ავტორი:

ვინ არის 88 წლის ჯორჯ სოროსის 41 წლით უმცროსი ცოლი

ვინ არის 88 წლის ჯორჯ სოროსის 41 წლით უმცროსი ცოლი

ამერიკელი განათლების კონსულტანტი ტამიკო ბოლტონი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც მილიარდერ ჯორჯ სოროსზე დაქორწინდა. ტამიკო, ასევე, მეწარმე და ლიცენზირებული ფარმაცევტია. სოროსის ცოლი იოგას ფირმის მენეჯერია და ასევე, ფლობს კომპანიას, რომელიც დიეტურ საკვებსა და ვიტამინებს ონლაინ ყიდის.

ტამიკო ბოლტონი 1971 წელს კალიფორნიაში დაიბადა. დედა ექთანი, მამა კი - ყოფილი სამხედრო ოფიცერია.

მომავალმა მისის სოროსმა იუტას უნივერსიტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი მაგისტრატურაზე სწავლა მაიამიში განაგრძო.

სწავლის დასრულების შემდეგ ტამიკო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების კონსულტანტად მუშაობდა. მაღაზია და იოგას ცენტრი კი მოგვიანებით გახსნა. ბოლტონი ხშირად ჩნდება ხოლმე ქმართან, ჯორჯ სოროსთან ერთად.

მრავალმხრივი საქმიანობის წყალობით ტამიკო სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს, თუმცა, ქმრის მსგავსად მის ანგარიშზე რამდენიმე მილიარდი არ ირიცხება.

ბოლტონი უნგრელ-ამერიკელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის მესამე ცოლია. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 41 წელია.

ტამიკომ და ჯორჯმა ერთმანეთი ვახშამზე 2008 წელს გაიცნეს. სოროსმა დაქორწინება 2012 წელს შესთავაზა, რამდენიმე თვეში დაინიშნენ.

2013 წლის 21 სექტემბერს კი ბედფორდში, ნიუ-იორკში იქორწინეს. ცერემონიალს 500 ადამიანი ესწრებოდა.

სოროსი ტამიკოსთვის პირველი ქმარი არ არის, თუმცა მისი ყოფილი მეუღლის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი არ არის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე