პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

რა გაიხსენა სასამართლოში ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამამ და რას პასუხობს მას მოკლულის მამა

რა გაიხსენა სასამართლოში ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამამ და რას პასუხობს მას მოკლულის მამა

მკვლელობის ღამეს ლადო გრიგალაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მის შეყვარებულს ანა ნაცვლიშვილს ვერ პოულობდნენ, - ამის შესახებ თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის მამამ ზაქარია გრიგალაშვილმა სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა. მისი თქმით, ლადო გრიგალაშვილმა მას უთხრა, რომ ანა ნაცვლიშვილს ურეკავდა, ზარი გადიოდა, მაგრამ არ პასუხობდა და როგორ შეიძლებოდა მისი ადგილმდებარეობის დადგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას ზაქარია გრიგალაშვილმა განუმარტა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

„ლადომ დამირეკა ანა ნაცვლიშვილი დაკარგულია, ვერ პოულობენ და ვეძებთ მეგობრებთან ერთად, ვკითხე იცოდნენ თუ არა მისმა მშობლებმა. დედამ და დამ იციან და მამას სძინავსო, მითხრა. ვუთხარი გაეღვიძებინათ მამა, რათა ვითარებაში გარკვეულიყვნენ. დაახლოებით, საათნახევარში მითხრა, ანას დედა ხშირად ურეკავდა და მის ტელეფონზე პოლიციის თამაშრომელმა უპასუხა, ანა ცუდად გამხდარა და მეხუთე საავადმყოფოში წაუყვანიათო. მე ვარკეთილში ვარო და მთხოვა მეხუთე საავადმყოფოში მივსულიყავი. ლადო ჩემი კუთვნილი ავტომანქანით მოვიდა იქ. როცა ლადომ ტელეფონზე დარეკვა დააპირა, ეზოში პოლიციის მანქანა შემოვიდა, იკითხეს, ლადო გრიგალაშვილი რომელიაო, თემქაზე, მეშვიდე განყოფილებაში ჩაგვიყვანეს. ლადომ იქ დაახლოებით 2 საათი დაჰყო. 2 საათში ის ქალაქის სამმართველოში დასაკითხად გადაიყვანეს, შემდეგ გავარკვიე, რომ ანა ნაცვლიშვილი გარდაცვლილი იყო. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ დამირეკა და განმიმარტა, რომ ჩემი შვილი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე იყო დაკავებული, შემდეგ მოხდა ჩემი გამოკითხვა. ავტომანქანიდან ჩემი კუთვნილი დანა იქნა ამოღებული ქარქაშთან ერთად და ასევე, ანაწმენდები" , - განაცხადა ზაქარია გრიგალაშვილმა.

მისივე თქმით, მის შვილსა და ანა ნაცვლიშვილს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ.

„ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი შვილის ჩადენილია, არა იმის გამო, რომ ის ჩემი შვილია. არამედ, იმის გამო, რომ მას ანა თავის თავზე მეტად უყვარდა. იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ლადო ავად იყო და ანამ მჭადები გამოუცხო და ჩამოუტანა. ლადო ყოველთვის იყო ზრდილობიანი, გამორიცხულია ვინმესთვის რამე ეწყენინებინა, ვერავინ გაიხსსენებს მას ვინმე დაეჩაგრა. ჯარის გავლის შემდეგ სამსახური დაიწყო, გეგმები ჰქონდა, ცოლის მოყვანაზეც ჩამოყალიბებული იყო. სამსახურიდან წამოვიდა, კაფეს ამუშავება უნდოდა, რაშიც მეც ვეხმარებოდი. არასდროს ყოფილა ფიცხი, გადახრებზე ზედმეტია საუბარი", - აცხადებს ზაქარია გრიგალაშვილი.

რაც შეეხება იმას, რომ ლადო გრიგალაშვილმა ავტოფარეხის სახურავიდან ბავშვი გადმოაგდო, ზაქარია გრიგალაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს.

"4 წლის იქნებოდა, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ბურთი ავტოფარეხის თავზე აუვარდათ, ბურთის ჩამოტანის მომენტში, ბავშვი თავად გადმოვარდა ავტოფარეხიდან", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

ისე გამოვიდა, რომ ლადო გრიგალაშვილი ანგელოზად გამოიყვანეს, - ამის შესახებ მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამამ მამუკა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. გარდაცვლილის მამამ ბრალდებულის ოჯახის წევრების გამოკითხვა შეაფასა.

„ვიცოდი, რომ ახალს არაფერს იტყოდნენ, ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი. მეგონა, რომ სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი მყავსო და ანგელოზად გამოიყვანეს. როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. მე შეხვედრაზე მინისტრი დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა რა მოხდა იქ უკვე აღარ ვიცი", - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის საქმეზე დაკავებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

შემდეგი პროცესი 9 ნოემბერს, 10:00 საათზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს