ავტორი:

როგორ უნდა გავარკვიოთ, სალონში ხარისხიანი პროდუქციით გვემსახურებიან თუ არა - რჩევები პროფესიონალისგან

როგორ უნდა გავარკვიოთ, სალონში ხარისხიანი პროდუქციით გვემსახურებიან თუ არა - რჩევები პროფესიონალისგან

თმა ადამიანის მთავარი ბუნებრივი აქსესუარია, რომლითაც საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. თმის სიგრძე, ფერი და ვარცხნილობა ადამიანის ინდივიდუალიზმს კარგად გამოხატავს და მისი ხასიათის მთავარ შტრიხებს უსვამს ხაზს.

სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანებმა და განსაკუთრებით, ქალებმა საკუთარი თმის მოვლას დიდი ყურადღება მიაქციონ. თმაზე გავლენას ახდენს გარემო კლიმატური პირობები, დაბინძურებული გარემო და ის ისტრესება. ამას დამატებული ფენის ხშირი გამოყენება ან უხარისხო თმის მოვლის საშუალებები თმას უფრო ასუსტებს. შეღებვის დროს თმაში ბევრი ქიმიური პროცესი მიმდინარეობს და ესეც დამატებითი სტრესია თმისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დასტრესილ თმას კარგად მოვუაროთ, შეღებვის დროს მაღალი ხარისხის პროდუქცია გამოვიყენოთ, რომ თმა კიდევ უფრო არ დავაზიანოთ და დავასუსტოთ.

ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი კარგად იყოს გათვითცნობიერებული და სალონში სტილისტისგან მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია, თუ რა პროდუქციით ემსახურებიან და ეს პროდუქცია რამდენად სასიკეთო თუ მავნეა მისი თმისთვის. მოთხოვნის არარსებობიდან გამომდინარე სილამაზის სალონებისა და სტილისტების გარკვეული ნაწილიც არ ცდილობს, მაღალი ხარისხის პროდუქციით იმუშაოს. იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ თმის მოვლის საშუალებების შერჩევის დროს და რა ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ ამ პროდუქტების შესახებ, „პროფლაინკოსმეტიქსის“ დამფუძნებელს გიორგი ესებუას ვესაუბრეთ. „პროფლაინკოსმეტიქსი“ საქართველოში ბრენდების Wella Professional-ისა და Londa-ს ოფიციალური წარმომადგენელია.

როგორია ზოგადი სურათი დღეს ბაზარზე, რამდენად ხარისხიანი თმის საღებავებით მუშაობენ სალონები?

ხარისხიან პროდუქტს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რომ ნაწარმი არ იყოს კონტრაფაქტი, მისი შემომტანი იყოს ოფიციალური და მწარმოებისლისგან ახდენდეს დისტრიბუციას. აღსანიშნავია ისიც, რომ კონტრაფაქტს სახელმწიფოც ებრძვის. სამწუხაროდ, დღეს არსებობს საკმაოდ მაღალი დონის თმის საღებავის ბრენდები, რომლებსაც საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლები არ ჰყავთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათი პროდუქცია კონტრაფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ საქმიანობას თავად ბრენდი არ აკონტროლებს.ისინი კანონს არ არღვევენ, თუმცა მომხმარებლისთვის გარკვეულ რისკებს ქმნიან. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ბაზარზე ასეთი კომპანიების წილი არც ისე პატარაა.

