ავტორი:

ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობა თიბისის თანამშრომლებმა მიიღეს

ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობა თიბისის თანამშრომლებმა მიიღეს

„თი-ბი-სი“ ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება. „თი-ბი-სი“ ბანკი 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს. ტერიტორიაზე ნიადაგის მომზადების, სარგავი ადგილების მონიშვნის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების სატყეო სააგენტოსთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.

20 ოქტომბერს თიბისის 250-მდე თანამშრომელი ნერგების დარგვის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

დარგვის პროცესი სექტემბრიდან დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე „თი-ბი-სი“ ბანკის ინიციატივით, ტერიტორიაზე ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება, რომელიც ეროვნულ საშენ მუერნეობაშია გამოყვანილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიკურ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება. “თი-ბი-სი“ ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელიც 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. ერთი წლის წინ, თიბისი ბანკის საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების საშუალების საზოგადოებას კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. არსებული მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის