსანს ესიამოვნებოდა და საერთოდ ადამიანებთან ასეთი ურთიერთობა აქვს.

- როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებს "გილიგა"?

- "გილიგას" დიდი პოტენციალი აქვს რომ გაიმარჯვოს, ვნახოთ, ჯერ დასაწყისია.

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე

Fuckup Nights14 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება - გონიოს ციხეში სპიკერები მარცხის ისტორიებს მოყვებიან