იქმნება ჯაჭვი, რომელშიც ყველა რგოლის კეთილსინდისიერი მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი რგოლია სალონები და სტილისტები, რომლებიც არ ითხოვენ, რომ წარმომადგენლები იყვნენ ოფიციალურები, არ ითხოვენ მწარმოებლის ოფიციალურ სერთიფიკატებს. ოფიციალური წარმომადგენლისგან პროდუქციის შეძენას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ შემთხვევაში მიწოდების ხარისხი არის მაღალი, დისტრიბუტორი მაქსიმალურად იცავს შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებს, მიწოდების ჯაჭვი არის უწყვეტი, ის ზრუნავს სტილისტების განათლებაზე და მხოლოდ დატრენინგებული, მაღალკვალიფიციური სტილისტები მუშაობენ მათი პროდუქციით. არაკვალიფიციურმა სტილისტმა რომ გამოიყენოს ეს პროდუქცია, შეიძლება სასურველი შედეგი ვერ მიიღოს და ეს პროდუქციას დაბრალდეს. სწორედ ამიტომ აქცევენ ოფიციალური წარმომადგენლები სტილისტების დატრენინგებას დიდ მნიშვნელობას.

არაოფიციალური წარმომადგელისგან პროდუქციის შეძენის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ჩნდება რისკები. ამიტომ მომხმარებელი უნდა დაფიქრდეს და კარგად გააანალიზოს ეს რისკი - სურს კი მას თანხის გადახდა რისკში?

ჩემთვის ისიც საკვირველია, თავად სალონი და სტილისტი რატომ რისკავს. პირველ რიგში სწორედ ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ თმის მოვლის საშუალებები ოფიციალური წარმომადგენლისგან შეიძინონ, რომელსაც სერთიფიკატი აქვს.

ბრენდული პროდუქცია მესამე ქვეყნებშიც იწარმოება და თუ ასეა, ამის შესახებაც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია როგორც სალონს, ისე მომხმარებელს.

მომხმარებელმა რა ინფორმაცია უნდა მიიღოს სალონში თმის შეღებვის წინ?

საქართველოში სალონური მომსახურება იაფი ნამდვილად არაა და მომხმარებელი ღირსია, იცოდეს რა პროდუქციით უღებავენ თმას, საიდან შემოდის, ოფიციალური შემომტანი ვინ არის და პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ვინ არის პასუხისმგებელი ამ პრობლემაზე. დღეს განვითარებულ ქვეყნებში სალონის მომხმარებელი ითხოვს რეზულტატს კომპრომისების გარეშე, ლამაზ ბუნებრივ და ჯანსაღ თმას და ინფორმაციას პროდუქციის ინგრედიენტების შესახებ. ეს ტენდენცია საქართველოშიც უნდა დაინერგოს. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა ინგრედიენტები შედის კონკრეტულ პროდუქციაში და რაში იხდის ფულს.

სამწუხაროა დღევანდელი რეალობა, რომ საქართველოში მომხმარებლებს საერთოდ არ აინტერესებთ ინფორმაცია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის შესახებ, მაგრამ ჩვენი ცნობიერება უნდა მივიდეს იმ დონემდე, რომ ამით დაინტერესდნენ. თმის საღებავის ორიგინალობის შტრიხკოდებით შემოწმება ისევეა შესაძლებელი, როგორც თავის მოვლის სხვა საშალებების. თუ ამას ვაკეთებთ სახის კრემების, სუნამოების შემთხვევაში, რატომ არ ვამოწმებთ საღებავს? თმაც ხომ ჩვენი სხეულის ნაწილია და მით უმეტეს რომ, ცოტა ფულს ნამდვილად არ ვიხდით თმის შეღებვაში.

საწყის ეტაპზე 100-დან 1 მომხმარებელიც რომ დაინტერესდეს ამ ინფორმაციით, მაინც კარგია. მოთხოვნა რომ გაჩნდება, სალონებსა და სტილისტებსაც გაუჩნდებათ პასუხისმგებლობა, რომ პროდუქციის ხარისხი აკონტროლონ.

რა რისკები შეიძლება ახლდებს არაოფიციალური წარმომადგენლისგან ნაყიდ პროდუქციას და რა არის ოფიციალურის უპირატესობები?

ოფიციალური წარმომადგენელი გარკვეულწილად განსაზღვრავს უკეთეს შედეგს და ნაკლებ პრობლემას ქმნის. ისინი მეტად ზრუნავენ, რომ მათი პროდუქტით უკმაყოფილო არავინ იყოს, რადგან პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ბრენდის წინაშე. შესაბამისად, მათ ჰყავთ საერთაშორისო დიპლომირებული ტრენერები, რომლებიც იმ სტილისტებს გადაამზადებენ, რომლებიც ამ კონკრეტული ბრენდით მუშაობენ.

ბრენდული პროდუქცია იაფი ნამდვილად არაა. თუმცა რაც უფრო მაღალი დონისაა ბრენდი, მით უფრო დიდი ისტორია და წონა აქვს მას, შესაბამისად, იზრდება პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ზემოთჩამთვლილ ფაქტორებს ყურადღება.

ოფიციალურ წარმომადგენლებს სათაო ოფისისგან პროდუქცის შენახვის პირობებზეც კი სტანდარტები აქვთ დაწესებული, ორიგინალობის რისკებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ. ისინი ზრუნავენ, რომ პროფესიონალური პროდუქცია პროფესიონალმა მოიხმაროს და ბრენდის იმიჯი არ დაეცეს.

თუმცა არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ დაბალბიუჯეტური პროდუქცია აუცილებლად რამეს გვიზამს. აქ რისკების სიძლიერეზეა საუბარი.

ბრენდი რამდენად განსაზღვრავს სალონური მომსახურების ღირებულებას?

რეალურად ასე უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში სიტუაცია არც ისე გამჭვირვალეა. შეიძლება, მომხმარებელი ფიქრობს, რომ ის, პირობითად, 100 ლარს იხდის თმის შეღებვაში და კარგად შეუღებავენ. მაგრამ ამ დროს აღმოჩნდეს, რომ საერთო ღირებულებიდან მხოლოდ 10 ლარია პროდუქციის და დანარჩენი - მომსახურების. ამ შემთხვევაში კარგ შედეგს ნამდვილად ვერ მიიღებს. სწორედ ამიტომ თმის შეღებვის წინ უნდა დავიტერესდეთ, ვინ და რა პროდუქტით უნდა იმუშაოს ჩვენს თმაზე, რამდენია პროდუქციის და მომსახურების წილი საერთო ღირებულებაში.

არსებობს წარმოდგენები, რომ გარეუბნებში ცუდი მომსახურებაა და იმიტომაა იაფი. რეალურად, შეიძლება, გარეუბანში უკეთესი მომსახურება მიიღო. მთავარია, ყველგან დაინტერესდე, რა პროდუქციას ხმარობენ და ვინ, რა განათლების მქონე ადამიანი ხმარობს მას.

სალონში აუცილებლად უნდა გამოიყენებოდეს თმის მოვლის პროფესიონალური საშუალებები.ეს განსაკუთრებით საღებავებს ეხება. არის საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი პროდუქცია, რომელსაც სალონი არ უნდა იყენებდეს. მას არ სჭირდება რეცეპტი და მისი თმაზე დატანება ყველას შეუძლია. სამწუხაროდ, არის სალონები, რომლებიც ასეთი საღებავებით მუშაობენ. საერთოდ წარმოუდგენელია მაღაზიაში ნაყიდი საღებავით სალონიში მისვლა და იქ შეღებვა. ამ შემთხვევაში ხარისხზე ლაპარაკი არაა, რადგან საღებავი არაა პროფესიონალური და ის სახლში ხმარებისთვისაა შექმნილი. არ ვამბობ რომ ცუდია, მაგრამ მას სალონი არ უნდაიყენებდეს.

საერთო ჯამში პასუხისმგებლობის მთელი ჯაჭვი უნდა შეიქმნას, რომ მომხმარებელმა ღირებულების შესაბამისი მომსახურება მიიღოს. ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ხარისხზე მოთხოვნა გავაჩინოთ, მომხმარებელი გათვითცნობიერებული და ინფორმირებული გავხადოთ და შესაბამისი გახდება მიწოდებაც. მომხმარებელმა სალონური მომსახურება ყოველგვარი რისკის გარეშე უნდა მიიღოს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის