პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
33 წლის საუდელი პრინცის იმიჯი დაიმსხვრა - რა დაუჯდება სალმანს ხაშოგის სიკვდილი?
33 წლის საუდელი პრინცის იმიჯი დაიმსხვრა - რა დაუჯდება სალმანს ხაშოგის სიკვდილი?

თურ­ქეთ­ში, სა­უ­დის არა­ბე­თის სა­ელ­ჩო­ში მოკ­ლუ­ლი დი­სი­დენ­ტი ჟურ­ნა­ლის­ტის ჯა­მალ ხა­შო­გის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი ხმა­უ­რი სულ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა. სა­უ­დის არა­ბე­თის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხა­შო­გსა და სა­კონ­სუ­ლოს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და და ჩხუ­ბის დროს ჟურ­ნა­ლის­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. მკვლე­ლო­ბის გამო და­კა­ვე­ბუ­ლია 18 პირი, სა­უ­დის არა­ბე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან ორი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. ან­კა­რა­ში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ხა­შო­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის 15-მა წევ­რმა მოკ­ლა, ცხე­და­რი კი და­ა­ნა­წევ­რა.

სტამ­ბოლ­ში მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის შე­სა­ხებ ახა­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-მა გა­ავ­რცე­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, 2 ოქ­ტომ­ბერს, ჯა­მალ ხა­შო­გის ტან­საც­მლით სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა სა­უ­დის არა­ბე­თის აგენ­ტმა მუს­ტა­ფა ალ მა­და­ნიმ და­ტო­ვა, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის კვა­ლის და­სა­ფა­რად გა­კეთ­და...

გა­მო­იწ­ვევს თუ არა ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა აშშ-სა და სა­უ­დის არა­ბეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წვა­ვე­ბას? რო­გორ აი­სა­ხე­ბა სა­უ­დის ახალ­გაზ­რდა პრინ­ცის ავ­ტო­რი­ტეტ­ზე მის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მო­შო­რე­ბა? - ამ თე­მებ­ზე AMBEBI.GE-ს აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე გი­ორ­გი სა­ნი­კი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- და­ვი­წყოთ იმით, რომ ერთი რამ - ტრამ­პის პო­ზი­ცია, რომ მას ვი­თა­რე­ბის დამ­შვი­დე­ბა სურს, აშ­კა­რაა. თუმ­ცა, საქ­მეს თა­ვი­სი მას­შტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე­თი პირი უჩანს, რომ კი­დევ რა­ღა­ცე­ე­ბი შე­იც­ვლე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი ფაქ­ტია, რომ ტრამ­პის­თვის მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც სა­უ­დის არა­ბეთ­მა გა­ა­კე­თა, რო­დე­საც მან აღი­ა­რა, რომ მკვლე­ლო­ბა მოხ­და და "ამ ფაქტს და­სა­ნა­ნი გა­უ­გებ­რო­ბა" და­არ­ქვა.

ეს ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კას არ სურს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­კარ­გოს ისე­თი მო­კავ­ში­რე, რო­გო­რიც არის სა­უ­დის არა­ბე­თი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ტრამ­პის პო­ზი­ცია ასე იკი­თხე­ბა, - მას არ სურს კრი­ზი­სის გაღ­რმა­ვე­ბა.

- თუმ­ცა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ამე­რი­კის კონ­გრე­სის პო­ზი­ცი­აც...

- დიახ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა კონ­გრე­სი­სა და ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. არ ვე­ლო­დე­ბი, რომ ტრამ­პის პო­ზი­ცი­ას ისი­ნი ერ­თხმად აი­ტა­ცე­ბენ. ამი­ტო­მაც, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს კრი­ზი­სი, რომ­ლის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი, შე­საძ­ლოა კი­დევ გამ­ჟღავ­ნდეს და ამის შე­სა­ხებ უკვე ისა­უბ­რა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღან­მა, ტრამ­პის შემ­რი­გებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ვერ დას­რულ­დე­ბა.

- ეს ნიშ­ნავს, რომ სა­უ­დის არა­ბე­თის მი­მართ სან­ქცი­ე­ბიც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი?

- საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. რად­გან დღეს ამე­რი­კას სუ­ლაც არ აძ­ლევს ხელს სა­უ­დის არა­ბე­თის და­კარ­გვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქვე­ყა­ნას დღეს ვერ და­ვარ­ქმევთ დე­მოკ­რა­ტი­ულს. ასე რომ, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ “ტრამ­პის მო­დელ­ში” - სა­უ­დის არა­ბე­თი არის კე­თი­ლი, ირა­ნი – ბო­რო­ტი. ამ ფონ­ზე კი ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია რა­ი­მე სა­ხის გარ­ღვე­ვის­თვის მზად არ არის.

- ჯა­მალ ხა­შო­გი ძალ­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მა Washington Post-ის ასე­ვე გავ­ლე­ნი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ დო­ნალდ ტრამ­პი მუდ­მი­ვად ეს­ხმის თავს ამე­რი­კულ მე­დი­ას, აშ­კა­რაა, რომ ამ საქ­მის ჩა­ფარ­ცხვის მცდე­ლო­ბას მე­დია პრე­ზი­დენტს არ აპა­ტი­ებს...

- მე­დი­ა­სა და ტრამპს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ გამ­წვა­ვე­ბუ­ლია და ახლა, ასე ვთქვათ, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის რა­ცი­ო­ნა­ლურ თვალ­საზ­რისს კი­დევ ერთხელ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მე­დია, რად­გან აქ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა კი არა, მისი სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა მოხ­და და ამას ამე­რი­კუ­ლი მე­დია უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვებს. მე­დი­ის პო­ზი­ცი­ით, ასე­თი ფაქ­ტის უხ­მა­უ­როდ და ჩუ­მად ჩავ­ლის პრე­ცენ­დენ­ტი არ უნდა შე­იქ­მნას...

- სა­ინ­ტე­რე­სოა სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცის, 33 წლის მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნის პერ­სო­ნა, რო­მე­ლიც არც ისე დიდი ხნის წინ, ძა­ლი­ან დიდ სიმ­დიდ­რესთნ ერ­თად, კლა­ნურ და­პი­რის­პი­რე­ბებ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბო­და, მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კი, წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის ფონ­ზე ლი­ბე­რა­ლუ­რი ხედ­ვის გამო მოხ­ვდა. რა შე­იც­ვა­ლა შემ­დეგ და რა­ტომ?

- ჩვენ სა­უ­დის არა­ბე­თის შიდა საქ­მე­ებ­ზე გა­და­ვე­დით, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ასე­ვე მო­ახ­დენს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც. მის ხედ­ვას მთლად ლი­ბე­რა­ლურს ვერ და­ვარ­ქმევთ, ეს უფრო არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ხედ­ვა იყო მისი მხრი­დან. სალ­მა­ნიმ საკ­მა­ოდ ენერ­გი­უ­ლად და­ი­წყო მოქ­მე­დე­ბა და თა­ვი­სი ხის­ტი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა.

გა­ვიხ­სე­ნოთ სა­მე­ფო ოჯახ­ში, კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი ბრძო­ლის და­წყე­ბა და კო­რუფ­ცი­ა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის და­კა­ვე­ბე­ბი. მა­შინ სა­მე­ფო ოჯა­ხის 11 წევ­რი, ოთხი მოქ­მე­დი და ათო­ბით ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ა­კა­ვეს და ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ კო­მი­ტეტს სწო­რედ პრინ­ცი მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. მა­შინ ჩა­ა­ტა­რეს გა­მო­ძი­ე­ბა, გას­ცეს და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი, აკ­რძალ­ვა და­ა­წე­სეს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა­ზე და უამ­რავ ადა­მი­ანს გა­უ­ყი­ნეს პი­რა­დი ან­გა­რი­შე­ბი...

თუმ­ცა, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იმ­ჩნე­ო­და სხვა მხრი­ვაც, თუნ­დაც ქა­ლე­ბის­თვის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­ცე­მით, რაც ასე­ვე პრინ­ცის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო.

- თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ად­გი­ლობ­რივ აქ­ტი­ვისტს, 29 წლის ის­რაა ალ-გომ­გამს, რო­მე­ლიც 2015 წელს, ში­ი­ტი უმ­ცი­რე­სო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი დე­მონ­სტრა­ცი­ის მო­წყო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, თა­ვის მოკ­ვე­თა ემუქ­რე­ბა...

- დიახ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ის ცვლი­ლე­ბე­ბი არ იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი და არც იმის თქმა შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ას, ანუ და­სავ­ლეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და... ეს პრინ­ცის მხრი­დან, ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვი­სა და იმი­ჯის შექ­მნის სურ­ვილს ჰგავ­და.

ამი­ტო­მაც, ახლა ცოტა ძნე­ლია იმის გან­სა­ზღვრა, თუ რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, იქ ხომ ბევ­რი რამ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სა­მე­ფო ოჯახ­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დი­დია, არ­სე­ბობს დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი. გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად ეც­დე­ბი­ან ეს პრინ­ცის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნონ და შე­საძ­ლოა, მან ამის გამო მწა­რედ ზღოს...

იმის პროგ­ნო­ზი, თუ რო­გორ დას­რულ­დე­ბა კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ისე­თი და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­უ­დის არა­ბე­თია - ძალ­ზე ძნე­ლია. თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ჯა­მალ ხა­შო­გის საქ­მის ჩა­ფარ­ცხვა ისე ად­ვი­ლად არ გა­მო­ვა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

33 წლის საუდელი პრინცის იმიჯი დაიმსხვრა - რა დაუჯდება სალმანს ხაშოგის სიკვდილი?

33 წლის საუდელი პრინცის იმიჯი დაიმსხვრა - რა დაუჯდება სალმანს ხაშოგის სიკვდილი?

თურქეთში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლული დისიდენტი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის გარშემო დაწყებული ხმაური სულ უფრო მასშტაბური ხდება. საუდის არაბეთის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ხაშოგსა და საკონსულოს რამდენიმე თანამშრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ჩხუბის დროს ჟურნალისტი გარდაიცვალა. მკვლელობის გამო დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან ორი მაღალჩინოსანი გათავისუფლებულია. ანკარაში ირწმუნებიან, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, ცხედარი კი დაანაწევრა.

სტამბოლში მოკლული ჟურნალისტის შესახებ ახალი ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა.

არსებული ცნობებით, 2 ოქტომბერს, ჯამალ ხაშოგის ტანსაცმლით საკონსულოს შენობა საუდის არაბეთის აგენტმა მუსტაფა ალ მადანიმ დატოვა, რაც სავარაუდოდ, საელჩოს შენობაში მომხდარი მკვლელობის კვალის დასაფარად გაკეთდა...

გამოიწვევს თუ არა ჟურნალისტის მკვლელობა აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის გამწვავებას? როგორ აისახება საუდის ახალგაზრდა პრინცის ავტორიტეტზე მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის მოშორება? - ამ თემებზე AMBEBI.GE-ს აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე ესაუბრება:

- დავიწყოთ იმით, რომ ერთი რამ - ტრამპის პოზიცია, რომ მას ვითარების დამშვიდება სურს, აშკარაა. თუმცა, საქმეს თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ რაღაცეები შეიცვლება. ამ ეტაპზე კი ფაქტია, რომ ტრამპისთვის მისაღები აღმოჩნდა ის განცხადებები, რაც საუდის არაბეთმა გააკეთა, როდესაც მან აღიარა, რომ მკვლელობა მოხდა და "ამ ფაქტს დასანანი გაუგებრობა" დაარქვა.

ეს ნიშნავს, რომ ამერიკას არ სურს ახლო აღმოსავლეთში დაკარგოს ისეთი მოკავშირე, როგორიც არის საუდის არაბეთი. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის პოზიცია ასე იკითხება, - მას არ სურს კრიზისის გაღრმავება.

- თუმცა, გასათვალისწინებელია ამერიკის კონგრესის პოზიციაც...

- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კონგრესისა და ამერიკის პოლიტიკური წრეების დამოკიდებულება. არ ველოდები, რომ ტრამპის პოზიციას ისინი ერთხმად აიტაცებენ. ამიტომაც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს კრიზისი, რომლის ახალი დეტალები, შესაძლოა კიდევ გამჟღავნდეს და ამის შესახებ უკვე ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ტრამპის შემრიგებლური განცხადებებით ვერ დასრულდება.

- ეს ნიშნავს, რომ საუდის არაბეთის მიმართ სანქციებიც არ არის გამორიცხული?

- საკმაოდ რთული ვითარებაა. რადგან დღეს ამერიკას სულაც არ აძლევს ხელს საუდის არაბეთის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას დღეს ვერ დავარქმევთ დემოკრატიულს. ასე რომ, წარმოვიდგინოთ “ტრამპის მოდელში” - საუდის არაბეთი არის კეთილი, ირანი – ბოროტი. ამ ფონზე კი ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე სახის გარღვევისთვის მზად არ არის.

- ჯამალ ხაშოგი ძალზე გავლენიანი გამოცემა Washington Post-ის ასევე გავლენიანი ჟურნალისტი იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დონალდ ტრამპი მუდმივად ესხმის თავს ამერიკულ მედიას, აშკარაა, რომ ამ საქმის ჩაფარცხვის მცდელობას მედია პრეზიდენტს არ აპატიებს...

- მედიასა და ტრამპს შორის ურთიერთობა საკმაოდ გამწვავებულია და ახლა, ასე ვთქვათ, ამერიკის პრეზიდენტის რაციონალურ თვალსაზრისს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება მედია, რადგან აქ ადამიანის უფლებების დარღვევა კი არა, მისი სიცოცხლის ხელყოფა მოხდა და ამას ამერიკული მედია უპასუხოდ არ დატოვებს. მედიის პოზიციით, ასეთი ფაქტის უხმაუროდ და ჩუმად ჩავლის პრეცენდენტი არ უნდა შეიქმნას...

- საინტერესოა საუდის არაბეთის პრინცის, 33 წლის მოჰამედ ბინ სალმანის პერსონა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, ძალიან დიდ სიმდიდრესთნ ერთად, კლანურ დაპირისპირებებთანაც ასოცირდებოდა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კი, წინამორბედების ფონზე ლიბერალური ხედვის გამო მოხვდა. რა შეიცვალა შემდეგ და რატომ?

- ჩვენ საუდის არაბეთის შიდა საქმეებზე გადავედით, რომელიც გავლენას ასევე მოახდენს საგარეო ურთიერთობებზეც. მის ხედვას მთლად ლიბერალურს ვერ დავარქმევთ, ეს უფრო არაორდინალური ხედვა იყო მისი მხრიდან. სალმანიმ საკმაოდ ენერგიულად დაიწყო მოქმედება და თავისი ხისტი პოლიტიკის გატარება.

გავიხსენოთ სამეფო ოჯახში, კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლის დაწყება და კორუფციაში ეჭვმიტანილების დაკავებები. მაშინ სამეფო ოჯახის 11 წევრი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააკავეს და ანტიკორუფციულ კომიტეტს სწორედ პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ჩაუდგა სათავეში. მაშინ ჩაატარეს გამოძიება, გასცეს დაპატიმრების ორდერი, აკრძალვა დააწესეს საზღვრის გადაკვეთაზე და უამრავ ადამიანს გაუყინეს პირადი ანგარიშები...

თუმცა, ცვლილებები შეიმჩნეოდა სხვა მხრივაც, თუნდაც ქალებისთვის მართვის უფლების მიცემით, რაც ასევე პრინცის დამსახურება იყო.

- თუმცა, ამავდროულად, ადგილობრივ აქტივისტს, 29 წლის ისრაა ალ-გომგამს, რომელიც 2015 წელს, შიიტი უმცირესობის მხარდამჭერი დემონსტრაციის მოწყობისთვის დააკავეს, თავის მოკვეთა ემუქრება...

- დიახ, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის ცვლილებები არ იყო საზოგადოების მოდერნიზაციისკენ მიმართული და არც იმის თქმა შეიძლება, რომ ეს ვესტერნიზაციას, ანუ დასავლეთზე ორიენტირებას ემსახურებოდა... ეს პრინცის მხრიდან, ყურადღების მიქცევისა და იმიჯის შექმნის სურვილს ჰგავდა.

ამიტომაც, ახლა ცოტა ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა ხდება ქვეყანაში, იქ ხომ ბევრი რამ გასაიდუმლოებულია. თუმცა, როგორც ჩანს, სამეფო ოჯახში, რომელიც ძალიან დიდია, არსებობს დიდი წინააღმდეგობები და დაპირისპირებები. გარკვეული ძალები აუცილებლად ეცდებიან ეს პრინცის წინააღმდეგ გამოიყენონ და შესაძლოა, მან ამის გამო მწარედ ზღოს...

იმის პროგნოზი, თუ როგორ დასრულდება კლანური დაპირისპირება, ისეთი დახურული სისტემის მქონე ქვეყანაში, როგორიც საუდის არაბეთია - ძალზე ძნელია. თუმცა, ფაქტია, რომ ჯამალ ხაშოგის საქმის ჩაფარცხვა ისე ადვილად არ გამოვა...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე